როგორ გავაუმჯობესოთ მცენარის მდგომარეობა კაკლის ნაჭუჭით

503

ჩემი მშობლების აგარაკზე 10 წლის კაკლის ხე ყოველ წელს უხვ მოსავალს გვაძლევს. გასულ სეზონზე, მამაჩემმა ნიგოზი ბაზარზე გაყიდა. რა თქმა უნდა, მთლიან ლებნებში უფრო მეტს იხდიან, ვიდრე ნაჭუჭებიანში. ამიტომ, მამაჩემი ფრთხილად არჩევს კაკალს, ნაჭუჭს კი დედას უტოვებს, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის. მან იცის, როგორც უნდა გამოიყენოს კაკლის ნაჭუჭი.

საქმე ასე გადანაწილდა: დედაჩემი მოსავალს უვლის, მამაჩემი მას განკარგავს. მათ სახლში ყველა იმას აკეთებს, რაც უკეთ გამოსდის. აი, დედაჩემმა კი მოიფიქრა, როგორ გამოეყენებინა ნაჭუჭი მებაღეობაში. მის მაგალითს ახლა მე ვითვალისწინებ.

კაკლის ნაჭუჭის გამოყენება

თუ თქვენც დაგიგროვდათ კაკლის ნაჭუჭი, ნუ გადაყრით. ეს ბიოდაშლადი პროდუქტია. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ დაქუცმაცებული ნაჭუჭით შეიძლება ხის ქვეშ ნიადაგის ან ყვავილების გარშემო მიწის მულჩირება.

გარდა ამისა, ნაჭუჭის კომპოსტირება ან დაწვა და ფერფლის სასუქად გამოყენებაც შეიძლება. დაქუცმაცებულ ნაჭუჭს, ტოტებთან ერთად, თხრილებშიც ყრიან, მცენარის გასათბობად. ნატურალურ პროდუქტი სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ, ნაგავსაყრელზე კი არ უნდა დალპეს.

კაკლის ნაჭუჭი ოთახის მცენარისთვის

თუ ბაღი არ გაქვთ, არაუშავს. ოთახის მცენარეებსაც სჭირდება კაკლის ნაჭუჭი. მისი გამოყენება ქოთანში, დრენაჟის სახით შეიძლება. ამისთვის, წინასწარ დატეხეთ ნაჭუჭი ჩაქუჩით, ჩაყარეთ ქოთანში და მოაყარეთ მიწა.

მთლიანი ნახევები კი უბრალოდ დაალაგეთ ნიადაგზე, პირჩაღმა. ასეთი “ბრონი” მცენარის იშვიათად მორწყვის საშუალებას მოგცემთ. რამდენადაც ნიადაგი დახურულია, სითხე უფრო ნელა ორთქლდება. ნაჭუჭის ქვეშ სითბო და ტენი გროვდება.

გარსა ამისა, ნაჭუჭის საფარი იცავს ნიადაგს კირის თეთრი ნადების გაჩენისგან. ნიადაგი უფრო ჯანსაღი და კეთილშობილი იქნება მცენარისთვის. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კაკლის ნაჭუჭი იოდს შეიცავს.

ნაჭუჭის საფარი დაიცავს ნიადაგს დამღუპველი მავნე მწერებისგანაც. პარაზიტებს უჭირთ მისი გავლა, მათ იოდის მკვეთრი სუნიც აფრთხობს. დაბოლოს: ნაჭუჭით მორთული ქოთანი უფრო ლამაზად გამოიყურება.

კაკლის ნაჭუჭს მცენარეებისთვის უკვე წლებია ვიყენებ. ავტომატურად ვყრი მას ცალკე კოლოფში და ვაგროვებ. სხვათა შორის, არამხოლოდ ბერძნული, არამედ კერკეტი კაკლის ნაჭუჭის გამოყენებაც შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს