როგორ დავრგოთ ყურძენი, უხვი მოსავალი რომ მივიღოთ? ამისთვის რამდენიმე წესი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი კი ვენახის არასასურველი მეზობლებისგან დაცვაა.
თუმცა, ყველა მეზობელი ცუდი როდია. არსებობს ისეთი მცენარეებიც, რომლებიც დადებითად მოქმედებს ვაზის ნერგებზე, ავსებს მას მკვებავი ნივთიერებებით, იცავს მავნებლებისგან და აუმჯობესებს კენკრის გემოს. კომპანიონი მცენარეების ჩამონათვალს ჩვენს დღევანდელ სტატიაში იხილავთ.
ვაზის მოყვანის პირობები
- კენკრის ჩამოყალიბებისა და სიტკბოს მომატებისთვის, ყურძენს ძალიან სჭირდება აზოტი. მისი მარაგის შევსება კი ნიადაგში შეუძლია პარკოსან კულტურებს: სოიოს, ლუცერნას, ბარდას, ლობიოს…
- ქრისტესისხლა ბევრ ნაკვეთზე სარეველად ითვლება. თუმცა, რეალურად, ეს სამკურნალო მცენარეა. მისი წვენი ახორცებს ჭრილობებს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.ვაზთან ერთად, ქრისტესისხლა ჩრდილავს ნიადაგს, ინარჩუნებს სითხეს და ვენახს დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს.
- მჟაუნა ყურძნის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონად ითვლება. მჟაუნასთან ერთად, ვაზი უფრო სწრაფად იზრდება და უფრო დიდ კენკრას ისხამს.
- ბოსტნეულ კულტურას შორის, ვაზისთვის კარგი მეზობელია ჭარხალი, სტაფილო, ხახვი, ბოლოკი და ყვავილოვანი კომბოსტო.
- ყურძნის ზრდას აჩქარებს მრავალი არომატული ბალახიც. რეჰანი, კამა, ისპანახი გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითაც ისახება ყურძენზე.
- ხშირად, ყურძნის რიგებს შორის ველური მარწყვიც მოჰყავთ. ამ მცენარების ფესვები სხვადასხვა დონეზეა და ერთმანეთს ზრდასა და გამოკვებაში ხელს არ უშლის.
- ევროპაში მიღებულია, რომ ვაზის ყოველი მწკრივის დასაწყისში ვარდის ბუჩქი იყოს დარგული.
ერთი მხრივ, ეკლიანი ვარდები ცხოველებს ვაზის ნერგების გადათელაში უშლის ხელს. მეორეც, იგი ერთგვარი ბიოლოგიური ინდიკატორია. საქმე ისაა, რომ ვარდებსაც და ვაზსაც ერთი და იგივე დაავადება – ცრუ ფქვილოვანი ცვარი აწუხებთ.
თანაც, ვარდი დაავადებას უფრო მეტად ექვემდებარება, ვიდრე კენკრა. თუ ვარდზე დაავადებას დაინახავთ, იცოდეთ, რომ ვაზს მაშინვე უნდა შეაშხეფოთ ფუნგიციდები.