ჩვენი უმრავლესობა ჭინჭარს მსუსხავ მცენარედ იცნობს, ამიტომ მისთვის გვერდის ავლას ცდილობენ. თუმცა, მედიცინაში ამ მცენარის ფოთლები, ფესვები და წვენი დაუჯერებლად სასარგებლოდ ითვლება.
მცენარეც ხშირად აშრობენ, მისგან ნახარშებსა და ნაყენებს ამზადებენ. Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ჭინჭრით მკურნალობის საშუალებებს. წაიკითხეთ და გამოჯანმრთელდით!
ჭინჭრის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის
ჭინჭრის ფოთლები შეიცავს K და B2 ვიტამინებს, ასკორბინისა და პანტოტენის მჟავებს, აგრეთვე, რკინასა და კალიუმს.
აგრეთვე, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტონციდს, რომლებიც ანელებს პროდუქტის გაფუჭების პროცესს. ეს განსაკუთრებით ეხება თევზს. თუ პროდუქტს ჭინჭრის ფენით დაფარავთ, ვარგისიანობის ვადა გაიზრდება.
ჭინჭრის ნახარში
20 გ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი დასჭირდება. დაასხით სუფთა ფოთლებს წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ, დაახურეთ ქვაბს თავსახური. ხარშეთ წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში და დააყენეთ. ამის შემდეგ, გადაწურეთ. მიიღეთ ნახარში ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში სამჯერ.
ჭინჭრის ნახარში გამოიყენება გარეგანადაც, მაგალითად, კომპრესის ან სავლების სახით (ჭრილობებისა და ანთების დროს).
ნახარშის ნაცვლად, ნაყენის მომზადებაც შეგიძლიათ: 20 გ ხმელ ფოთლებზე 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დაასხით ფოთლებს და დააყენეთ 1 საათით, რის შემდეგაც სითხე უნდა გადაწუროთ.
ასეთი სასმელი დაგეხმარებათ სხვადასხვაგვარი სისხლდენის შეჩერებაში. მას იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების, ანემიის, ჰიპოვიტამინოზის, რევმატიზმის, კანის დაავადებების დროს.
ჭინჭრისგან ხშირად ამზადებენ შაქრის სიროფსაც. მას ხველის დროს სვამენ.
ჭინჭრის ნაყენი
ნაყენის მოსამზადებლად, ჭინჭრის ფოთლებისა და არყის 1:3 თანაფარდობა უნდა გამოიყენოთ. საშუალება არანაკლებ 10 დღით უნდა დაყენდეს ბნელ და გრილ ადგილას. ამისთვის კარადა ან მაცივარი გამოდგება.
ჭინჭრის თესლი მდიდარია C ვიტამინითა და ლინოლეური მჟავით. ხშირად, მას შარდკენჭოვანი დაავადებების, დიზენტერიისა და ჰელმინტებით დაინფიცირების დროს იყენებენ.
ჭინჭრის ყვავილედებისგანაც ნაყენს ამზადებენ. მას რევმატიზმის, კანის ქრონიკული დაავადებების, ციებ-ცხელების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ, როგორც ამოსახველებელ და შარდმდენ საშუალებას.
ჭინჭრის ფესვთა სისტემაც დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს. ფესვებით მომზადებული ნაყენი ძალიან ეფექტურია კუჭის დაავადებების, დიარეის, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის დროს, აგრეთვე, თმის გასაძლიერებლად.
ჭინჭრის ზეთი
ამ მცენარის ზეთის მისაღებად, ახალმოკრეფილი ფოთლები დაჭერით, დაასხით სასურველი ზეთი და დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილას. ასეთი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად გამოიყენება.
როგორც ხედავთ, ჭინჭარი, რომელსაც სხვადასხვა საშუალების მოსამზადებლად იყენებენ, ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა, როგორც ნებისმიერ სამკურნალო მცენარეს, მასაც გააჩნია უკუჩვენებები. ნებისმიერი ტიპის მკურნალობის დროს, არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციის გავლა.