1 თვის განმავლობაში, ყოველდღე ვღეჭავდი ჯანჯაფილს და მეორე ახალგაზრდობა დაიწყო

806

ჯანჯაფილს სასწაულმოქმედ ბოლქვს ტყუილად ხომ არ უწოდებენ. ბევრმა იცის, რომ ჯანჯაფილიანი ჩაი გვეხმარება გაციების დროს, მაგრამ მცენარის სამკურნალო ფესვები ამით არ შემოიფარგლება. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა გამოიყენოთ ჯანჯაფილი, მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ.

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი

ალბათ, ყველას ახსოვს, როგორ გაქრა პანდემიის დასაწყისში ჯანჯაფილი დახლებიდან, ფასი კი მნიშვნელოვნად მოემატა. უეცრად, ყველას გაახსენდა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ და წინასწარ დაიწყეს მისი მომარაგება. თუმცა, დიდი ალბათობით, ცოტა თუ მოიხმარს ჯანჯაფილს რეგულარულად. სწორედ რეგულარობაშია მთელი საიდუმლო. თუ ამ ყვითელ მწარე ბოლქვს თუ ყოველდღიურ რაციონში 1 თვით მაინც ჩართავთ, ეფექტს აუცილებლად შეიგრძნობთ.

სხვათა შორის, ჯანჯაფილი ჩვენთან ჩინეთიდან ჩამოვიდა. იქ ამ მცენარის სასარგებლო თვისებებს ძალიან აფასებენ. მისი გამოყენების ვარიანტები მრავალფეროვანია: შეგიძლიათ, იგი ნედლად, დაფქული, დაშაქრული, მწნილის სახით მიირთვათ. შეგიძლიათ, გემრიელი სასმელი დააყენოთ, დაუმატოთ ჩაის ან ყავას. ჯანჯაფილს, აგრეთვე, ცხელი კერძების, წვნიანების, სოუსების, სალათებისა და დესერტების მოსამზადებლადაც იყენებენ. მოკლედ, ჭეშმარიტად უნივერსალური და მრავალმხრივი პროდუქტია.

ახლა კი გავერკვეთ, რითაა ეს პროდუქტი ამდენად სასარგებლო.

  1. ჯანჯაფილი შეიცავს გინგეროლს – ნივთიერებას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. კვლევები ამტკიცებს, რომ გინგეროლი ხელს უშლის ე.წ. მჟანგველ სტრესს. ეს პროცესი, რომლის დროსაც, თავისუფალი რადიკალების დაგროვების გამო, ორგანიზმში ჯანმრთელი უჯრედები იხოცება. სწორედ ამ პროცესს მივყავართ სიბერემდე. ჯანჯაფილი კი უჯრედებს გამძლეობას მატებს. ამასთან, გინგეროლი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
  2. ჯანჯაფილის ფესვი, აგრეთვე, მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც ასტიმულირებს მადასა და სისხლის მიმოქცევას. ესენია კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, C ვიტამინი, ფოსფორი და ნატრიუმი.
  3. ეს ბოლქვი გვეხმარება კუჭის პრობლემების დროს, ხსნის გულისრევას. ამიტომ, მისი მოხმარება შეიძლება, მაგალითად, ფეხმძიმობის დასაწყისში, ზღვის ავადმყოფობის ან წნევის ცვლილებების დროს. იგი ასტიმულირებს საკვების მონელებას, აუმჯობესებს მდგომარეობას აშლილობებისა და ყაბზობის დროს.
  4. ჯანჯაფილი კარგია მათთვისაც, ვისაც სახრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. თუ ყოველდღე ჯანჯაფილიან სასმელს მიირთმევთ, ართრიტის სიმპტომებსაც შეამსუბუქებთ. თუმცა, მხოლოდ არანაკლებ ერთთვიანი ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში.
  5. არომატულ ფესვს შეუძლია მენსტრუალური ტკივილის მოხსნაც. სანამ ტკივილგამაყუჩებელ აბებს მიმართავდეთ, დააყენეთ ჯანჯაფილის მაგარი ჩაი.
  6. თუ ჯანჯაფილს მუდმივად მოიხმართ, გააძლიერებთ იმუნიტეტსაც. ჯანჯაფილიანი და ლიმონიანი თბილი ჩაი უბრალოდ შეუცვლელი სასმელია გაციებისა და ვირუსული დაავადებების დროს.
  7. ჯანჯაფილი აუმჯობესებს პირის ღრუს მდგომარეობას, ბაქტერიების ეფექტურად მოშორების გზით. საკმარისია, დღეში ერთხელ დაღეჭოთ ნედლი ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი (ოღონდ არა დაშაქრული!) – კბილები მადლობას გადაგიხდიან.
  8. სამკურნალო ფესვის მოხმარებით, ადამიანი მეხსიერებასა და აზროვნების სიჩქარეს გააუმჯობესებს. მრავალრიცხოვანი კვლევების თანახმად, ჯანჯაფილი ანელებს ტვინის ასაკობრივ ცვლილებებს. მათ, ვინც რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდნენ ჯანჯაფილის ექსტრაქტს აბების სახით, გაუუმჯობესდათ მეხსიერება, სწავლის უნარი და რეაქციის სისწრაფე.

არ დაგავიწყდეთ დაფქული ჯანჯაფილის დამატება ჩვეულებრივ კერძებშიც – თან გემრიელი იქნება, თან სასარგებლო.

გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და სილამაზეს, თავს გაუფრთხილდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს