ყველასათვის ცნობილ და საყვარელ კულტურას, კიტრს, მოყვანის თავისებურებები აქვს. თითქოს, კიტრი უბრალო მცენარეა, თუმცა, მასაც აქვს თავისებური პრეტენზიები და სურვილები. ჯანმრთელი და მედეგი კიტრის ჩითილების გაზრდა არც ისეთი მარტივია. კიტრის ჩითილების მოვლის დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება კრიტიკული გახდეს.
სხვა ბოსტნეულის ჩითილებთან შედარებით, კიტრის ნათესები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას კიტრის ახალგაზრდა ჩითილებზე.
- დასათესი მასალის მომზადების დროს, კიტრის თესლი არავითარ შემთხვევაში არ გაყინოთ. ფუტკრით დამტვერვადი სახეობებისთვის, ეს პროცედურა “მამრი” ყვავილედების დიდ რაოდენობას მოგცემთ, რაც მოსავალს შეამცირებს.
- არ შეიძლება თესლის დიდი ხნით ჩალბობა წყალში, არც გრძელი ამონაცენების გაჩენას უნდა ელოდოთ. თესლი მომზადებულ ქოთანში მაშინ მოათავსეთ, როცა თესლის გარსი გაიხსნება და პატარა თეთრი ფესვუნა გაჩნდება. მომზადებული თესლი ჯანსაღად რომ გაღვივდეს, 1.5-2 სმ სიღრმეზე უნდა ჩადოთ.ახლა ნათესი ქოთნები გაახვიეთ ცელოფანში და თბილ ადგილას მოათავსეთ. ცელოფანი მხოლოდ პირველი სიმწვანის გაჩენის შემდეგ უნდა მოხსნა
- აუცილებელია იმ ადგილის განათების გათვალისწინებაც, სადაც კიტრის ჩითილს მოათავსებთ. გასათვალისწინებელია გარემოს ტემპერატურაც. ჩითილობის ეტაპზე კიტრს ძალიან უყვარს სითბო. 20 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე იჭიმება, ღერო იფიტება, მცენარე კარგავს ნაყოფიერების პოტენციალის დიდ ნაწილს.
- არ შეიძლება კიტრის ჩითილების პიკირება. ახალგაზრდა ნათესები მხოლოდ ინდივიდუალურ ჭურჭელში უნდა გაღვივდეს, თანაც, ეს ჭურჭელი 230-300 მლ მოცულობის უნდა იყოს.
- დაბოლოს, რამდენიმე სიტყვა ჩითილის ასაკზეც: მცენარის ღია ნიადაგში გადარგვა არც უნდა იჩქაროთ და არც დააგვიანოთ. სტანდარტული რეკომენდაცია: ახალგაზრდა ნათსს 3-4 ნამდვილი ფოთოლი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ჯერ კვირტები არ უნდა ჰქონდეს გაჩენილი. უფრო ზრდასრული მცენარის გადარგვა უფრო რთული იქნება – გადარგვის დროს, მას უზიანდება ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილი.
და კიდევ ერთი რჩევა, რომელიც კიტრის თესლის ჩაყრას ეხება: გააკეთეთ ეს კიტრის ნიადაგში დაგეგმილ გადარგვამდე 21 დღით ადრე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს