რა თქმა უნდა, პომიდვრის ღია მიწაში დარგვის დრო შეიძლება ადგილობრივი რეგიონის კლიმატური მახასიათებლების მიხედვით შეიცვალოს. მთლიანობაში, უკვე ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ რით გამოკვებოს პომიდორი დარგვის შემდეგ.
Paparazzi გიამბობთ, თუ როგორი გამოკვების სქემა გაამდიდრებს მცენარეს სასარგებლო ნივთიერებებით და ამასთან ჭარბი სასუქის მიწოდებას თავიდან აიცილებთ.
რით გამოვკვებოთ პომიდორი გადარგვის შემდეგ
რეკომენდებულია, უხვი მოსავლის მისაღებად პომიდორი სხვადასხვა მეთოდით გამოკვებოთ.
ფესვური გამოკვების შემთხვევაში სასუქი იმ ადგილას დაუმატეთ, სადაც ფესვები მდებარეობს. ამრიგად, მცენარე აუცილებელ სასარგებლო ელემენტებს მიიღებს, რაც კარგ ზრდას და ნაყოფის ფორმირებას ხელს შეუწყობს. გამოკვებამდე მიწა გააფხვიერეთ, რომ მცენარემ სასარგებლო ნივთიერებები სწრაფად აითვისოს.
ფოთლოვანი გამოკვების შემთხვევაში პომიდორს ნამავენ. ამ მიზნით სხვადასხვა ხსნარს იყენებენ. ასეთი პროცედურისთვის სჯობს სუფთა წყალი გამოიყენოთ, რომელიც ქლორს არ შეიცავს. ასევე ხსნარი ძალიან კონცენტრირებული არ უნდა იყოს.
მცენარე აუცილებელი კომპონენტებით რომ გაამდიდროთ, შემდეგი სქემა გამოიყენეთ.
1–ლი პროცედურა
გადარგვიდან 1,5 კვირის შემდეგ ფოთლოვანი გამოკვება გამოიყენეთ. ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 10 წვეთი სპირტიანი იოდის ხსნარი
- 1 ლ ხსნადი შრატი
- 9 ლ წყალი
3 კვირაში ფესვური გამოკვება გამოიყენეთ. ამ მიზნით შემდეგი კომპონენტებით საშუალება მოამზადეთ:
- 1 ს/კ თხევადი სასუქი „იდეალი“
- 1 ს/კ ნიტროფოსკა
- 10 ლ წყალი
ერთი ბუჩქის გამოსაკვებად ზუსტად 1,5 მიღებული ხსნარი გამოიყენეთ.
მე–2 პროცედურა
ყვავილობის დაწყების შემდეგ გამოკვება გაიმეორეთ. ამისთვის 10 ლ წყალში 1 ს/კ ორგანული სასუქი გახსენით, მაგალითად, სასუქი „პომიდვრის სენიორი“, შემდეგ მორწყეთ: 1 ლ ხსნარი თითო ბუჩქზე.
მე–3 პროცედურა
ამ მანიპულაციას უკვე მესამე ფოჩის ფორმირების შემდეგ ატარებენ. ბუჩქებს 1–ლი პროცედურის დროს გამოყენებული სასუქებით კვებავენ.
მე-4 პროცედურა
20 დღის შემდეგ ფესვურ მორწყვას ატარებენ. ამისთვის დაგჭირდებათ:
- 1 ს/კ სუპერფოსფატი
- 10 ლ წყალი
გამოსაკვებად კვლავ გამოიყენება ფორმულა: 1 ლ ხსნარი ბუჩქზე.
ახლა უკვე იცით, რით გამოკვებოთ პომიდორი გადარგვის შემდეგ.