რატომ უნდა ვცეთ პატივი კლასის ხელმძღვანელს

209

საწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ზოგადი განათლება მუდმივ კრიტიკას განიცდის. მშობლების განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ კი უმეტესად კლასის დამრიგებლები ხვდებიან. მასწავლებლებს მცირე შეცდომასაც კი არ პატიობენ, არადა მათი კოლოსალური შრომა ყველას შეუმჩნეველი რჩება. სამაგიეროდ, საზღვარგარეთ სწავლა პრესტიჟულად და კარგ ვარიანტად ითვლება ბავშვისთვის. ნამდვილად ასეთი კარგია უცხოური სკოლები?

ამჯერად paparazzi.ge გაგაცნობთ, თუ რა შედის უცხოელი დამრიგებლების ფუნქციებში:

საზღვარგარეთ განათლება

პოლონეთი

პანდემიის გამო სრულიად განათლების სისტემა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამან, რა თქმა უნდა, შეცვალა ჩვეული გრაფიკი. მაგალითად, პოლონეთში კლასის ხელმძღვანელები ბავშვებთან სასწავლო დროის გარდა, კიდევ ბევრ დროს ატარებდნენ. ისინი ორგანიზებას უკეთებენ ექსკურსიებს მუზეუმებში, ბუნებაში. მაგრამ პანდემიის დროს გარე აქტივობა 1 საათამდე დაიყვანეს კვირაში.

შეიზღუდა სასკოლო ზეიმები, საქველმოქმედო ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ამ ყველაფერს კლასის ხელმძღვანელი უკეთებდა ორგანიზებას და ეხმარებოდა ბავშვებს.

მე-4 კლასიდან მოსწავლეები სწავლების ახალ ეტაპზე გადადიან. იწყება განსაკუთრებული მუშაობა მათი დამოუკიდებლობის უნარის გამოსამუშავებლად. ყველა მათი კონფლიქტი და გაუგებრობა თანატოლებთან ლაგდება დამრიგებლების დახმარებით, იქ მშობლებს სკოლაში არავინ იბარებს. ოჯახი ბავშვის აკადემიურ მოსწრებას ონლაინ ჟურნალში ადევნებს თვალს.

პოლონეთში დამრიგებელს დირექტორი ნიშნავს. მომატებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა სათანადოდ ნაზღაურდება – 200 ზლოტი საშუალოდ.

კლასის ხელმძღვანელი საფრანგეთში

საფრანგეთში კლასის ხელმძღვანელი და პედაგოგები ყოველ წელს იცვლებიან. ეს იმისთვის კეთდება, რომ არ მოხდეს ბავშვების გამორჩევა საყვარელ და არა საყვარელ მოსწავლედ. აგრეთვე კორუფციის პრევენციისთვის.

დამრიგებლები ავსებენ კლასის დოკუმენტაციას და ასრულებენ შუამავლის როლს კლასსა და ბავშვის ოჯახს შორის. ამით მათი უფლება-მოსილება მთავრდება.

ექსკურსიებზე და ლაშქრობებზე საგნის მასწავლებლები ზრუნავენ – გაკვეთილის თემატიკის გარშემო. დამრიგებელს აქაც მაღალი დანამატი აქვს ხელფასზე. გადაწყვეტილებას დირექცია იღებს.

შვეიცარია

შვეიცარიაში მოქმედებს განათლების კანტონალური სისტემა. კანტონი – შვეიცარიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. ყველა კანტონს თავისი სასკოლო განაწესი აქვს. მაგალითად, ბაზელ-შტატის კანტონში დამრიგებელი არ იცვლება. დაწყებითებში უმეტეს გაკვეთილებს ისინი ატარებენ, მათვე ევალებათ ექსკურსიების, პიკნიკების, ლაშქრობების მოწყობა. გაკვეთილების გარდა მოსწავლეებთან აქვთ პირადი საუბრები, იზიარებენ შთაბეჭდილებებს და სურვილებს.

არის აგრეთვე გახანგრძლივებული ჯგუფები, რომელსაც უკვე სტაჟიორები და სტუდენტები უძღვებიან. ისინი ეხმარებიან ბავშვებს დავალებების შესრულებაში, ართობენ, ეთამაშებიან სხვადასხვა თამაშებს.

ერთ კლასს ყავს ორი დამრიგებელი ან კურატორი. ისინი თანაბრად იყოფენ ყველა ფუნქციას. შვეიცარიაში მასწავლებლის პროფესია ძალიან პრესტიჟულად ითვლება.

გერმანია

გერმანიის ფედერაცია 16 ნაწილისგან შედგება. ყველა ნაწილში თავისებური სასკოლო გეგმა აქვთ. მაგალითად, საქსონია-ანჰალტის კლასის ხელმძღვანელს “სკოლის დედის” ფუნქცია აქვს შეთავსებული. მისი მოვალეობები საკმაოდ ბევრია. პირველ რიგში ევალება თითოეული მოსწავლის დეტალურად დახასიათება და ზრუნვა მათზე.

კლასის ხელმძღვანელს დირექცია ნიშნავს და ამისათვის დამატებით ანაზღაურებას უნიშნავს.

როგორც ხედავთ, საზღვარგარეთ სხვადასხვა ტიპის სწავლებაა, მაგრამ პედაგოგის პროფესია ყველგან პრესტიჟული და დაფასებულია. მათ უამრავი სამუშაო და მისია აქვთ შესასრულებელი და არ უნდა დავუკარგოთ ამაგი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს