მიწათმოქმედმა მითხრა, რომ ფეტვი ბულგარული წიწაკის უხვ მოსავალს მომიტანს

229

ქმარმა ბულგარული წიწაკის თესლი მომიტანა, უკვე ჩითილებიც მივიღე. ახლა მიწაში ჩარგვა და მათი მოვლაღა დამრჩა, ჩემი საყვარელი ბოსტნეულის მოსავალი რომ მივიღო. თუმცა, წიწაკა საკმაოდ პრეტენზიული კულტურაა – მისი მოყვანა არც ისეთი მარტივია.

გამიმართლა, რომ ჩემმა მეზობელმა, ჯაბა ბიძიამ, მარტივი რჩევა მომცა. მოსავლის აღების პერიოდში, იგი არამხოლოდ ლეჩოებითა და სხვა კონსერვებით ავსებს სარდაფს, არამედ, რაც მორჩება ჰყიდის კიდევაც.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ეშმაკურ ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ ბულგარული ტკბილი წიწაკის უხვი მოსავლის მიღებაში. ვინ იფიქრებდა…

წიწაკის მოსავალი

საიდუმლო ფეტვში მდგომარეობს. დიახ, არ მოგესმათ, სწორედ ფეტვის ნაყენი ეხმარება წიწაკას ზრდასა და ბევრი ნაყოფის გამოღებაში. ასეთი სასუქის შემდეგ, ბოსტნეული უფრო ტკბილიც გამოვა, გარედან კი ლამაზი, მკვეთრი და ხორციანი იქნება.

შესასუქებლად, შეიძინეთ ფეტვი სურსათის მაღაზიაში და წინასწარ ჩაალბეთ 5 ლ წყალში. დააყენეთ 24 საატით, შემდეგ გადაწურეთ და გააზავეთ 5 ლ სასუქი 5 ლ წყალთან. მორწყეთ წიწაკები ნაყენით.

მეზობელს ისიც ვკითხე, ჩითილებს როგორ რგავდა. მე თხრილებში ვრგავდი, ის კი ვიწრო ღრმა თხრილებს (ტრანშეას) აკეთებდა. თითოეულ თხრილში წიწაკებს 2 რიგად რგავდა, ერთმანეთისგან 20 სმ დაშორებით. რიგებს შორის კი 30-სანტიმეტრიანი დაშორებაა.

თითო ბუჩქზე 0.5 ლ ნაყენი მიდის. 20 ბუჩქს 10-ლიტრიანი სათლი სჭირდება.

სხვათა შორის, ნაყენის მომზადების შემდეგ, ბურღულის გადაყრა არაა აუცილებელი. შეგიძლიათ, იგი წიწაკების ბუჩქებს შორის მიწაში ჩაფლოთ. ეს ბოსტნეულს გაზრდაში დაეხმარება. ოღონდ, ეს ფრთხილად გააკეთეთ, მცენარის ფესვები რომ არ დააზიანოთ. თავად ფეტვი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურასა და მდგომარეობას, ამდიდრებს მას სასარგებლო მიკროელემენტებით.

გირჩევთ, ეს ხრიკი სცადოთ. ასეთი სასუქის გამოყენებით, წიწაკის მოსავალი მდიდარი იქნება. გარდა ამისა, ფეტვის სასუქი ებრძვის ჭიანჭველებს, თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ.

თქვენ როგორ უვლით წიწაკის ბუჩქებს? რომელ სახეობებს რგავთ ხოლმე? გამიხარდება, თუ გამოცდილებას გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს