ცხოვრება ბავშვს მივუძღვნათ თუ პირველ ადგილას საკუთარი თავი დავაყენოთ?

167

ბავშვი ჩვენს ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს: მშობლების გარეშე, იგი უბრალოდ იკარგება ამ დიდ და მისთვის საშიშ სამყაროში. ბუნებრივია, როცა დედა და მამა ბავშვს დიდ დროს უთმობს. თუმცა, რამდენად ვნებენ ამით საკუთარ თავს? Paparazzi.ge-ის რედაქცია გაერკვევა, თუ რატომაა დამღუპველი მშობლისთვის ბავშვისადმი თავდადება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

Photo credit: Depositphotos

ცხოვრება მხოლოდ ბავშვებისთვის

ნათიასა და გელას ცხოვრება

ისინი საკმაოდ ადრე დაქორწინდნენ: ქალი 20, ხოლო მამაკაცი – 24 წლის იყო. ახალდაქორწინებულებს ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ ბავშვს ელოდნენ. ისინი ახალი ადამიანის გაჩენისთვის მთელი ძალით ემზადებოდნენ. გელას კაბინეტი მომავალი ბავშვის ოთახად აქციეს, შეიძინეს აბაზანა და საწოლი. როცა ნათიამ ექოსკოპია გადაიღო, უთხრეს, რომ გოგოს ელოდა. მაღაზიებიდან სახლში ინაცვლებდა სათამაშოები და ვარდისფერი კაბები. გელამ ინტერნეტით ძვირადღირებული ეტლიც იყიდა. იგი გერმანიიდან 2 კვირაში ჩამოიტანეს.

Photo credit: Depositphotos

ბოლოს და ბოლოს, სანუკვარი დღეც დადგა – ნათიასა და გელას ქალიშვილი შეეძინათ. ოჯახის ჩვეული რიტმი დაირღვა. გელას იმედი ჰქონდა, რომ სახლში ისევ ლამაზი ქალი და გემრიელი ვახშამი დახვდებოდა. შეცდა. ნათია ნერვიული გახდა, ნებისმიერი რამე აღიზიანებდა, ურთიერთობაში რომანტიკა გაქრა. ახლა მთელი ცხოვრება ბავშვის წესრიგს დაექვემდებარა.

სამწუხაროდ, ეს საკმაოდ გავრცელებული ისტორიაა. მამაკაცს საფენებისა და მიმოყრილი სათამაშოებისგან გაქცევა სურს. არ უნდა ბავშვებისთვის ცხოვრება, ეძებს ახალ გარემოცვას, სულ უფრო ხშირად იკარგება მეგობრებთან ერთად და სამსახურშიც საქმე უგრძელდება.

Photo credit: Depositphotos

ლილისა და ალექსანდრეს ისტორია

ლილიმ ბავშვი თავისთვის გააჩინა. ბავშვს ალექსანდრე დაარქვა – ომში დაღუპული ბაბუას საპატივსაცემოდ. ლილის შეყვარებული პასუხისმგებლობას გაექცა, როგორც კი ტესტზე ფეხმძიმობის ორი ზოლი დაინახა. ლილის დედა ეხმარებოდა. სწორედ იგი ენაცვლებოდა ქალს უძილო ღამეებში, ტაშს უკრავდა ალექსანდრეს ბაღის ზეიმებზე და ეხმარებოდა სასკოლო საშინაო დავალებების შესრულებაში.

Photo credit: Depositphotos

ალექსანდრე ნამდვილი ჯენტლმენი დადგა. სპორტს მიჰყვა, კარგი სამსახურიც იშოვა, მანქანა იყიდა. თუმცა, 45 წლის ისე გახდა, რომ არც ცოლი ჰყავს, არც შვილები. სამაგიეროდ, ჰყავს დედა, რომელიც დღეში ორჯერ ურეკავს. მან პირადი ცხოვრება ვერაფრით ააწყო – მთელი ეს დრო ვაჟის აღზრდას მიუძღვნა.

Photo credit: Depositphotos

ფსიქოლოგის აზრი

რა თქმა უნდა, როცა წყვილს ბავშვი უჩნდება, მათი ჩვეული ცხოვრება იცვლება. გელასა და ნათიას შემთხვევაში, მშობლებმა უნდა სცადონ – დრო თავისთვისაც უნდა გამონახონ. ქალიშვილის ბებიასთან დატოვება და რამდენიმე საათით მარტო ვახშმობა, ყოფაცხოვრებისგან გაქცევა შეუძლიათ. არამხოლოდ ბავშვზე, არამედ ერთმანეთზეც უნდა იზრუნონ.

Photo credit: Depositphotos

ახლა მეორე მაგალითი განვიხილოთ: ალექსანდრე მარტოხელა ლილისთვის ცხოვრების აზრად იქცა. საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება ორივესთვის დამღუპველი აღმოჩნდა: ვერც დედამ და ვერც შვილმა ვერ აიწყო თავისი ცხოვრება და ხელცარიელი დარჩნენ.

მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად, ნუ მიუძღვნით საკუთარ ცხოვრებას – ბოლო წვეთამდე – ბავშვებს. იზრუნეთ მათზე, თუმცა, იქონიეთ საკუთარი ჰობი, გაერთეთ, იმეგობრეთ! ასე პატარა ბიჭები და გოგონები, რომლებიც ამ სამყაროს ჯერ მხოლოდ ეცნობიან, მშობლური ზრუნვის მსხვერპლად არ იქცევიან და თავიანთი ცხოვრების დამოუკიდებლად აწყობას შეძლებენ.

გიყვარდეს საკუთარი ქმარი. ბავშვები გაიზრდებიან, თქვენ კი, ღმერთმა ქნას, ერთად დარჩებით. იმოგზაურეთ, ილაპარაკეთ, პატივი ეცით ერთმანეთის პირად ინტერესებს.

Photo credit: Depositphotos

დააფასეთ საკუთარი თავი. გაანებივრეთ იგი ახალი ტანსაცმლით, სალონში სიარულით, მასაჟითა და გემრიელი საკვებით. უარი არ უთხრათ საკუთარ თავს მეგობრებთან შეხვედრაზეც.

Photo credit: Depositphotos

და, რაც მთავარია, მიეცით ბავშვებს სუნთქვისა და არჩევნის დამოუკიდებლად გაკეთების საშუალება. ეს დადებითად აისახება როგორც თქვენზე, ისე თქვენს შვილებზეც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს