ბანანი უკვე ეგზოტიკურ ხილად აღარ ითვლება. წელიწადის დროების მიუხედავად, იგი ყოველთვის გვასიამოვნებს თავისი ტკბილი გემოთი. ჩემი ბავშვები გიჟდებიან ამ ხილზე, უმცროსი ქალიშვილი კი საწოლიდან არ ადგება, ბანანს თუ არ დაანახებ. თუმცა, ვიტამინებსა და მკვებავ ნივთიერებებს მხოლოდ რბილობი როდი შეიცავს. ბანანის ტყავი ოთახის მცენარეებისთვის არაჩვეულებრივი სასუქია.
ბანანკის კანი ყვავილებისთვის
მდიდარი მინერალური შემადგენლობის წყალობით, ბანანის ტყავი აქტიურად გამოიყენება როგორც ოთახის მცენარეების, ისე ბოსტნეული კულტურის სასუქად. კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორი აჩქარებს მცენარის ზრდას, აძლიერებს და აჯანსაღებს მას
იცვლება ყვავილობის პროცესიც. კვირტები ჩნდება რეგულარულად, მათი ზომა და რაოდენობა კი მნიშვნელოვნად იზრდება. ამრიგად, შეგიძლიათ უფრო დიდხანს დატკბეთ ლამაზი, ცოცხალი ყვავილებით.
ბანანის კანის მომზადება – ნედლეულის გამოყენებამდე, იგი სწორად უნდა მოამზადოთ. პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ ტყავის ზედაპირი. ამის გაკეთება საპნის ხსნარის გამოყენებით შეიძლება, დამატებით ჯაგრისით გაწმენდით. ასე გააცლით კანს ნებისმირი სახის ჭუჭყს. ნუ გამოტოვებთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს. არ იცით, საიდან მოიტანეს ეს ხილი და რით დაამუშავეს იგი. ამიტომ, ნიადაგი მავნე ბაქტერიებით რომ არ გაავსოთ, გარეცხეთ ბანანის ტყავი.
სასუქად გამოყენება – თუ ახალი ყვავილი შეიძინეთ ან უკვე არსებულის გადარგვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაუმატეთ ცოტაოდენი ნატურალური სასუქი. დაჭერით სუფთა ტყავი წვრილად. ქოთნის ფსკერზე მოათავსეთ დრენაჟი და მოაყარეთ მცირე რაოდენობით მიწა.
მოათავსეთ ბანანის სასუქი ერთ ფენად. პატარა მცენარეებს 5-7 ნაჭერი ეყოფა. ამის შემდეგ, ჩარგეთ ყვავილი. კანი ნელ-ნელა დაიშლება ნიადაგში და მთელ სასარგებლო შემადგენლობას მცენარეს გადასცემს.