ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ დედები და ბებიები თავგანმწირველი და ძალიან კარგი ადამიანები არიან. ეს ასეცაა, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს. თითოეული ადამიანი ხომ უნიკალურია! ერთი ბებიის ხასიათიც, შეიძლება, ძლიერად განსხვავდებოდეს მეორე ბებიის ხასიათისგან. Paparazzi.ge-ის რედაქციას სწორედ ამის ამსახველი ისტორია აქვს მომზადებული.
აქედანვე ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ გამონაკლისებია. ზოგადად კი, დედები და ბებიები ოქრო ხალხია! უბრალოდ, მათთან სხვადასხვაგვარი ურთიერთობა გვაქვს. ეს ბუნებრივია – თითოეულ ადამიანს თავისებური შეხედულება აქვს. ვცადოთ და გავერკვეთ, რა ხდება ამ ისტორიაში. დასკვნები კი თავად გამოიტანეთ და აუცილებლად გაგვიზიარეთ.
ბებიას ხასიათი
–“ალბათ, ჯერ ის უნდა ავხსნა, როგორ დაიწყო ყველაფერი. დედაჩემი ბავშვობაში დაობლდა – 5 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. ცოტა ხნით, იგი ბებიასთან რჩებოდა, სანამ ბაბუაჩემმა, მამამისმა, სხვა ქალზე არ იქორწინა. მოგვიანებით, მან დედაჩემი თავის ახალ ოჯახში წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ბებიამისს ეშინოდა მის მიმართ დედინაცვლის დამოკიდებულებისა. საბედნიეროდ, შეცდა – მამის ცოლი შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა.
მალე მას გაუჩნდა ვაჟი, დედაჩემის ძმა. ის ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გაჩნდა, თუმცა, დედინაცვალი ჭკვიანი ყოფილა და ბავშვების ნორმალურად აღზრდა შეძლო, თითქოს ორივე მისი ყოფილიყო. დედაჩემი გაიზარდა და დაქორწინდა, შემდეგ მე გავჩნდი. ახლა ის ქალი ბებიაჩემია, რომელიც ძალიან მიყვარს, ზაფხულობით სულ მასთან და ბაბუასთან ვარ.
გარდა ამისა, მყავს ღვიძლი ბებიაც, მამაჩემის მხრიდან, რომელსაც, როგორც დედაჩემმა, თავი ვერ შევაყვარე. არ ვიცი, რატომაა ასე, არც ამის გარკვევას ვცდილობ. მას ყოველთვის უფრო მეტად მოსწონდა მამიდაჩემის ოჯახი და მეორე შვილიშვილი, ჩემი მამიდაშვილი. მე და ის თითქმის ერთ ასაკში ვართ, ასე დაემთხვა. პრინციპში, გულგრილ დამოკიდებულებას უკვე მივეჩვიეთ.
ჰოდა, ბებიას იუბილე ჰქონდა. მე და ჩემი ქმარი, ბუნებრივია, წავედით, ხომ არ გამოვტოვებდით? ვერ ვიტყვი, ძალიან მეპიტნავებოდა-მეთქი წასვლა, მაგრამ მამაჩემს ეწყინებოდა. მივედით, საჩუქრად კარგი მულტისახარში ქვაბი მივუტანეთ, ჩემი მამიდაშვილი კი მარტო, საჩუქრის გარეშე მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ის ახლახან განქორწინდა. აი, ბებიამ იგი უფრო მეტად “შეიწყალა”.
თუმცა, ეს მხოლოდ შესავალი იყო. როცა სუფრას მივუსხედით, ბებიამ ყველას განუცხადა, რომ ჩემს მამიდაშვილს თავის ბინაში ჩაწერს. შემდეგ კი ყველას გასაგონად თქვა, აშკარად, ჩემი მიმართულებით: “ნეტავ სოფოსაც კარგი ქმარი შეხვედროდა, როგორც შენ. რით დაიმსახურე ასეთი ბედნიერება?” მსუბუქად რომ ვთქვათ, გამოვშტერდი. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერც კი მოვიფიქრე, რა მეპასუხა, როგორ გამეტარებინა ხუმრობაში, სულელურად რომ არ გამოვჩენილიყავი.
ეს ღვიძლ ბებიასთან ჩვენი ბოლო სტუმრობა გახლდათ. ახლა კი ვფიქრობ, რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება? მამაჩემი მისვლას მთხოვს, მე უარს ვეუბნები. ბებია მირეკავდა, არ ვუპასუხე. რატომ აკეთებს ამას, თუ საერთოდ არ ვუყვარვარ? ახლა დედაჩემის დედინაცვალს გადავხედოთ, ჩემს “არაღვიძლ” ბებიას. ბაბუა გარდაიცვალა, ის კი დღემდე ჩემს ბებიად თვლის თავს. მას ღვიძლი შვილები და შვილიშვილები ჰყავს, მე კი არასდროს მიგრძვნია მისგან გამორჩევა.
ჩვენ მის სახლში ყოველთვის დიდი, ბედნიერი ოჯახი ვხდებით, ამას მამაჩემიც კი ამჩნევს. არ არსებობს გამორჩევა, საყვარელი ან საძულველი წევრი. დიახაც. თითქოს, სულ სხვა ადამიანები ვართ. სამწუხაროა, თუმცა, ღვიძლი ბებია ჩემი ცხოვრებიდან გავაგდე. ის მაინც არ დარჩება მარტო, საყვარელი შვილიშვილუკა ჰყავს.”
რედაქციისგან
ჩვენი გასარჩევი არაა, თუმცა, რჩევის მოცემა მაინც შეგიძლიათ. როგორ ფიქრობთ, უნდა სტუმრობდეს ეს გოგონა თავის ღვიძლ ბებიას? თუ ძველებურად არ უპასუხოს ზარებზე და ყველანაირად უგულებელყოს? აუცილებლად მოგვწერეთ თქვენი აზრი.