როგორი სასუქი სჭირდება ივნისში პომიდორს, ძალები რომ მოიკრიბოს

9808

პომიდვრის მოყვანა უნდა იცოდეთ. თუნდაც ჩითილები უპრობლემოდ მოგეყვანათ, ზრდასრული მცენარე შეიძლება დამჭკნარ ბალახად იქცეს, თუ მას სწორად არ მოუვლით. პომიდვრის განოყიერება ღია ნიადაგზე პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შესახებაც უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც მიწასთან მუშაობა უყვარს.

ნაყიდ საშუალებებს ჩვენს დროში ვერ ვენდობით. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, თქვენთვის ხალხური ალტერნატივები წარმოგვედგინა. თან, ისინი უფრო ნატურალური, ეკოლოგიური ინგრედიენტებისგან მზადდება. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმისთვის ისინი უფრო უსაფრთხოა.

პომიდვრის შეწამვლა ღია გრუნტში

1. სოდა

სოდა მიწათმოქმედის ერთ-ერთი რჩეული დამხმარეა, მრავალი სასარგებლო თვისების გამო.

  • ებრძვის მცენარის მავნებლებსა და დაავადებებს. მისი გამოყენება შეიძლება პროფილაქტიკური პროცედურებისთვისაც. მოამზადეთ ხსნარი: 5 ლ თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. სოდა, 1 ს.კ. ზეთ და 20 გ დახეხილი სარეცხი საპონი. მოურიეთ, გადაწურეთ მარლის რამდენიმე ფენაში და შეაშხეფეთ პომიდვრის ბუჩქებს. თუ პროცედურას თვეში ორჯერ გაიმეორებთ, პომიდორი სოკოვან დაავადებებს არ შეუშინდება.
  • აუმჯობესებს პომიდვრის გემოს ხარისხს და ზრდის მოსავლიანობას. 10 ლ წყალს გაურიეთ 2 ს.კ. სოდა და უბრალოდ მოასხით ეს ხსნარი თხრილებს. მოსავლის გემო უფრო ნაჯერი იქნება, თავად პომიდორი კი დიდ და წვნიან ნაყოფებს მოისხამს.
  • იცავს კულტურას ყვითელასა და ჟანგასგან. მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შეაშხეფეთ პომიდვრის ფოთლებს ასეთი ხსნარი: 10 ლ წყალში გახსნილი 1 ს.კ. სოდა. ამჯერად მორწყვა არაა საჭირო – შეაშხეფეთ დაინფიცირებულ ფოთლებს და მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდება.

2. ნაკელი

ცუდი სუნი აქვს, მაგრამ, ვინც ბოსტნის საქმეებს იცნობს, ამ ორგანულ სასუქსაც კარგად უნდა იცნობდეს. ბოლო დროს მასაც კი ჰყიდიან, თუ ამის საშუალება გაქვთ, უნდა გამოიყენოთ იგი.

1 სათლ ნედლ ნაკელს დაასხით წყალი, 1:3 თანაფარდობით. დააყენეთ ეს მასა კვირანახევრით. ამ დროის შემდეგ, ნაკელი “დამწიფდება” ახლა გახსენით 1 ლ მიღებული საშუალება 1 სათლ წყალში. ამ ხსნარით მორწყეთ პომიდვრის ბუჩქები. სადღაც ლიტრანახევარი 1 ბუჩქზე. სულ არაუმეტეს ორი სასუქია საჭირო. ამაზე მეტი მცენარისთვის კარგი არ იქნება.

3. საფუარი

ამ სასუქისთვის ჩვეულებრივი საფუარი დაგჭირდებათ – როგორც მშრალი, ისე ნედლი. ახალი საფუვრისთვის გამოიყენეთ შემდეგი თანაფარდობა: 100 გ 1 სათლ წყალზე. დაყენება არაა საჭირო. აიღეთ ხელში სათლი და მორწყეთ პომიდვრები. მშრალი საფუარი (10 გ, 1 შეკვრა) გააზავეთ 10 ლ (1 სათლ) წყალში, ამის შემდეგ კი დააყენეთ მზეზე 3 საათით. კარგი იქნება, თუ რამდენიმე კოვზ შაქარსაც დაუმატებთ, საფვრის სოკოები რომ გამოიკვებონ.

საფუარი არ შეიცავს ქიმიას, ამიტომ მცენარის განსაკუთრებულ დაცვას არ უზრუნველყოფს. სამაგიეროდ, იგი მცენარის ზრდას ასტიმულირებს და შეგიძლიათ, ნებისმიერ სასუქს დაუმატოთ. ეს მცენარისთვის სავსებით უსაფრთხოა.

4. ნაცარი

ამ შემთხვევაში, ნაცარი ჩვენი რჩეული სასუქია. იგი შეიცავს მრავალ მიკროელემენტს, ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმსა და კალციუმს. კვების ეს ელემენტები არამხოლოდ პომიდვრის, არამედ ნებისმიერი ბოსტნეული კულტურის გასანოყიერებლად გამოდგება. მშრალ ნაცარს, ხშირად, დარგული მცენარეების ფესვთან ახლოს, თხრილში ან რიგებს შორის ყრიან.

“სასწაულმოქმედი” ხსნარის მოსამზადებლად, უბრალოდ გახსენით 1 ჭიქა ნაცარი 1 სათლ წყალში და მოურიეთ. გამოიყენეთ მთელი ხსნარი, თავის ნალექიანად.

ფოთლების შესაშხეფებელი ხსნარი კი სხვანაირად მზადდება: 300 გ ნაცარი უნდა გახსნათ 3 ლ წყალში და 30 წუთი ადუღოთ. მარტივია დამახსოვრება: 3, 30, 300. ახლა ხსნარი დააყენეთ 6 საათით, დაუმატეთ კიდევ 7 ლ წყალი და ცოტაოდენი დახეხილი სარეცხი საპონი. გადაწურეთ მასა და შეაშხეფეთ პომიდვრის ბუჩქების ფოთლებს.

თუ ნაცარი ხელთ არ გაქვთ, შეაგროვეთ სარეველები და დაწვით. ასე ორ სასარგებლო საქმეს ერთდროულად გააკეთებთ.

აი, ასეთი რჩევები გვქონდა დღეს პომიდვრის მოვლასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, არც ერთი გრამი ქიმია. მოსავალი ნატურალური იქნება, მცირე ხრიკებით კი მას რეალურად გაზრდით. მიწათმოქმედება ნამდვილად ძალიან მძიმე სამუშაოა, რომელსაც ყველაზე გემრიელი და თვალსაჩინო ნაყოფი მოაქვს. ხელთ არსებული საშუალებების გამოყენების უნარი კი სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს