სტაფილოს დიდი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია სწორი მოვლა და ეფექტური სასუქის გამოყენება. თუმცა, ნიადაგში სასუქის დამატების დროს უნდა გამოიჩინოთ დიდი ყურადღება, რამდენადაც არამხოლოდ დეფიციტს, არამედ სასუქის სიჭარბესაც კი შეუძლია მთელი მოსავლის გაფუჭება.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რით უნდა შეასუქოთ სტაფილო ივნისში, მსხვილი, ტკბილი და თანაბარი ზომის ბოლქვები რომ მიიღოთ.
როგორ მივიღოთ სტაფილოს უხვი მოსავალი
- ზაფხულის პირველ თვეს, როცა მცენარე ბოლქვის გაჩენას იწყებს, მნიშვნელოვანია მისი ზრდის სწორად სტიმულირება. ამისთვის მხოლოდ მინერალური სასუქი უნდა გამოიყენოთ.
- ორგანული სასუქი შეიცავს აზოტს, რომელიც, დიდი რაოდენობით, ვნებს სტაფილოს მოსავალს. ასეთი სასუქის დროს, მცენარე ღერის გაზრდაზე ორიენტირდება, რის გამოც ბოლქვები წვრილი, დაგრეხილი გამოდის, აგრეთვე, იგროვებს ნიტრატებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნეა.
- მინერალურ სასუქებს შორის, ბოლქვების ფორმირების ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალიუმისა და ფოსფორის გამოყენება. საკმარისი რაოდენობის კალიუმი ბოლქვებს ატკბობს და რბილობს ანაზებს.
- ამ ეტაპზე ფოსფორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ ის უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებას. შედეგად, მცენარე მარტივად გადაიტანს ტემპერატურის დაცემასა და გვალვებს.
- კალიუმისა და ფოსფორის სასუქებს შორის, რომლებიც ივნისში უნდა გამოიყენოთ, გამოვყოფთ სუპერფოსფატს, კალიუმის მარილსა და კალიუმის სულფატს. გარდა ამისა, ბოლქვების დასატკბობად შეგიძლიათ ნატრიუმის გუმატის, მაგნიუმის დანამატებისა და ბორის მჟავის გამოყენებაც. ამ უკანასკნელს ირიგაციის მეთოდით უმატებენ. 2 ს.კ. მჟავას კი 4 ლ წყალში ხსნიან. ირიგაციამდე აუცილებელია მცენარის მორწყვა.
- თუ მინერალური სასუქის გამოყენება არ შეგიძლიათ, მის ნაცვლად ხის ნაცარი გამოიყენეთ. 1 ჭიქა ნაცარი 1 სათლ წყალში გახსენით, 1 დღით დააყენეთ და მორწყეთ.
ივნისში 1-2 შესუქება საკმარისი იქნება (მაგალითად, ჯერ ფოსფორითა და კალიუმით, 2 კვირაში კი ბორის მჟავის შეშხეფებით). მნიშვნელოვანია, არ დაუშვათ ნიადაგის გადასუქება. ყველაფერი ზედმეტი ხომ ბოლქვებში მიდის. თქვენ რას იყენებთ სტაფილოს შესასუქებლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს