როგორ დავრგოთ ყურძენი სწორად – ეს რთული საკითხია და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათგანი დასარგავი ადგილია. ვაზმა უხვი მოსავალი რომ მოგცეთ, იგი ცუდი მეზობლებისგან უნდა დაიცვათ. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი მცენარეების დარგვა არ შეიძლება ვაზთან ახლოს.
როგორ დავრგოთ ვაზი სწორად
ქართველმა მეღვინეებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს რომ ვაზის ზოგიერთ მცენარესთან მეზობლობა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის რაოდენობას, სხვებთან კი – ღუპავს ნერგებს.
მცენარეებს, რომლებიც მეგობრობენ და ერთად უკეთ იზრდებიან, მეცნიერულად კომპანიონ მცენარეებს უწოდებენ. მისი საწინააღმდეგო ცნება კი ჯერ არ გამოუგონიათ. მათ ანტაგონისტებს ან არასასურველ მეზობლებს დავუძახებთ.
ვაზის კულტივაციის პირობები
ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე შუქმოყვარე მცენარეა, რომელიც ჩრდილს ვერ იტანს. ამის გათვალისწინებით, აირჩიეთ ნაკვეთის სამხრეთი ან დასავლეთი ნაწილი, აგრეთვე, მოარიდეთ მაღალ ხეებს.
ვაზი პრეტენზიული არაა, თუმცა, ამავდროულად, ძალიან უყვარს ნაყოფიერი და ქვიანი ნიადაგი. ასეთი პირობების უზრუნველყოფა ყველასთვის მარტივი არაა. ქვაღორღიანი ნიადაგი ხომ, ჩვეულებრივ, სასარგებლო ნივთიერებების სიმრავლით გამოირჩევა. გამოსავალია შესაფერისი სასუქის დამატება.
ყურძენს არ უყვარს როგორც ნიადაგში სითხის სიჭარბე, ისე მისი დეფიციტიც. თუმცა, რეგულარულ მორწყვას საჭიროებს. ჭარბი სითხე ფესვების განვითარებას, ყვავილედების ჩამოყალიბებას უშლის ხელს და ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას. სითხის უკმარისობა კი ნაყოფს მომწიფებას არ აცლის, ფოთლები ნაადრევად ყვითლდება, კენკრა პატარა ზომის და მჟავე გამოდის.
არასასურველი მეზობლები
ვაზის მოყვანისას, გაითვალისწინეთ მეზობელი მცენარეების ფესვთა-სისტემა. ზოგიერთი მათგანი ვაზს ხელს უშლის სითხისა და საჭირო ნივთიერებების მიღებაში. სხვა მცენარეები ვაზისთვის საშიშ დაავადებებს ატარებს, იზიდავს მავნებლებს, ხელს უშლის ყვავილების ზრდას ან აფუჭებს ნაყოფის გემოს.
- სიმინდი, მზესუმზირა და პირშუშხა ყურძნის ყველაზე ცუდი მეზობლები გახლავთ. ისინი ვაზს აჯობებს ნიადაგიდან სასარგებლო ნივთიერებების მიღებაში და გამოფიტავს მას.
- მეორე ადგილზეა პომიდორი. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი, კარტოფილის მსგავსად, პომიდორიც ხშირად ავადდება ფიტოფტოროზით, რომელსაც ვაზის ფესვების დაინფიცირება შეუძლია.მეორეც, პომიდვრის ფიტონციდები ანელებს ყურძნის ყვავილების ჩამოყალიბების პროცესს. და მესამე – ზოგიერთი მიწათმოქმედის დაკვირვებით, პომიდვრის გვერდით მოყვანილი ყურძენი სათანადოდ გემრიელი არაა. თითქოს, კენკრას კარგი ზომა და ფორმა აქვს, თუმცა, გემო…
- ყურძენს არ მოეწონება წიწაკასთან და ბადრიჯანთან სიახლოვეც. ისინი ხშირად უნდა მოირწყას, პირველ ყინვებამდე. ვაზს კი ჭარბი სითხე აშინებს.
- ვაზის ანტაგონისტებს შორის ერთი შეხედვით უვნებელი ყვავილებიცაა. მაგალითად, ლამაზი და სასარგებლო კალენდულა თხრილიდან 3 მ რადიუსში თრგუნავს ვაზს და განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ახალ ნერგებზე.
რედაქციის რჩევა
კიდევ ერთი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: ივნისში ვაზი შხამ-ქიმიკატებით დამუშავებას მოითხოვს. თუ გვერდით ბაღის მარწყვს დაურგავთ, რომელიც სწორედ ამ დროს მწიფდება, ყურძნის დამუშავება გაგიჭირდებათ.
ყურძენს არ უყვარს კიტრთან, კარტოფილთან, ნიახურთან და ოხრახუშთან მეზობლობაც. წვნიანი კენკრის უხვი მოსავალი რომ მიიღოთ, ეცადეთ, ყურძნისთვის ისეთი კუთხე მოძებნოთ, სადაც არასასურველი მეზობლები არ შეაწუხებენ.