რა აკლია კომბოსტოს და როგორ გავზარდოთ საუკეთესო ჩითილები.

0
122

მარტის დასაწყისში კომბოსტოს ადრეულ ჯიშებს თესავენ. აპრილი – შესანიშნავია დროა საშუალო და გვიანდელი სახეობებისთვის. ნერგის თევს და შემზადება მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხისთვის. კომბოსტო – ისეთი პროდუქტია რომელსაც ნებისმიერი დისასახლისის მაცივარში იპოვით. პაპარაცის რედაქცია დღეს მოგითხრობთ თუ როგორ უნდა გაზარდოთ კომბოსტოს ნერგები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში.

Photo credit: Depositphotos

კომბოსტოს სახეობა

სანამ თესლს შეიძენთ გაერკვიეთ თუ რისთვის გჭირდებათ კომბოსტო. ადრეული კომბოსტო ახალი სალათებისთვის არის, გვიანდელი სახეობები კი მაგალითად, მწნილებისთის – რომლებიც დიდი ხნით ინახება. ადრეული სახეობები მცირე ზომის მოსავლით და პატარა ზომის თავებით გამოირჩევა, საშუალო სახეობა მწნილებისა და საზაფხულო კერძებისთვის არის კარგი. გვიანდელები კი ხანგრძლივი შენახვისთვის გამოგადგებათ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დათესვის დრო სახეობაზეა დამოკიდებული.

Photo credit: Depositphotos

ნიადაგი

ნერგის ნიადაგი შემოდგომიდან უნდა მოამზადოთ. აურიეთ მიწა და ნეშომპალა 1:1 შეფარდებით, დაუმატეთ ხის ნაცარი 1:10 შეფარდებით. ასეთი ნიადაგი ნერგებს მავნებლებისგან დაიცავს. ნაცარი კარგი ანტისეპტიკი და აუცილებელი მიკროელემენტების წყაროა, რაც კომბოსტოს კარგ ზრდას უწყობს ხელს.

Photo credit: Depositphotos

თესვა

დათესვის წინ თესლს აუცილებლად უნდა გაუკეთო დეზინფექცია. ამისთვის თესლს რამდენიმე წუთი მანგანუმის ხსნარში ათვასებენ, შემდეგ ამუშავებენ გრუნტს: ასხავენ მანგანუმის ხსნარს ან ქურაში ამუშავებენ. კარგად დაასხით გრუნტს წყალი სანამ თესვას დაიწყებთ. იცოდეთ რომ ნერგებს შორის დაშორება მინიმუმ 2 სანტიმტრი უნდა იყოს.

Photo credit: Depositphotos

ზრდის პირობები

კომბოსტო რეგულარულად უნდა მორწყათ, თუმცა ზედმეტად არა, თორემ კომბოსტოს ფესვები ლპობას დაიწყებს. მორწყვამდე მიწა ყველა კომბოსტოსთან გააფხვიერეთ რათა ფესვებთან ჰაერმა მიაღწიოს. ნერგები კარგად განათებულ ნაკვეთზე უნდა დარგოთ.

Photo credit: Depositphotos

კომბოსტოს თესვისას ტემპერატურა 18-20 გრადუსზე უნდა შეინარჩუნოთ, ღამით კი 8-10 გრადუსს არ უნდა ჩამოცდეს. სანამ ნერგებს გრუნტში დათესავთ ის ღია სივრცეს უნდა მიაჩვიოთ. ნერგი ქუჩასი გატანეთ მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. ასეთ პირობებში ნერგი სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოსთან და კარგად გაირდება.

Photo credit: Depositphotos

იმედი გვაქვს ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია კომბოსტოს მოსავლის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.