მებაღემ „დრუნჩიანი“ კომბოსტოს გაზრდის მეთოდი მასწავლა

129

გემრიელი და სასარგებლო თეთრი კომბოსტო ჩვენს რაციონში უკანასკნელ ადგილს არ იკავებს. აი, წვნიანი ბოსტნეულის დარგვის შესაძლებლობას არც ერთი დიასახლისი ხელიდან არ გაუშვებს. Paparazzi გიამბობთ, როგორ გაზარდოთ მსხვილი კომბოსტო აგარაკზე მეზობლების შესაშურად.

როგორ გავზარდოთ კომბოსტო აგარაკზე

ჯანმრთელი და ძლიერი ნერგი

თავდაპირველად, განსაზღვრეთ, თუ რომელი კომბოსტო და რისთვის გჭირდებათ. ნაადრევი ჯიშები სწრაფად მწიფდება, მაგრამ დაბალი მოსავლიანობით გამოირჩევა.

როგორც წესი, ასეთი კომბოსტოს თავი პატარა და მტვრევადია, მხოლოდ უმად მისართმევად გამოგადგებათ. საშუალო სიმწიფის ჯიშები როგორც სალათების მოსამზადებლად, ასევე დასაკონსერვებლად გამოგადგებათ.

აი, გვიანი ჯიშები ყველაზე მყარი, უფრო მოსავლიანია და დიდხანს შესანახად გამოგადგებათ. კომბოსტოს ჯიშზე დამოკიდებულია მისი დათესვის დრო ნერგის მისაღებად. ნაადრევი კომბოსტოს შემთხვევაში ესაა მარტის დასაწყისი – ბოლო, საშუალო ჯიშისთვის მარტის ბოლო – აპრილის შუა რიცხვები, ხოლო გვიანი ჯიშის თესლისთვის – აპრილის დასაწყისი – ბოლო.

დათესვის ზუსტი დრო შეგიძლიათ გამოთვალოთ ფორმულით: დათესვიდან ყლორტების გამოჩენამდე 10 დღე დამატებული 50 დღე პირველი ყლორტიდან მიწაში დარგვის შემოთავაზებულ თარიღამდე.

კომბოსტოს ნერგებისთვის მიწა ჯერ კიდევ შემოდგომაზე მზადდება. კორდის მიწა და ნეშომპალა 1:1 თანაფარდობით აურიეთ. მიწას დაუმატეთ ხის ნაცარი 1:10 თანაფარდობით. ასეთი მიწა კომბოსტოს ნერგებზე დაავადების „შავი ფეხების“ გაჩენას ხელს შეუშლის.

ძლიერი ნერგის მისაღებად პიკირება არ უგულებელყოთ. აღმოცენები უნდა გაახშიროთ, თითოეულ მცენარეს  2×2 სმ ფართობი დაუტოვეთ. 2 კვირაში ნერგები შეგიძლიათ კვლავ შეათხელოთ, თითოეული მცენარისთვის „საცხოვრებელი“ 3×3 სმ–მდე გაზარდეთ. კიდევ 2 კვირაში ცალკე ჭიქებში გადარგეთ.

ღია გრუნტში გადარგვა

სანამ კომბოსტოს ღია მიწაში გადარგავთ, სარგავი ორმოები მოამზადეთ. თითოეული ორმო ნეშომპალას, კვერცხის ნაჭუჭის (1 ს/კ), ხის ნაცრის (1 ს/კ), სუპერფოსფატის (1 ჩ/კ) და მდოგვის ფხვნილის (1 ჩ/კ) ნარევით გაავსეთ.

ყველა კომპონენტი აურიეთ, მარგანცოვკის თბილი ხსნარით მორწყეთ. ასე ნერგების ფესვებს მავნებლების ლარვებისგან დაიცავთ. ორმოების გაგრილებას დაელოდეთ და ნერგები დარგეთ, კარგად დამწიფებული ნეშომპალის მულჩით დაფარეთ.

კომბოსტო 3-4 დღე ყოველდღე მორწყეთ, შემდეგ თუ ძალიან ცხელი ამინდები არ იქნება, 3 დღეში ერთხელ. ყინვების საფრთხის შემთხვევაში უძირო პლასტმასის ბოთლებით დაფარეთ. 2 კვირაში აზოტის სასუქით გამოკვებეთ: 1 ს/კ 10 ლ წყალზე, 300 მლ თითოეული მცენარის ქვეშ.

მოგვიანებით, კომბოსტოს თავების ფორმირებამდე 2 კვირაში ერთხელ კალიუმის სასუქით გამოკვებეთ: 10 გრ 1 კვ.მ. ჯვაროსანი რწყილების და კომბოსტოს ბუზის თავიდან ასაცილებლად მცენარე პომიდვრის მწვანე ფოთლების ნახარშით ან კარბოფოსით დანამეთ (60 გრ 10 ლ წყალზე).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს