მაცივარი გალღობის გამო გამიფუჭდა. ახლა უკვე ჭკუა ვისწავლე და ვიცი, რა უნდა გავაკეთო

2092

ერთი შეხედვით, რა შეიძლება იყოს მაცივრის გალღობაზე უფრო მარტივი? გამორთავ მოწყობილობას და ეგაა. რეალურად კი, უნდა იცოდეთ, როგორ უნდა გაალღოთ მაცივარი სწორად ისე, რომ არ გაფუჭდეს. არსებობს ნიუანსები, რომლებიც ელემენტარულად მოგეჩვენებათ, თუმცა, ზოგისთვის ახალი იქნება.

ამ ნიუანსების გარდა, კარგი იქნებოდა კონკრეტული მოდელის ექსპლუატაციის ინსტრუქციის წაკითხვაც. დიახ, ეს უნდა გააკეთოთ საგანმანათლებლო მიზნით და არა მაცივრის გაფუჭების შემდეგ, პრობლემის გადაჭრის სურვილით.

როგორ გავალღოთ მაცივარი

თავიდანვე გონივრული იქნება, თუ საყინულეში მყინვარწვერის გაჩენას არ დაუშვებთ. მოწყობილობა ასეთ მდგომარეობაში მეტ ელექტროენერგიას გამოიყენებს და თავის სამუშაო რესურსსაც მალე გაფლანგავს. მაცივრის ძველ მოდელებს უფრო ხშირად სჭირდება გალღობა, ვიდრე თქვენ ისურვებდით. მოკლედ, შესაძლებლობათა ზღვარზე მუშაობა მოწყობილობას “სიცოცხლეს” დროზე ადრე მოუსწრაფებს.

სწორი ლღობა მეტ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს, მხოლოდ შესაერთებლის დენცქვიტიდან გამოღება საკმარისი არაა. თუ შესაძლებლობა გაქვთ, მაცივრის რეცხვა წინასწარ დაგეგმეთ, მოწყობილობის სწრაფად გალღობა რომ არ სცადოთ აგრესიული და არასწორი მეთოდებით. სტატიაში ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ.

მზადება გასალღობად

მაცივრის ზამთარში წმენდა უფრო მოსახერხებელი და მომგებიანია, რადგან პროდუქტის აივანზე გადატანა შეიძლება. ზაფხულში პროდუქტის გაფუჭების დიდი შანსია. თუმცა, თუ მაცივრის ლღობის დღეს სწორად აირჩევთ, აუცილებლად მოგებული დარჩებით. მაგალითად, ამის გაკეთება პროდუქტის შეძენამდე შეიძლება, როცა საკვები პროდუქტის რაოდენობა მინიმალურია როგორც მაცივარში, ისე საყინულეში.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ერთი და იმავე პროდუქტის რამდენჯერმე გაყინვა და გალღობა არ შეიძლება. თუ უკვე მეათედ მაინც ხედავთ პროდუქტს, რომელიც “ძალიან საჭიროა”, ესე იგი, არ ყოფილა ამდენად საჭირო. მოაშორეთ ყველაფერი, რასაც საკვებად არ მოიხმართ. საყინულესაც გაუფრთხილდებით და კუჭსაც.

შეცდომა №1: ცხელი წყლის გამოყენება

ინტერნეტში ბევრი რამის წაკითხვა შეგვიძლია და იმის დაჯერება, რომ ცხელი წყლით სავსე ჭურჭელი საყინულეს სწრაფად გაალღობს, ძალიან მარტივია. მაგრამ არსებობს ერთი “მაგრამ”. ასეთი ხრიკი არამხოლოდ გალღობაში, არამედ მაცივრის გაფუჭებაშიც დაგეხმარებათ.

ცხელი ჭურჭლის გამოყენება მოწყობილობის პლასტმასის ელემენტებს გადაახურებს და თერმულად დააზიანებს. თქვენ ხომ იცით, რომ მაცივარში ცხელი წვნიანის ან ჩაის შედგმა არ შეიძლება სწრაფად გაცხელების მიზნით. გალღობის დროს ხომ არაფერი იცვლება.

შეცდომა №2: საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება დანიშნულების მიუხედავად

მიყინული ლაქების სწრაფ მოსაშორებლად, დიასახლისები აგრესიულ საწმენდ საშუალებებს, მარილსა და ძმარს იყენებენ. ასეთი საშუალებები სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ, მაცივრის პლასტმასის დეტალებს კი მშვენივრად დააზიანებს.

ამ საშუალებების გამოყენება მხოლოდ დეზინფექტანტების სახით შეიძლება, თუ ძალიან ჭუჭყიან მაცივარს წმენდთ. მაგალითად, ძმარი უმკლავდება უსიამოვო სუნს. მას ეფექტურად აშორებს ლიმონის ნაჭერიც, რომელიც ერთ-ერთ თაროზე უნდა დატოვოთ.

შეცდომა №3: მექანიკური წმენდა

ყველაზე გაბედული დიასახლისები კი ცდილობენ ყინულების დანით, ჩანგლით ან სხვა ბასრი საგნებით მოშორებას. ზოგს გამოსდის, ვიღაც კი დანას ფრეონის მილს გაარტყამს ხოლმე. ეს რისკი გაუმართლებელია. არ გირჩევნიათ, ცოტა ხანს დაელოდოთ გალღობას, ვიდრე ახალი მაცივრის შეძენა მოგიხდეთ?

მაცივრის შიდა კედლების, შემავსებლის ან მის უკან არსებული მილების დაზიანება ძალიან მარტივია. ამ ელემენტების შეკეთება კი საფულეს გაგიცარიელებთ.

ნუ ენდობით ყველა რჩევას. წაიკითხეთ მაცვრის ექსპლუატაციის ინსტრუქცია და მხოლოდ შემოწმებულ ინფორმაციას ენდეთ. ყურადღებითა და ფრთხილად მოექეცით ტექნიკას. მაშინ იგი მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს