მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პემზა ჩემი საწყალი, დახეთქილი ქუსლებისთვის წამებაა. მართალია, მისი გამოყენება სრულიად უმტკივნეულოა, თუმცა, ნაზი კანის ამ უხეში ქვით გახეხვა ჩემში უსიამოვნო ჟრუანტელს იწვევს. იცოდით, რომ პემზა სხვა ბევრი რამისთვის გამოგადგებათ სახლში?
პემა ვულკანური წარმოშობის ნასვრეტებიანი ქვაა, რომელიც ლავის სწრაფი გაგრილების შედეგად ჩნდება. იგი ძალიან მსუბუქი, თუმცა, საკმაოდ მდგრადია, ამიტომ, მისი გამოყენება აბრაზივის სახითაც შეიძლება. ადამიანთა უმეტესობას სჯერა, რომ პემზას მხოლოდ კანის მკვდარი უჯრედების, კოჟრებისა და ნახეთქების მოსაშორებლად იყენებენ. ცდებიან.
ეს ფასდაუდებელი ლავის ქვა გამოიყენება სტომატოლოგიური პროდუქტის, საწმენდი ფხვნილების, წყლის ფილტრაციის სისტემების, ბეტონის, საყვავილე ნიადაგისა და ბევრი სხვა რამის დასამზადებლად. ჩვენი უმრავლესობა პემზას სამეწარმეო მიზნებით არ იყენებს, თუმცა, იგი მხოლოდ ქუსლების დასამუშავებლად როდია სასარგებლო.
პემზა საყოფაცხოვრებო საქმეებში
1. სივტრიდან ბუწუწების მოშორება
ეს რომ გააკეთოთ, გაუსვით პემზა ნაქსოვ ტანსაცმელს. შემდეგ გადაატარეთ მას თმის მისაწებებელი გორგოლაჭი. ამ მიზნით მხოლოდ მაღალი ხარისხის პემზა გამოიყენება. უფრო იაფფასიანი ტანსაცმელზე ფენებად დაიშლება.
2. უნიტაზის წმენდა
პემზას შეუძლია უნიტაზი ზედაპირის გახეხვა და სიყვითლის მოშორება. ოღონდ, გამოყენებამდე არ დაგავიწყდეთ ქვის წყალში ჩალბობა რამდენიმე წუთით, თორემ დაკაწრავს.
3. ღუმელის წმენდა
ღუმელი კიდევ ერთი რთულად გასაწმენდი კუთხეა სამზარეულოში. პემზა აქაც დაგეხმარებათ. ეს ნატურალური საშუალება ეფექტურად აშორებს ზედაპირიდან ჭუჭყს.
4. ბეწვის მოშორება ხალიჩებსა და ავეჯზე
პემზით შეგიძლიათ ავტომობილის ხალიჩიდან და სავარძლებიდან, დივნებიდან და სახლის სახლის ხალიჩებიდან ბეწვი მოაშოროთ. ქვა საკმაოდ უხეშია, ამიტომ მარტივად მოფხეკს ბეწვს შემოსაკრავი ქსოვილიდან, მის დაუზიანებლად.
5. მცენარის ჯანმრთელობა
შეგიძლიათ, დრენაჟული თვისებების მქონე ნიადაგის ნარევი დამოუკიდებლად მოამზადოთ. ამისთვის გამოიყენეთ ქოქოსის ქსოვილი, ქოთნის ნიადაგი და დაქუცმაცებული პემზა 1:1:2 თანაფარდობით.
6. თმის მოშორება
იცოდით, რომ თმის მოშორება პემზის გამოყენებითაც შეიძლება? ეს ტრადიციული მეთოდი გამოსაყენებლად მარტივია. გარდა ამისა, ეს კანისთვის უფრო უსაფრთხო ვარიანტია. ჩაალბეთ პემზა თბილ წყალში 5 წუთით. ააქაფეთ საპონი და წაისვით ქაფი სველ კანზე. ფრთხილად, ძალდატანების გარეშე, დაიზილეთ კანი სველი ქვით, წრიული მოძრაობებით, 1-2 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ საპონი და გაიმშრალეთ კანი. პროცედურის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.
7. გაქექილი ჯინსები საკუთარი ხელით
გაქექილი ჯინსის ეფექტის მისაღებად, საგულდაგულოდ გახეხეთ ქვით ქსოვილი.
8. ეთერზეთის დიფუზორი
დაასხით დაახლოებით 35 წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი პემზას. მისი ნასვრეტებიანი ბუნება ზეთს ჰაერში ნელა, თანაბრად გადანაწილებაში დაეხმარება.
9. მანიკურის ინსტრუმენტი
ფრჩხილის ლაქის წასმამდე, გამოიყენეთ სველი პემზა, ნუნებიდან ზედმეტი კანის მოსაშორებლად. მსუბუქი ზეწოლა საკმარისი იქნება.
როგორც ხედავთ, პემზა უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც ყოფაცხოვრებაში გამოგადგებათ. გიცდიათ ამ ლავის ქვის არადანიშნულებისამებრ გამოყენება? რომელი ხერხი მოგეწონათ ყველაზე მეტად?