დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მიწათმოქმედებს სთავაზობს ძვირფას ინფორმაციას, რომელიც ძალის, დროისა და ფულის ეკონომიაში დაეხმარება. ჩვენ გეტყვით, რისი ყიდვა და გამოყენება არ ღირს ბაღსა და აგარაკში, ფული ტყუილად რომ არ დახარჯოთ.
ბაღისა და აგარაკის მოვლა
ინტერნეტში ბაღ-ბოსტნის მოვლის უამრავი საშუალების შესახებ წერენ. თუმცა, ყველა დარეკლამებული პროდუქტი როდი იძლევა მოსალოდნელ შედეგს, ზოგი მათგანი კი მავნებელიცაა. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყველაზე უსარგებლო რამეებზე, რომლებსაც მიწათმოქმედები უკეთესი მოსავლის იმედით იყენებენ.
- იოდი ფიტოფტორის წინააღმდეგ – სპეციალიზებული მაღაზიების თაროებზე შეხვდებით სააგარაკე იოდს. ასეთ საშუალებას თავი ანტისეპტიკად მოაქვს. ბევრი მებაღე იყენებს მას ფიტოფტორის წინააღმდეგ, თუმცა, ეს საშუალება მცენარეებს მხოლოდ ავნებს.
- ყვავილები და ლობიო კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ – ინტერნეტში შეხვდებით ნარგიზელების, ქრისტესისხლას, ლობიოსა და ზოგიერთი სხვა მცენარის დარგვას კარტოფილის ნერგებს შორის, მოსავალი კოლორადოს ხოჭოსგან რომ იხსნათ. ეს ხრიკი აბსოლუტურად უსარგებლოა: ხოჭოები სიამოვნებით მიირთმევენ კარტოფილს, ლობიოს კი დესერტად დააყოლებენ.
- ცედრა კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ – ამ ღორმუცელა მწერებს ვერც ფორთოხლისა და მანდარინის კანი შეაშინებთ. ამიტომ, კარტოფილიან თხრილებში ციტრუსის კანის ჩაყრა სავსებით უსარგებლო ჩვევაა. შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ კოლორადოს ხოჭოებს წიწვები აშინებს. პრაქტიკაში, არც ეს ხრიკია გამოსადეგი.
- ხახვის კანი ტკაცუნა ხოჭოების ლარვების წინააღმდეგ – კიდევ ერთი მავნებელი, რომელსაც მარტივად ვერ დააფრთხობთ. მიწათმოქმედები ბოლქვების გარშემო ხახვის ქერცლებს ყრიან, შემდეგ კი იმედი უცრუვდებათ: ეფექტი ნულს უდრის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სცადოთ. ეს ხომ იაფიანი ხრიკია. თუმცა, სასწაულს ნუ დაელოდებით.
- ნასტურცია და ნარგიზელა კომბოსტოს ჭიის წინააღმდეგ – ზოგიერთ მებაღეს სჯერა, რომ ნასტურციასა და ნარგიზელას სუნი კომბოსტოს მავნებლებს აშინებს. ეს ბოსტნის სიზმარია. გაცილებით ეფექტური იქნება, თუ კომბოსტოს თეთრი ფერის საფარს (რომელიც ქსოვილის არ იქნება) გადააფარებთ. მაშინ პეპლები კვერცხს ვერ დადებენ კომბოსტოზე და, შესაბამისად, მოსავალი არ დაზარალდება.
- შარდოვანა ხეხილის სასუქად – შარდოვანას ძალიან სუსტი ეფექტი აქვს, ეს ხომ აზოტიანი სასუქია. დიდი ალბათობით, ბაღს მავნებლები მაინც არ მოეშვებიან და მოსავალს ვერ გადაარჩენთ. ეს მოდური ხერხი გაუმართლებელია.
- მიკორიზა მოსავლის გასაუხვებლად – ეს სასუქი ბოლო დროს ძალიან პოპულარულია, მრავალი მაღაზიის თაროზეც გვხვდება. თუ მწარმოებლების დაპირებებს დავუჯერებთ, მიკორიზამ მოსავალი უნდა გაზარდოს და მცენარე დაავადებებისგან დაიცვას. რეალურად კი ვერაფერს აკეთებს. მართალია, სასუქი ძვირი არ ღირს, მაგრამ რატომ უნდა გაატანოთ ფული ქარს?
ზემოთ ჩამოთვლილი ხრიკები და საშუალებები არ იძლევა სასურველ ეფექტს. თუ უხვი მოსავლის მიღება და მცენარეების დაცვა გსურთ, უფრო ეფექტური საშუალებებიც არსებობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს