როგორ გავზარდოთ მარწყვი შავ აგრო-ბოჭკოზე

1254

ბოლო დროს მებაღეებს შორის მულჩირების სხვადასხვა ქსოვილები დიდ პოპულარობას იხვეჭენ. ეს მოსავლის გაზრდისა და მცენარის დაცვის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. დღეს პაპარაცის რედაქცია შავ აგრო-ბოჭკოზე მარწყვის გაზრდას გასწავლით.

Photo Credit to Freepik

როგორ გავზარდოთ მარწყვი აგრო-ბოჭკოზე

მულჩირება – გრუნტის სპეციალური საშუალებით – მულჩით დაფარვას ნიშნავს. ის ნიადაგს იცავს და მის თვისებებს აუმჯობესებენ. მარწყვის აგრო-ბოჭკოზე დარგვას ბევრი პლიუსი აქვს. ის ბოლომდე ანადგურებს სარეველა ბალახს და მიწის დამატებით გასუფთავება აღარ მოგიწევთ.

აგრობოჭკო კარგად სუნთქავს, იოლად ატარებს წყალს და აორთქლებაც უპრობლემოდ ხდება. ნიადაგი ყოველთვის ნოტიო იქნება. ბევრი მებაღე ადასტურებს, რომ აგრო-ბოჭკოზე მარწყვის დათესვა მომწიფების პროცესს აჩქარებს და მის დაკრეფასაც აადვილებს.

შავი მიკრო-ბოჭკო ნიადაგს გახურებისგან იცავს. ამგვარად ფესვები საკვებ ნივთიერებს უკეთ შთანთქავენ, მცენარე კი აქტიურად ვითარდება და წვნიანი ნაყოფით გვანებივრებს.

მარწყვის აგრო-ბოჭკოზე თესვა

1. გადაბარეთ ნიადაგი და მოაშორეთ სარეველა ბალახი.
2. ნიადაგი გაანოყიერეთ: 1 კვადრატულ მეტრზე 1 სათლი სასუქი, 2 ჭიქა მცენარის ნაცარი და 150 გრამი აზოტის სასუქი გამოიყენეთ.
3. განმეორებით დაბარეთ ნიადაგი და მოასწორეთ.
4. მოზომეთ მომავალი სანერგე ადგილი.


5. გადააფარეთ და საიმედოდ დაამგრეთ აგრობოჭკო – კაუჭებითა და მავთულით. თუ ბოჭკო დაჭრილია, მისი კიდეები ერთმანეთს უნდა ფარავდეს მინიმუმ 18-20 სანტიმეტრით..

6. მოზომეთ თესვის ადგილები და ჩაჭერით. მათ შორის მანძილი 45-50 სანტიმეტრი უნდა იყოს.
7. ყოველ ბუჩქთან ჯვარედინად ჩაჭერით 5-5- სანტიმეტრის ზოლები.


8. შემდეგ ორმოში ცოტაოდენი წყალი ჩაასხით და დაელოდეთ ნიადაგი წყალს როდის შეიწოვს.
9. ნერგის ფესვები სპეციალურ ხსნარში დაასველეთ. ნახევარ სათლ თიხას წყალი დაასხით და გააჩერეთ. გარკვეული დროის შემდე კარგად მოურიეთ და არაჟნის კონსისტენციის ხსნარს მიიღებთ.
10. ნერგები ისე განათავსეთ, რომ ფოთლები ზუსტად ნიადაგის ზედაპირთან იყოს. თუ მას მიწას დააყრით მცენარე დალპება, თუ უფრო ზემოთ იქნება – გაიყინება.


11. მოათავსეთ ნერგი ორმოში და მშრალი მიწა მოაყარეთ.
12. დარგვის დასრულების შემდეგ ნერგები უხვად მორწყეთ. ეს პროცედურა 2-3 დღის შემდეგ დილით ან საღამოს გაიმეორეთ. მომავალში წვეთოვანი რწყვა 3-4 დღეში ერთხელ უნდა გააკეთოთ. მარწყვისთვის უმჯობესია მორწყვის დროს წყალი პირდაპირ ფესვებს მიეწოდებოდეს.

მნიშვნელოვანია ყოველი ნერგი კარგად შეამოწმოთ. დაზიანებული ფესვების, ღეროსა და ფოთლების მქონე ნერგები აჯობებს გადაყაროთ. დარგეთ მხოლოდ ჯანმრთელი და მაგარი ნერგები, ეს უხვი მოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

მარწყვის მოვლა

რაც შეეხება მარწყვის მოვლას – ბოჭკოზე დარგული მარწყვის მოვლა, გრუნტში დარგული მარწყვის მოვლისგან განსხვავდება. სეზონზე ოპრჯერ უნდა გაანოყიეროთ ქათმის ან მტრედის სკორეს ხსნარით. პირველად გაზაფხულზე და მეორედ – ზაფხულში ან სექტემბერში. ახლა უკვე იცით როგორ უნდა გაზარდოთ მარწყვი აგრო-ბოჭკოზე. თუ ამ მეთოდს უკვე იყენებთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენატრებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს