თუ კულტურის კვალში ასეთ ფოთლებს დაინახავთ, სასწრაფოდ ზომები მიიღეთ.

317

ბევრი იღიმის და თაიგულის მოწყვეტას ცდილობს, როცა ლამაზ მცენარეს ნაზი, თეთრი ქოლგისებრი ყვავილებით ხედავს. აი, მებაღეებისა და მებოსტნებიისთვის ასეთი ყვავილები ნამდვილი კოშმარია. როგორც კი სარეველა ნაკვეთზე ჩნდება, იმწამსვე ტერიტორიის დაპყრობას იწყებს. როგორ მოვიშოროთ მარიამსხალა?

რთული სათქმელია, საიდან ჩნდება მცენარე, მაგრამ ყველაზე მოვლილი ბაღიც კი შეიძლება მარიამსხალათი დაზიანდეს. იმის გასაგებად, თუ როგორ ებრძოლოთ სარეველებს, მასზე უფრო მეტი უნდა გაიგოთ. Paparazzi გთავაზობთ სარეველასთან ბრძოლის მეთოდებს და საპროფილაქტიკო ზომებს.

როგორ მოვიშოროთ მარიამსხალა მარტივად

მარიამსხალას ტენიანობა უყვარს და ჩრდილში თავს კარგად გრძნობს. ტყეების და ჭაობების მიმდებარედ ხშირად გვხდება. თესლით მრავლდება, რომელიც შეიძლება ეზოში ფეხსაცმლით შეიტანოთ. ხოლო ნაყოფიერ მიწაში მოხვედრისას სწრაფად მრავლდება.მეაგარაკეებისთვის მეზობლების მიტოვებული ნაკვეთებიც პრობლემას წარმოადგენს. რამდენიც არ უნდა ებრძოლოთ სარეველას, მაინც დაბრუნდება. ასევე შეიძლება ტერიტორიაზე მიწასთან ერთად შემოიტანოთ. ერთი ფესურაც საკმარისია, რომ დაპყრობა დაიწყოს.

მარიამსხალას მოშორების მეთოდები

ფიწალით მიწის მოთოხნა და ფესვების ძირიანად ამოღება – ნიჩბის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება. ასე სარეველას სწრაფად გამრავლებაში დაეხმარებით. ვინაიდან თითოეული ფესურა, შუაზე გაყოფილი, 2 ახალ ყლორტს იძლევა. ფიწალის დახმარებით მცენარეს ფესვებიანად ამოიღებთ. მისი კომპოსტში დამატება არ ღირს. გახსოვდეთ, რომ ეს მარიამსახალასთვის ხელსაყრელი გარემოა. აი, მწვანილი შეგიძლიათ სალათებში გამოიყენოთ. ასე გემრიელ და სასარგებლო სალათს მიიღებთ. ასევე მიწისზედა ნაწილი მუდმივად გადაჭერით. ახალი ღეროს გაზრდის მცდელობა ფესვს თანდათან ასუსტებს და უკვე 1-2 სეზონში მოკვდება. სარეველების განადგურება კიდევ უფრო კარგ შედეგს იძლევა. ასე ზრდის წერტილს გაანადგურებთ. როგორც მინიმუმ, მავნე ყვავილის გამრავლებას გააკონტროლებთ.

ფირით ან მუქი აგროტექსტილით მიწის დაფარვა  – ასეთი მეთოდი გამოგადგებათ პატარა ნაკვეთისთვის, რომელიც მარიამსახალამ დაიპყრო. სინათლის სრული დეფიციტის პირობებში მცენარის ფესვები დეგრადირებას იწყებს და მალე გაქრება.

ჰერბიციდები მარიამსხალას წინააღმდეგ – თუ სარეველებთან საბრძოლველად დრო არ გაქვთ, ჰერბიციდები გამოიყენეთ. მარიამსხალა ქიმიური საშუალებებით კვირტების გაჩენამდე უნდა დაამუშავოთ. თესლები მათ მიმართ მგრძნობიარე არაა. ინსტრუქცია მკაცრად დაიცავით და ნაკვეთის ის ნაწილი არ დანამოთ, სადაც კულტურული მცენარეები იზრდება.

საპროფილაქტიკო ზომები მარიამსხალასგან დასაცავად

  1. ნაკვეთის გარშემო გაზონი დარგეთ, რომელიც მზეზე კარგად თბება. ეს დამცავი ზოლი სარეველებს ამოცანას გაურთულებს. თუმცა მეთოდი 100%–იან გარანტიას არ იძლევა.
  2. ფესვებითვის ფიზიკური ბარიერი დააყენეთ. მთელ ტერიტორიაზე 40 სმ სიღრმეში ლითონის ფურცლები, ფიქალის ნაჭრები ან სხვა მასალა ჩარგეთ. ამ მეთოდის მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ეზოს ესთეტიკური მხარე შეიძლება გააფუჭოს.
  3. კულტურული მცენარეების ქვეშ მიწის მულჩირება. ჩრდილში მყოფ მიწას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ნებისმიერი მასალა გამოიყენეთ, რომელიც მიწას მზის სხივებისგან კარგად იცავს. გამოგადგებათ მარტივი მულჩი (ჩალა, ნაფოტი), ასევე დეკორატიული (შეღებილი ქვა და ქერქი).

მავნე სარეველასთან გამარჯვება რთული, მაგრამ შესაძლებელია. მთავარია, მისი გავრცელება დროულად შეაჩეროთ. გირჩევთ, რამდენიმე მეთოდი ერთდროულად გამოიყენოთ. ასე მარიამსხალას უფრო მარტივად მოიშორებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს