12 გამოგონება, რის გამოც ჩვენი შთამომავლობა მადლობას გვეტყვის

251

ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო მეცნიერები იბრძვიან. მათ ექოს იმეორებენ დიზაინერები, ბიზნესმენები და უბრალო ადამიანები, რომლებიც ჩვენი პლანეტის მომავლის მიმართ გულგრილნი არ არიან. ჭურჭელი, რომელსაც მოსავლის მოცემა შეუძლია, სოიოსგან დამზადებული სანთლები – ეს გამოგონებების სრული სიაა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ.

„პაპარაცი“ იმედოვნებს, რომ დაახლოებით 50 წლის შემდეგ ადამიანი ეკოლოგიაზე ზრუნვას ახალ დონეზე აიყვანს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია?

თერმოელექტრული გენერატორი MiniO, რომელსაც მდუღარე წყლიდან ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია.

ამ გენერატორს შეუძლია მოგზაურობის დროს თქვენი ტელეფონი დატენოს. რეზერვუარი წყლით აავსეთ და გააცხელეთ – ამ მეთოდით მიიღებთ 5 ვატს 1 A, რომელიც გაჯეტის სრულყოფილი მუშაობისთვის საკმარისია.

ავტობუსის გაჩერება თავსახურით, რომელიც მცენარეებით არის სავსე. ასე ფუტკრების და ბაზის გაქრობას ებრძვიან.

ფუტკრისა და ბაზის პოპულაციის გადასარჩენად ორიგინალური მეთოდი ჰოლანდიაში მოიგონეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის 316 გაჩერებაზე მწვანე თავსახური bee stop („ფუტკრების გაჩერება) დააყენეს, რომელზეც მწერებს ნექტარის შეგროვება შეუძლიათ.

ფუტკრების გადარჩენის გარდა ასეთი გაჩერებები ქალაქის მტვერსაც შთანთქავენ. თავად გაჩერება ბამბუკის გრძელსკამით და ლედ განათებით არის აღჭურვილი.

ველოსიპედი ტვირთის გადასაზიდად

ადამიანებმა ავტომობილები ნაკლებად რომ გამოიყენონ, კომპანია Convercycle-მა შექმნა ველოსიპედი, რომელსაც მძიმე ტვირთის გადატანა შეუძლია. ამისთვის ჩვეულებრივ ავტომობილში საბარგულია გათვალისწინებული. ასეთი ველოსიპედი მარტივად იკეცება და მოდურად გამოიყურება.

ელექტროსადგური, რომელიც ტალღების ენერგიაზე მუშაობს

Eco Wave Power ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ელექტროენერგიას პირდაპირ ტალღებიდან იღებს. სადგური გიბრალტარში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სიძლიერე ჯერ ძალიან დიდი არაა (100 კვტ), ეს ეკოლოგიური გზით ელექტროენერგიის მისაღებად წინ გადადგმული ნაბიჯია.

თესლები თეფშში

კომპანია Lifepack-მა კოლუმბიაში ერთჯერადი ჭურჭელი ანანასის ფოთლებისა და სიმინდის ფუჩეჩისგან შექმნა. ეს ყველაფერი არაა: გარდა იმისა, რომ თეფშები ბიოდეგრადირებადია, ის სხვადასხვა საკვები მცენარის თესლს შეიცავს, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ბაღში დარგოთ.

გაზონი ტრავმაის გზაზე

ეს იდეა ჯერ კიდევ 1980 წლებში გამოჩნდა და ახლა მსხვილ ევროპულ ქალაქებში გამოიყენება, მაგალითად ვარშავა, ბარსელონა, მილანი და სტრასბურგი. ესთეტიკური დატვირთვის გარდა ასეთი მწვანე გაზონი ბევრი მწერის სახლს წარმოადგენს, დაბინძურების დონეს ამცირებს და ტრავმაის ხმაურს ახშობს.

ბორბალი, რომელსაც შეცვლა არ სჭირდება

Nexo North America ველოსიპედებისთვის „მუდმივ“ ბორბალს ქმნის, რომელსაც გახვრეტის არ ეშინია. მისი წონა ჩვეულებრივ ბორბალზე 20%-ით უფრო ნაკლებია.

ნახშირი ბარბექიუსთვის ხის გარეშე

ნახშირი ბარბექიუსთვის, რომელშიც ხე არაა – ეს კომპანია Bar-Be-Quick-ის ჩანაფიქრია. ასეთი გასაოცარი ბრიკეტის შემადგენლობაში – ჩვეულებრივი მცენარეული ნაგავია, რომელსაც ჩვენ ხშირად ვყრით: ნიგვზის ნაჭუჭი, მანგოს კურკა, სიმინდის ფუჩეჩი და ა.შ.

რბილი პლასტმასის კანისტრა

ყავის და ჩაის მწარმოებლების გარდა მოქნილი პლასტმასის შეფუთვის გამოყენების იდეამდე ავტოქიმიის მწარმოებელი მსხვილი კომპანიებიც მივიდნენ. რაც არ შეიძლება არ გაგიხარდეთ, რადგან ასეთი შეფუთვა ჩვეულებრივ კანისტრასა თუ ბოთლთან შედარებით 70%-ით ნაკლებ პლასტმასს შეიცავს.

არომატული სოიოს სანთლები

კომპანიამ Igni&blacktree გამოიგონა სანთლების ისე შექმნა, რომ ამისთვის ფუტკრების მოპარვა აღარ დასჭირდეს. კომპანია სანთლებს არა თაფლისგან, არამედ სოიოსგან ამზადებს. თავისი თვისებით ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდება.

თხევადი ტანსაცმელი

გასაოცარი ნივთი კომპანია Adidas-მა და ბრენდმა Stella McCartney-მა გამოიგონა – მაისური, რომელიც გადამუშავებული ტანსაცმლის გათხევადების ხარჯზე შეიქმნა. უსარგებლო ბამბის მსგავსი ნივთები თხევადი ცელულოზის მდგომარეობამდე ხსნიან, შემდეგ კი ახალ ძაფებს ქმნიან. ასეთ ტექნოლოგიას NuCycl ეწოდება და ტანსაცმელს მეორე შანსს აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს