რატომ არ უნდა დაიძინოთ ერთი და იგივე საღამურით ზედიზედ ორჯერ

742

ჩვენ თავდაუზოგავად ვზრუნავთ ჩვენს ყოველდღიურ გარეგნობაზე: სამსახურში დაუთოებულ პერანგებს ვიცვამთ, რეგულარულად ვრეცხავთ ტანსაცმელს, არც თეთრეულის გამოცვლა გვავიწყდება. თუმცა, სახლის ტანსაცმლის ჰიგიენა ხშირად გვავიწყდება – პიჟამაც, მათ შორის. “ეს უბრალოდ პიჟამაა! როგორ შეიძლება მისი დასვრა, თუ იგი მხოლოდ საწოლში მაცვია?” – გაოცდებით თქვენ. აღმოჩნდა, რომ საძილე ტანსაცმელიც კი მიკრობების ბუდედ შეიძლება იქცეს. Paparazzi.ge-ის რედაქცია ახლა გაგარკვევთ, თუ რატომაა ნაცვამი პიჟამა საშიში.

Photo credit: Depositphotos

საძილე საღამურები

1. ნაცვამი საღამური ძილის ხარისხს აქვეითებს

შეგიმჩნევიათ, როგორ მტკიცედ და ტკბილად გძინავთ, როცა საწოლის ზეწარს, შალითასა და ბალიშისპირს ცვლით? სუფთა პიჟამაც სწორედ ასე მოქმედებს. აი, ნაცვამი ტანსაცმელი კი ხელს უშლის კარგ გამოძინებას. ღამით ვოფლიანობთ, ქსოვილზე კი ოფლის წვეთები რჩება. ისინი იწვევს კანის გაღიზიანებასა და ქავილს, შესაბამისად, დაარღვევს ჯანსაღ ძილს.

Photo credit: Depositphotos

2. ალერგიას იწვევს

თუ ალერგიული ხართ, აუცილებლად ცვალეთ საღამური ორ დღეში ერთხელ! მტვერი აღიზიანებს ცხვირის რეცეპტორებს, რაც რესპირატორული დაავადებების საშინლად უსიამოვნო სიმპტომებს გამოიწვევს. მტვრის ტკიპები, რომლებიც ტანსაცმელზე ცხოვრობს, კანის მკვდარი ნაწილაკებით იკვებებიან. ამიტომ, ნაცვამი საღამური და თეთრეული მათთვის ნამდვილი სამოთხეა.

Photo credit: Depositphotos

3. არამხოლოდ ალერგია, არამედ მუწუკებიც

გაურეცხავ თეთრეულს კანის გაღიზიანება შეუძლია. საქმე ისაა, რომ ქსოვილზე ბაქტერიები და მტვრის ნაწილაკები გროვდება. ღამით პიჟამა კანს ეხება, აბინძურებს ნასვრეტებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს მუწუკებისა და გამონაყარის გაჩენას.

Photo credit: Depositphotos

4. უსიამოვნო სუნს იწვევს

ღამითაც ისე ვოფლიანობთ, როგორც დღის განმავლობაში. ოფლი ჟღენთს პიჟამას, წარმოქმნის უსიამოვნო სუნს და ბაქტერიების ბუდედ იქცევა. თან, ვის არ სიამოვნებს სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა, რომელსაც სიახლის სუნი აქვს.

Photo credit: Depositphotos

5. ინფექციები გადააქვს

ჭუჭყიანი ტანსაცმელი არამხოლოდ პათოგენურ მიკროორგანიზმებს აგროვებს, არამედ მათ გადაცემასაც უზრუნველყოფს. თუ საძილე საღამურს დროულად არ გამოიცვლით, მიკრობების გადაცემის მთელ ჯაჭვურ რეაქციას უყრით საფუძველს. ახლა საუბარი არა კანზე, არამედ სხვა საგნებზეცაა. როცა საძილე კოსტუმს სარეცხ მანქანაში ათავსებთ, ბაქტერიები თქვენს საყვარელ მაისურებზე, ქმრის სპორტულ ტანსაცმელზე გადადის. მეტიც, ხანდახან, საგულდაგულო რეცხვაც კი ვერ უმკლავდება მავნე მიკროორგანიზმების იმ რაოდენობას, რომელიც ჭუჭყიან ტანსაცმელზე ცხოვრობს.

Photo credit: Depositphotos

6. ძილისთვის არაჯანსაღ პირობებს ქმნის

მიკრობები, კანის მკვდარი ნაწილაკები, ოფლის უსიამოვნო სუნი – ყველაფერი, რაც საღამურზე გროვდება, საძილე პირობებზე ახდენს გავლენას. ამრიგად, მარტივია ინფექციის “აკიდება” და იმუნიტეტის დასუსტება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე გახდება სხვა დაავადებებისადმი. ხოლო, როცა ადამიანი ნორმალურად ვერ იძინებს, უძილობა და კოშმარები აწუხებს – ეს მის შრომისუნარიანობაზე მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

Photo credit: Depositphotos

გასაოცარია, რამდენი უსიამოვნო შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენვე საღამურს! ამ სიაშია ალერგია, კანისა და იმუნიტეტის პრობლემები. თუმცა, ამ ყველაფერს მარტივი მოქმედებით აიცილებთ თავიდან. არ დაგავიწყდეთ საღამურის დროულად გარეცხვა და თეთრეულის დროული გამოცვლა. მაშინ ჯანსაღი, მტკიცე ძილი გარანტირებული გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს