კვერცხის ნაჭუჭს ბევრი მებაღე აგროვებს რათა თავიანთი მწვანე მეგობრები გაანოყიერონ და ვიტამინებით მოამარაგონ. ზოგიერთ მცენარეს კვერცხის ნაჭუჭმა შეიძლება ავნოს, ზოგისთვის კი ეს სასუქი ნამდვილი მისწრებაა. პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში ორივე ტიპის მცენარეებზე მოგითხრობთ.პირველ რიგში ნაჭუჭის სწორად შეგროვება და შენახვა უნდა ვისწავლოთ. ის ხსნარის ან ფხვნილის სახით უნდა გამოიყენოთ, დაფქვით ყავის საფქვავით.
ნაჭუჭის მომზადება: უმი კვერცხის ნაჭუჭი უფრო ფასეულია. უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად შეგიძლიათ მათ მდუღარე წყალი გადაავლოთ, ამის შემდეგ ქაღალდის პარკში შეინახეთ და თბილ ადგილას გააშრეთ.როდესაც ნაჭუჭი გაშრება, კარგად დაფხვენით და ქაღალდის ფურცელზე დაყარეთ მშრალ ადგილას შესანახად. ცელოფნის პარკი ჰაერს არ ატარებს ამიტომ ისინი შესანახად არ გამოგადგებათ.
ნაჭუჭის გამოყენების მეთოდები
- სასუქი-კალციუმის გარდა მასში ბევრი სასარგებლო ელემენტი შედის. ნიადაგში მოხვედრისას ის მცენარეს საკმაოდ დიდხანს კვებავს.
- პრობლემები ნიადაგთან-მსუბუქი ფხვიერი გრუნტიდან კალცი სწრაფად გამოიდევნება. ნაჭუჭი შეგიძლიათ კალცის დამატებით წყაროდ აქციოთ. ის ნიადაგის მჟავიანობასაც ამცირებს მძიმე გრუნტებში და მას უფრო ფხვიერს ხდის. ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესების წყალობით მცენარე უკეთესად იწყებს ზრდას.
- მავნებლებთან ბრძოლა-ნაჭუჭი გვეხმარება სხვადასხვა ბოსტნის მავნებლებისგან დაცვაში. შეგიძლიათ დაფქული ნაჭუჭი მზესუმზირის ზეთს შეურიოთ და რიგებს შორის ჩაფლათ ეს მახრასგან (ბოსტანა ჭია) დაგიცავთ.
თხევადი სასუქი ნაჭუჭისგან: ნაჭუჭი კარგად დაფხვენით, ფქვილის კონსისტენციამდე, გადაყარეთ ჭურჭელში და წყალი დაასხით. ქილას თავი მჭიდროდ დაახურეთ და ჩაბნელებულ გრილ ადგილას შეინახეთ 2 კვირით. მზა სასუქს სპეციფიური სუნი გაუჩნდება, თავად სითხე კი გამუქდება. მოსარწყავად სითხე 1:3 შეფარდებით წყალში უნდა გააზავოთ.
რომელი მცენარეები უნდა გაანოყიეროთ ნაჭუჭით: ასეთი კულტურების სია საკმაოდ მაღალია. მასში შედის კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ჭარხალი, ხახვი, სტაფილო, თალგამი, მოცხარი და ბევრი სხვა. აი რამდენიმე რჩევა განსაზღვრული სახობების გასანოყიერებლად:
- ყვავილოვანი კომბოსტო. კვერცხის ნაჭუჭი ორმოში მაშინ დაამატეთ როდესაც ნერგს რგავთ.
- პომიდორი. კალციუმის უკმარისობა პომიდვრის ნაყოფის ლპობას იწვევს. ამისგან თავის დასაღწევად პომიდორი წანაზარდების გაჩენისთანავე უნდა გაანოყიროთ.
- ქლიავი. ალბათ შეგიმჩნევიათ როგორ იბზარება ქლიავის ნაყოფი მომწიფებისას. ეს ყველაფერი კალცის ნაკლებობის ბრალია. გაზაფხულიდანვე გაანოყიერეთ ხეები კვერცხის ნაჭუჭით. ეს ქლიავს სასარგებლო მიკროელემენტებით მოამარაგებს.
- კარტოფილი. ასეთი სასუქი ბოლქვების გემოს გააუმჯობესებს. თუ ფხვნილს რიგებს შორის დაყრით კარტოფილი უფრო რბილი გახდება და სწრაფად განვითარდება.
- ნერგები. ჯანმრთელი და ძლიერი ნერგების მისაღებად, დაფქული ნაჭუჭი ნერგის გასაზრდელ ჭურწელში ჩაყარეთ. ეს ახალგაზრდა ნერგებს მავნებლებისა და დაავადებებისგან დაიცავს.
რომელ მცენარეებს არ უხდება სასუქი: ამ ოთხ კულტურას არ უყვარს მსგავსი ტიპის სასუქები: ბარდა, მარწყვი, კიტრი და ყაბაყი. ნაჭუჭი მავნეა ოთახის მცენარეებისთვის, რომლებიც მჟავე ნიადაგებს არჩევენ (ია, გლოქსინინი, სტრეპტოკარპუსი).
ნებისმიერი სასუქის გამოყენების დროს, თუნდაც ბუნებრივის, გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. დიდი რაოდენობის ნატურალური კალცის სასუქი ნეგრებისა და ოთახის მცენარეებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. იმედი გვაქვს ამ სტატიაში თქვენთვის სასარგებლო ინფორმცია მიიღეთ, მისი გაზიარება მეგობრებისთვისაც ნუ დაგავიწყდებათ.