განქორწინების შემდეგ სოფელში, დედასთან საცხოვრებლად გადავედი და სიძის საქციელმა შემაძრწუნა

5543
Photo credit: Depositphotos

არავინ იცის, როგორ განვითარდება ცხოვრება. და მაინც, რაც არ უნდა მოხდეს, მშობლები ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. სამსახურში წარუმატებლობა, ურთიერთობის გაწყვეტა – მშობლების მფარველი ფრთის ქვეშ ყველაფრის გადატანა შეიძლება. თამუნა ქმართან დაშორების შემდეგ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. წასასვლელი არსად ჰქონდა და ცოტა ხნით სოფელში, მშობლებთან საცხოვრებლად გადავიდა. ოღონდ საკუთარი დის ქმარი ასეთი მდგომარეობის წინააღმდეგი იყო. აქ, თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

საკუთარი დის ქმარი

„ჩემი და და მისი მეუღლე დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდნენ. სახლში სამი ოთახია, ერთში მშობლები ცხოვრობენ, მეორეში ანა მიხეილთან ერთად. როცა შვილი შეეძინათ, მესამე ოთახი საბავშვო ოთახად გადააკეთეს. მამაჩემი 7 წლის წინ გარდაიცვალა. სანამ ცოცხალი იყო, ანა და მიშა ისე იქცეოდნენ, თითქოსდა ახალ ბინას ეძებდნენ. როგორც კი, მიშა სახლში ერთადერთი მამაკაცი დარჩა, სხვაგან გადასვლის მიზეზი გაქრა. თან დედას დახმარება სჭირდებოდა, მაინც სოფელში კაცის ძალა საჭიროა: ხის დაჩეხვა, ჭიდან წყლის ამოღება.

10 წელი დაქორწინებული ვიყავი, მაგრამ ბოლო წლებში მე და ჩემს მეუღლეს ცალ–ცალკე საძინებელში გვეძინა. ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ. როცა მიღალატა, ვიფიქრე, რომ ეს დასასრული იყო. ბინა ქმარს ეკუთვნის, ამიტომ ნივთები შევაგროვე და 10 წლის ვაჟიშვილთან ერთად საცხოვრებლად დედასთან გადავედი. დედამ სიხარულით მიმიღო. აი, მიშას კი ასეთი მდგომარეობა არ ესიამოვნა.

ახლა ჩემ გამო ოჯახს ერთ ოთახში შეყუჟვა მოუწია. ზამთარში კიდევ უფრო რთული სიტუაცია იყო. მიშას მთელი ოჯახისთვის შეშის დაჩეხვა უწევდა და ფულის გადახდას მთხოვდა იმისთვის, რომ საღამოობით ღუმელთან ვთბებოდი. არადას შეშას ყოველთვის დედა თავისი პენსიით ყიდულობდა. ანა ამის შესახებ არაფერს ამბობდა, მაგრამ ყოველთვის ქმრის მხარს იჭერდა. სოფელში ანაზღაურებადი სამსახური ვერ ვიპოვე, ამიტომ მეზობელთან ერთად იტალიაში სამუშაოდ წავედი. მეზობელი უკვე დიდი ხანია იტალიაში მუშაობას, ამიტომ თავად შემომთავაზა.

იტალიაში მუშაობა

სამსახურისთვის კარგად მიხდიდნენ, მაგრამ დამსაქმებელთან არ გამიმართლა. იტალიაში მოხუც ქალს ვუვლიდი და ყოველთვის ითხოვდა, რომ უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი. როცა მივდიოდი, ყოველთვის ამბობდა, რომ სხვა მომვლელს იპოვიდა. მარტივი არ იყო, მაგრამ ვითმენდი, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელში დაბრუნება მომიწევდა. ნელ–ნელა მეზობლის ხელით დედისთვის ფულის გაგზავნა დავიწყე.

იტალიაში მამაკაცი გავიცანი. ის განქორწინებული იყო და შვილები არ ჰყავდა. ერთმანეთთან შეხვედრა დავიწყეთ. მოგვიანებით, მასთან ბინაში გადასვლა შემომთავაზა. ნახევარ წელში დავორსულდი და რობერტმა ხელი მთხოვა. ჩემი შვილის მიღებას დათანხმდა და მითხრა, რომ სამსახურისთვის თავი დამენებებინა და შვილის ჩამოსაყვანად წავსულიყავი.

დედა ძლიერ დაბერებული მეჩვენა. ძალიან გამხდარი იყო და თვალებში სევდა ჰქონდა ჩამდგარი. აღმოჩნდა, რომ დედა გამოგზავნილ ფულს მთლიანად ანას აძლევდა. ფულს ანას ქმარი ითხოვდა იმის გამო, რომ მის სახლში ჩემი შვილი ცხოვრობდა. მათ კი ჩემს შვილში ერთი თეთრიც არ ჩაუდიათ!

ანასთან დალაპარაკება გადავწყვიტე. ვთხოვე, რომ დედას დახმარებოდნენ და არ გაენაწყენებინათ. მან კი მიპასუხა: „თუ ასეთი კარგი შვილი ხარ, რატომ დაგვიტოვე ჩვენ და თავად სადღაც სახეტიალოდ წადი? ვერაფერი ვუთხარი. მე ხომ დედას ფულს ვუგზავნდი, რომელსაც ანა საკუთარი საჭიროებისთვის ურცხვად ართმევდა. ახლა ძალიან ნაწყენი ვარ. დედის წაყვანა არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერს ასე ვერ დავტოვებ.”

რთული გადაწყვეტილება

სხვა ქვეყანაში გადასვლის პრობლემა მოგვარებადია, მაგრამ ამას დრო და ფული სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ რობერტო სიდედრსაც სიხარულით მიიღებს. თუმცა არ ვიცით, მოხუცს ქალს ვიზას თუ მისცემენ ან ჯანმრთელობა მგზავრობის საშუალებას თუ აძლევს. თამუნა ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდეს და გადასვლის საკითხები უნდა მოაგვაროს. ქმარს ყველაფერი უნდა აუხსნას და რჩევა ჰკითხოს. თუ საკუთარ დას ვერ ენდობა, ზოგჯერ ყოფილი ქმარი საუკეთესო მეგობარი ხდება. ერთად გატარებული წლების პატივსაცემად შეიძლება დაეხმაროს, თუ თამუნა მას უფრო ენდობა, ვიდრე საკუთარ დას. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ზოგჯერ სიტუაციას სხვა კუთხიდან უნდა შეხედოთ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს