არსებობს ოჯახი ღალატის შემდეგ? როგორც არ უნდა შევხედოთ, ასეთი საქციელის პატიება ძალიან რთულია. ერთეულ შემთხვევებში, მოღალატე სწორდება და აღარასდროს იყურება სხვაგან, ყველაზე ხშირად კი ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს. ოჯახში, სადაც საყვარელმა ადამიანმა მეორეს მოატყუა და უღალატა, ნდობა ქრება. ოდესღაც ახლობელი ადამიანები, დროთა განმავლობაში, ერთმანეთს სულ უფრო შორდებიან. ვიღაც კი ქორწინებას ბავშვების გულისთვის ინარჩუნებს. სწორედ ასე მოიქცა ნაზიც, როცა გაიგო, რომ ქმარმა უღალატა. თუმცა, მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ოჯახი ღალატის შემდეგ
“38 წლის ვარ, 12 წელია, გათხოვილი ვარ. ორი შვილი გვყავს. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ქმარი უკვე 3 წელია მღალატობს. მაშინ მითხრა, რომ ჩემთან უნდოდა დარჩენა და ვაპატიე. სამი კვირის წინ კი მითხრა, რომ დაშორება უნდა. აუცილებელი ნივთები ჩაალაგა და თქვა, რომ დანარჩენს მერე წაიღებს.
უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი საყვარელთან ერთად ცხოვრობს და დროდადრო, ვითომ, ნივთების წასაღებად მოდის. და, როცა მოდის, სექსი გვაქვს. ვიცი, რომ ეს არასწორია, და, რომ ის სხვასთან წავიდა. მაინც ვეჭვიანობ ქმარზე. განქორწინება არ უთხოვია, არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე, მისი გაშვება არ მინდა.” – ამბობს ნაზი.
საქმე ისაა, რომ ნაზი მიეჩვია ქმართან ერთად ცხოვრებას და არ იცის, რომ არჩევანი მასზე არ შეუჩერებია. ქმარი იყენებს ქალს, რადგან ასე ეკომფორტულება. იქნებ, თავის გრძნობებში ვერ გაერკვია და ფიქრობს, რომ ორივე ქალი უყვარს. ამავდროულად, მან დიდი ხნის წინ გაჰყიდა თავისი ცოლი და შვილებიც მიატოვა.
ის, რასაც ნაზი ამბობს, დამოკიდებულებას ჰგავს. მან ქმარს აპატია, როცა იგი ღალატში გამოტყდა. მან მიიღო სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა. ქალმა უნდა გაიგოს, რომ ქმარს ის უფრო მეტად უყვარს, ვიდრე საკუთარი თავი. თანაც ღალატი არის ტრავმა, რომელიც ქმარმა ნაზის მიაყენა. ბავშვური მიჯაჭვულობა ადამიანზე, რომელთანაც ამდენი წელი იცხოვრა, მას ხელს უშლის სიტუაციის შეფასებაში.
გამოსავალი არსებობს
განქორწინება. ქმრის ნივთები ერთ დიდ ჩემოდანში უნდა ჩაალაგოს და კართან დადოს. ერთ-ერთმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, თორემ სიტუაცია ძალიან შორს შეტოპავს, ნაზი კი თავს სულ უფრო ცუდად იგრძნობს, ყოველი შეხვედრის შემდეგ. აუცილებელია ფსიქოთერაპევტის ჩარევა და ამ სიტუაციის ერთად განხილვაც. ასე ნაზი შეძლებს დაჭრილი ფსიქიკის აღდგენას და სამყაროზე ფხიზლად შეხედვას.
უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მისი ვნებიანი ქმარი, რომელსაც ერთი ქალი არ ჰყოფნის, არ ზრუნავს მის შვილებზე და, დიდი ალბათობით, ისინიც ისევე არ ადარდებს, როგორც ნაზი. მაშინ ბავშვებზე უნდა იზრუნოს დედამ – განქორწინება მოითხოვოს და ალიმენტები მიიღოს. თუმცა, ამ ყველაფრის გაკეთებას ნაზი მხოლოდ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის შემდეგ შეძლებს, როცა იგი მისცემს დასაყრდენ წერტილს, აჩვენებს, რომ ამ ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე სხვა გზა არსებობს. ეს გამოჯანმრთელების რთული და ხანგრძლივი პროცესია. მანამდე კი ქალს ვუსურვებთ კარგი პეციალისტის პოვნას და ამ კოშმარის დასრულებას.