როგორ მოვუაროთ ამაყ ფუქსიას უხვად ყვავილობისთვის

0
502
Photo credit: Depositphotos

თვალისმომჭრელი ყვავილი სახელად – სახლის ფუქსია, საკმაოდ მარტივი მოსავლელია და ჩვეულებრივ ქალაქურ ბინაშიც იზრდება. თუმცა მცენარეების მოყვარულებს საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ მათი მოვლისთვის, ამიტომ ახალგაზრდა ცენარე ხშირად იღუპება.პაპარაცის ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ უნდა გაზარდოთ, მოუაროთ და შეინახოთ ფუქსია. გასწავლით რამდენიმე საიდუმლოს ამ ყვავილის მოსაძლიერებლად და მოკლედ, რომ ვთქვათ ვეცდებით თქვენ ბინას კიდევ ერთი საამაყო მცენარე შევძინოთ.

სახლის ფუქსია: ფუქსია ჩვენთან ტროპიკებიდან მოვიდა, კერძოდ კი სამხრეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილიდან. ამბობენ, რომ მისი სხვადასხვა სახეობები ახალ ზელანდიაშიც გვხვდება. უჩვეულო ფორმის მქონე ფერადი ყვავილები ყურადღებას იპყრობენ და ეხსიერებაშიც დიდხანს გვრჩება, თუ პროცესზე საკმარის ძალისხმევას მიმართავთ – მისი გაზრდა თესლითაც შეიძლება.

თესლის არჩევა: პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ თესლიდან გაზრდილი ფუქსია ხშირად კარგავს სახეობის ნიშნებს, ეს კი უკვე ცუდია. თუმცა ამგვარად მან შეიძლება უჩვეულო შეფერილობაც მიიღოს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ დამტვერიანებისას ამ მცენარის სხვადასხვა სახეობები გამოიყენებოდა.თესლის შერჩევა – საკმაოდ მარტივი პროცესია. უნდა შეხვიდეთ სპეციალიზირებულ მაღაზიაში და უბრალოდ შეიძნოთ ის. გირჩევთ “ფოქსტროტის” ან “ზეიმის” ჯიშის შეძენას. შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თესლის მდგომარეობას, ის აუცილებლად ახალი უნდა იყოს.ზოგიერთი მებაღე ყვავილებს ხელოვნურად ამტვრიანებს, სპეციალური ფუნჯის მეშვეობით. ამ შემთხვევაში უნდა მოაგროვოთ თესლის ძველი ყუთები და შიგნით დამჭკნარი ყვავილები მოათავსოთ. თუმცა იცოდეთ, რომ ეს მეთოდი სასურველი შედეგის მიღების გარანტიას არ იძლევა.

თესლიდან გაზრდა: თესლი უკვე გვაქვს, ახლა ისღა დაგვრჩენია დავთესოთ. ამისთვის საუკეთესო თვეებია: თებერვალი, მარტი, აპრილი. იმავე მაღაზიაში სადაც თესლი იყიდეთ, გრუნტი და 15% დრენაჟიც შეიძინეთ. ნარევის მომზადება თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 3 წილი მიწა
  • 2 წილი ტორფი
  • 1 წილი ქვიშა

ნარევი საშუალო სიღრმის ყუთში ან ჯამზე მოათავსეთ. მოასხით წყალი, დაატენიანეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი მანგანუმის სუსტი ხსნარიც მოასხათ. თესლი ზედაპირზე მოაყარეთ და ოდნავ ჩაწიეთ მიწაში. ეს ყველაფერი დღისით გააკეთეთ, რადგან თქვენს სამუშაოში მზის სხივები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გარეშე თესლი უბრალოდ ვერ გაიხარებს!

ახლა ყუთს საკვები ცელოფანი გადააფარეთ და პატარა ნახვრეტები გაუკეთეთ. ყუთი თბილ (18-20 გრადუსზე) და ნათელ ტერიტორიაზე მოათავსეთ. ამის შმედეგ კი სტანდარტულად იქცევით: ზოგჯერ რწყავთ, თუ ცელოფანი დაიორთქლება თავს გადახდით რათა კონდენსატი აორთქლდეს.

ქოთანში გადარგვა: გარკვეული დორის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა მცენარეს 4 ფოთოლი გაუჩნდება, ფუქსია ქოთანში უნდა გადარგოთ. რა პირობები უნდა დავიცვათ ამ დროს?

ქოთანი ან გადასარგავი ჭურჭელი მსუბუქი და წყალგაუმტარი უნდა იყოს. 100 ან 200 მილიგრამიანი ერთჯერადი ჭიქები იდეალურად გამოგადგება.ახლა ნიადაგისთის დრენაჟი გვჭირდება. გირჩევთ კერამზიტი ჩაყაროთ ქოთანში. როგორც უკვე ვთქვით შემადგენლობის 15%.ნერგები ძალიან ფრთხილად გადარგეთ. ნუ გახეხავთ ან გაწყვიტავთ ფესვებს. მათ მიწის ჩამობერტყვა დიდა არ ჭირდებათ.მორწყვისას ზედმეტ წყალს ნუ დაასხვათ, თუმცა რწყვა რეგულარული უნდა იყოს. ახალგაზრდა ორგანიზმებს წყალი ჭირდებათ.არ დაგავიწყდეთ თვეში ორჯერ კომპლექსური განოყიერება. ამავდროულად ფოთლების პულივიზატორით მორწყვაც შეგიძლიათ.თუ ზრდასრულ ფუქსიას აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, მაშინ ფრთხილად წააჭერით მას ზედა ნაწილი – სუფთა და ბასრი მაკრატლით. ეს მცენარეს უფრო ფუმფულას და ჯანმრთელს გახდის, ყვავილები კი უფრო ხშირი იქნება. ფუქსიას სასიცოცხლო ძალები სწორი მიმართულების განვითარდება.როდესაც ჭიქა ძალიან პატარაა, შეგიძლიათ მცენარე სხვა ქოთანში გადარგოთ. სწორი მოვლის შემთხვევაში მცენარე ხშირი, ფუმფულა ყვავილებით გაგახარებთ.

ეს საინტერესოა: ყურადღება მიაქციეთ ყვავილებს. რაც უფრო მუქია და გაჯერებულია ყვავილი მით უფრო ჭირდება მას მზის სინათლე. უფრო ნაზი ფერის ყვავილები კი ჩრდილში უნდა გააჩეროთ. ეს წესი ფუქსიის ყველა სახეობაზე მოქმედებს.იდეალური წესი მორწყვისთვის – 2 სანტიმეტრის წესია. თუ მიწა 2 სანტიმეტრზე გაშრება მაშინ მცენარეს მორწყვა ესაჭიროება.მოსარწყავი წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.თუ ოთახის ტემპერატურა 22 გრადუსზე მაღალი იქნება – ყვავილი დაიღუპება. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მცენარის დროდადრო ჩრდილში გადატანისა და რწყვის საკითხს.გვიანი შემოდგომა და ზამთარი – როდესაც ფუქსია არ ყვავის ის ოდნავ ჩაბნელებულ ადგილში უნდა გადაიტანოთ და რწყვის სიხშირე შეამციროთ. მას ფოთლების ნაწილი გაცვივდება და გაზაფხულის პრიველ დღეებში ისევ გაიღვიძებს.ყვითელი ფოთლები ზაფხულში იმის მანიშნებელია, რომ მცენარეს მაგნიუმი და აზოტი არ ყოფნის. ყურადღება მიაქციეთ მცენარის გამოკვებას. ფოთლებზე მცირე ზომის ლაქები იმაზე მიგვანიშნებს, რომ მცენარე ძალიან ბევრ მზის სინათლეს ითხოვს. ქოთანი შეგიძლიათ სხვა ადგილზე გადადგათ.მცენარეს შეიძლება მავნებლები გაუჩნდეს. მათ მოსაცილებლად სპეციალური ხსნარები დაგჭირდებათ. თუმცა პარაზიტები ძირითადად ბაღში არსებულ მცენარეებს უჩნდება, სახლის პირობებში ეს პრობლემა საკმაოდ იშვიათად ხდება.

რედაქციისგან: იმედი გვაქვს, მოგეწონათ ფუქსიის ზრდის ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინსტრუქცია. ზოგიერთი რჩევა შესაძლოა გამოცდილმა მებაღემაც არ იცოდეს. ახლა უკვე საკმარისი ინფორმაცია გაქვთ ამ მცენარის გასაზრდელად.