როგორ ვჭამოთ კარტოფილი ისე, რომ არ გავსუქდეთ – გერმანელების ხრიკები.

0
1395

მართალია მე და ჩემი მეუღლე გერმანელები არ ვართ მაგრამ, კარტოფილი ძალიან გვიყვარს. გუშინ მაგალითად კატლეტი არა პიურეს გარნირით არამედ ბრინჯის ფაფით გვქონდა სადილად. გარნირი შეუჭმელი დარჩა, მეუღლე კი მშიერი. როგორც მიხვდით, კარტოფილისგან გასუქების გვეშინია.

საზოგადოებაში არსებობს ცრურწმენა, რომ კარტოფილის კერძი ძალიან კალორიულია. უნდა გვეშინოდეს კარტოფილის კერძებით გასუქების?! ან როგორ მივირთვათ ისე, რომ კარტოფილმა არ გაგვასუქოს?! პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში სწორედ ამ საკითხებს განიხილავს.

კარტოფილი ფიგურის ყველაზე ბოროტი მტერი

სინამდვილეში კარტოფილი – ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. იცოდით, რომ მასში ბევრი С ვიტამინი შედის?! – იმაზე მეტი ვიდრე ხახვში, შავ მოცხარში ან ყურძენში! კარტოფილი B1 ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, ნატრიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, იოდით, თუთიით და სხვა მინერალებითაც გახლავთ გაჯერებული.

ეს ყველაფერი კარტოფილს არა მტრად არამედ ორგანიზმის ნამდვილ მეგობრად აქცევს. ბოსტნეულისგან მეტ სარგებელს მიიღებთ თუ მას ზეთისა და ცხიმიანი მისაყოლებლის გარეშე მოამზადებთ. 100 გრამ მოხარშულ ან გამომცხვარ კარტოფილში სულ 90 კალორიაა. წარმოიდგინეთ, ბანანში ან იოგურტში უფრო მეტი კალორიაა! ნახშირწყლების მაღალი შემცველობის წყალობით კარტოფილი ენერგიის მთავარი წყაროა.

როგორ არ გავსუქდეთ კარტოფილისგან

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კარტოფილისგან კი არა, არამედ მისი გარნირისგან ვსუქდებით – დასკვნა თვალსაჩინოა! საჭიროა ბოლქვის მომზადების მეთოდი შეცვალოთ. მაგალითად, გერმანელები კარტოფილს კოლოსალური რაოდენობით მოიხმარენ და მას ყოველთვის არ წვავენ.

გერმანიაში მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი გარნირის ან სალათის ელემენტის სახით ძალიან პოპულარულია. ცივ კარტოფილს უფრო ხშრიად იყენებენ ვიდრე ცხელს. ყველაფერი კი იმისგამო, რომ სახამებელი კარტოფილში მიცი გაცივების დროს ბოჭკოს იქცევა. შესაბამისად კარტოფილი ნაკლებ კალორიული ხდება.

როგორც ხედავთ, აკრტოფილით გასუქება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ მას ტაფაზე მოამაზადებთ. თქვენს ოჯახში ამ პროდუქტს ხშირად იყენებთ? რა მეთოდით ამზადებთ მას? გაგვიხარდება თუ თქვენს აზრს კომენტარებში გაგვიზაირებთ!