მებაღეებთან კამათი მომივიდა იმის გადასაწვეტად, საჭიროა თუ არა დამჭკნარი ტიტების ამოთხრა

614

ტიტები-ძალიან ადრეული ყვავილებია. ზუსტად ისინი, ერთ-ერთი პირველები გვახარებენ გაზაფხულის მოსვლას. თუმცა ყველა დამწყებმა მებაღემ არ იცის, თუ როგორ მოუაროს მათ მას შემდეგ, რაც ისინი დაჭკნება. ამ სტატიაში paparazzi.ge-ს რედაქცია მოგიყვებათ, რა მოუხერხოთ დამჭკნარ ტიტებს, რომ მათი ბოლქვები ჯანმრთელი დარჩეს.

რა ვუყოთ დამჭკნარ ტიტებს

თუ ტიტები დაჭკნა, ეს არ ნიშნავს, რომ მათი მოვლა დასრულებულია. ყვავილები მომდევნო წელსაც რომ გვახარებდეს, საჭიროა ყველა აუცილებელი პროცედურის ჩატარება ყვავილობის პერიოდის დასრულების შემდეგ:

  1. პირველ რიგში, არ შეიძლება  ფოთლების მოჭრა ყვავილობის დასრულების შემდეგ.ამ შემთხვევაში ბოქვები შეწყვეტს ზრდას.
  2. ტიტების კარგი ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა ყუნწების მოცილება, რათა მცენარემ არ გამოკვებოს თესლის ჩენჩო.
  3. 2-3 კვირის განმავლობაში მორწყეთ და გაანოყიერეთ ყვავილები. ამისათვის გამოდგება ბუნებრივი სასუქი, რომლის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი და კალიუმი. ერთი განოყიერება სეზონზე საკმარისია.
  4. მორწყვისას ნიადაგი უნდა დატენიანდეს 40 სმ სიღრმეზე.
  5. ფოთლები შეგიძლიათ მოაჭრათ, თუ ისინი გაყვითლდა და დაჭკნა.

ბოლქვების ამოთხრა და შენახვა

ზოგი თვლის, რომ საკმარისია წელიწადში 2-3ჯერ ტიტების ბოქვების ამოთხრა. თუმცა ეს დიდი შეცდომაა. თუ ბოლქვებს მიწაში დავტოვებთ, ისინი შეიძლება ინფექციებმა დააზიანოს. ამიტომ რეკომენდირებულია ყოველწლიურად მათი ამოთხრა ყვავილობის შემდგომ. ამის გაკეთება შეიძლება ზაფხულში-ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში.

ბოლქვები ამოიღეთ მშრალ მზიან ამინდში, რათა ისინი მალე გამოშრეს. თხრის პროცესში ნიჩაბი მაქსიმალურ სიღრმემდე ჩაუშვით, რათა ბოლქვები არ დააზიანოთ. შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ. დაზიანებული და დაავადებული ბოლქვები გადაყარეთ. ამოთხრილი ბოლქვები რამდენიმე წუთით მოათავსეთ 5%-იან კალიუმის პერმანგანატის ხსნარში.

ამოღებულ ბოლქვებს უნდა ჰქონდეთ ყავისფერი ქერქი, თავად კი დიდი ზომის უნდა იყოს. თავიდან ისინი ორ მწკრივად დაალაგეთ ნახვრეტებიანი ფსკერის მქონე ყუთებში. ასეთ შემთხვევაში მათ მიეწოდება ჟანგბადი. ისინი უნდა შეინახოთ ბნელ მშრალ ადგილას, სადაც ჰაერი მუდმივად ნიავდება.

პირველ თვეს შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს +23-25 გრადუსი,შემდეგ ვამცირებთ +20 გრადუსამდე. მიწაში ჩარგვამდე 7 დღით ადრე კი- +17-მდე. შენახვისას არ დაუშვათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ “ბრმა” ბოლქვებს.

ტიტების ჩარგვა

უმჯობესია ტიტების ჩარგვა სექტემბერში, როცა ჰაერის ტემპერატურა +5-7 გრადუსია. წინასწარ მოგიწევთ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება:

  1. ბოლქვები დაამუშავეთ კალიუმის პერმანგანატის 5%-იანი ხსნარით.
  2. მოამზადეთ ნიადაგი, სადაც ადრე ტიტები არ გერგოთ. ადგილი კარგად უნდა ნათდებოდეს.
  3. ამოთხარეთ 15სმ სიღმის ორმო დიდი ბოლქვებისთვის და 6-7 სმ-ის-პატარებისთვის. რიგებს შორის დატოვეთ მანძილი არანაკლებ 30სმ-ისა.
  4. თითოეულ ორმოში ვამატებთ ცოტაოდენ ქვიშას და ხის ფერფლს, რათა ნიადაგი გაფხვიერდეს. არ შეურიოთ მიწაში ნაკელი, წინააღმდეგ შემთვევაში ბოქლვებმა შეიძლება მიიღოს დამწვრობა და დაიღუპოს.
  5. ერთ რიგში ვთესავთ ერთი ზომის ბოლქვებს.
  6. ბოქლვებს შორის დაშორება 10-15 სმ უნდა იყოს.
  7. დათესვამდე და დათესვის შემდეგაც არ დაგვავიწყდეს მათი მორწყვა.
  8. ბოლქვებმა ყინვამდე უნდა მოასწროს ფესვის გადგმა, რათა ყვავილები არ დაიღუპოს.
  9. თუ მშრალი ამინდია, დათესვიდან 14 დღის შემდეგ მათ მორწყვა დასჭირდება.
  10. ყინვის დროს მიწაზე დააფარეთ ფოთლები,ნახერხი და თივა.
  11. თუ ზამთარში ცოტა თოვლი მოვიდა, მისი მაქსიმალური რაოდენობა მოფოცხეთ ყვავილნარზე, ეცადეთ მისი ფენა რაც შეიძლება სქელი გამოვიდეს.ეს დაეხმარება მცენარეს გამოზამთრებაში.

ახლა უკვე იცით, თუ რა უყოთ დამჭკნარ ტიტებს. თუ ზემოთჩამოთვლილ პროცედურებს ჩაატარებთ, მცენარეების ყვავილობით გაზაფხულზე აუცილებლად გაიხარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს