ყველამ იცის, რომ ყველაზე წვნიან და ტკბილ კენკრას ზაფხულში მხოლოდ ის მებაღეები იღებენ, რომლებიც გაზაფხულზე ბეჯითად მიუდგნენ მარწყვის თხრილების მოვლის საკითხს.
ჩვეულებრივ, გაზაფხულზე მარწყვს მარტის ბოლოს ასუქებენ, თოვლის დადნობისთანავე. თუმცა, წელს მარტი საკმაოდ ცივი იყო, ამიტომ, მარწყვის შესუქება აპრილში უნდა დაიწყოთ.
ამიტომ, დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, შეეხსენებინა თქვენთვის გაზაფხულზე მარწყვის შესუქების აუცილებლობა და სასუქის ეფექტური რეცეპტი, წელს არომატული კენკრის განსაკუთრებით უხვი მოსავალი რომ მიიღოთ.
მარწყვის სასუქი გაზაფხულზე
ბევრი ფიქრობს, რომ ნარგავების ქიმიური სასუქებით დამუშავების პროცედურა უსარგებლოა, იმ მიზეზით, რომ დედაბუნება ყველაფერს თავადაც შესანიშნავად გაუმკლავდება. ეს უსაფუძვლო მოსაზრებაა, რადგან ხშირად, მცენარეების დამუშავების უგულებელყოფის შემდეგ, მოსავალს საერთოდ ვეღარ ვიღებთ. თუმცა, სასუქებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა იმას გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ნერგები შესუქებისთვის.
მაშ ასე, სანამ მცენარეებს შეასუქებდეთ, ნაკვეთიდან უნდა გაიტანოთ გასული წლის მულჩა, ძველი, ხმელი ფოთლები, სარეველები და სხვა მსგავსი ნაგავი, რომელიც ზამთარში მავნებლების თავშესაფრად იყო ქცეული.
შემდეგ, გაწმენდილი ნიადაგი მორწყეთ მდუღარე წყლით, დაუმატეთ მას ცოტაოდენი იოდი, რათა გააუვნებელყოთ მწერები, რომლებიც მიწაში ბინადრობენ.
შემდეგ დაბარეთ მიწის ზედაპირი, რათა მავნებლების დარჩენილი ჭუპრებიც გააქროთ და ნიადაგი გაათბოთ. ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, შეუდექით სასუქის გამოყენებას.
მარწყვის ნერგები აზოტის შემცველი სასუქებით უნდა დაამუშავოთ. სწორედ აზოტის ნაკლებობის დროს ვიღებთ პატარა და მწარე კენკრას. გამოცდილი მეაგარაკეები გვირჩევენ გვარჯილის ან შარდოვანას გამოყენებას.
სასუქის გამოყენების პერიოდში, მარწყვის ბუჩქები უნდა გაიკრიჭოს და ხმელი თანაყვავილედები მოშორდეს. ეს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გააკეთოთ, უცებ მცენარის მთავარ ღეროს რომ არ წამოდოთ. რაც შეეხება გაკრეჭას, ფოთლის ოპტიმალურ სიმაღლედ 5 სმ ითვლება. თუ ფოთლებს გაზრდის საშუალებას მისცემთ, მალე მცენარე მთელ ძალას მათ განვითარებას დაახარჯავს. ეს ძალა ბუჩქმა კენკრას უნდა დაახარჯოს.
ჩამოთვლილის გარდა, შეამოწმეთ რიგები, რათა დროულად ამოყაროთ დაავადებული ან ძველი ბუჩქები. ჩაანაცვლეთ ისინი ახალი, ჯანმრთელი ნერგებით.
ბოლოს მარწყვის ნერგებს დაახურეთ თივა (ან სხვა ნებისმიერი მულჩა) და უხვად მორწყეთ.
მხოლოდ ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, მარწყვის დიდი ზომის და ტკბილი კენკრის მისაღებად. თქვენ როგორ უვლით მარწყვს გაზაფხულზე?