ნაყვავილარ ტიტებს ბოლქვებიანად ვთხრი და აჟიტირებული მეზობელიც იგივე იმეორებს.

0
243

ვთხრით ნაყვავილარ ტიტებს. ალბათ,იკითხავთ რატომ. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს,განსაკუთრებით,თუ ყვავილები დროთა განმავლობაში იცვლის ფერს, ფორმას და ზომას. აჭრელებული ტიტები-ბუნების ახირება კი არა, იმის სიგნალია, რომ ტიტების კოლექცია მალე შეიძლება დაკარგოთ.

ყვავილები ბევრისთვის-არა მხოლოდ მცირე სიხარული, არამედ ჰობიცაა. ზოგიერთი მებაღისთვის ის შემოსავლის წყაროა. ამგვარად, ასეთ არასერიოზულ საკითხს შეიძლება სერიოზული შედეგები ახლდეს თან.

ვთხით ნაყვავილარ ტიტებს

ტიტა-ლამაზი ყვავილია. მადლობა ამისთვის ჰოლანდიელებს. ფერთა,ფორმების და ზომების უდიდესი პალიტრა. ერთი შეხედვით, როგორ შეიძლება ასე სასტიკად მოექცე ამ ლამაზ მცენარეს? თუმცა ზოგჯერ ეს აუცილებელია, ყველაზე დაუნდობელი მეთოდით: ფესვთან ერთად.

საქმე  კოკრის არასწორი ფორმის მქონე აჭრელებულ ყვავილებშია. არაა საჭირო იმის მტკიცება, რომ ის განსაკუთრებული ჯიშია, როგოციაა მაგალითად “Double Early” ტიტები.ამ შემთხვევაში მათზე არ ვისაუბრებთ.

გამოცდილი მებაღეებისთვის არ იქნება გასაკვირი, როცა მათი ყვავილების მოსავალში  “არასტანდარტული” ერთეულები გაჩნდება. მაგალითად, დარგეთ “დრიმლენდი” ან “პრიმავერა” და რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ კოკრებმა შეიცვალა ფერი და ფორმა.რაღაც ამოუხსნელი მისტიკაა.

სინამდვილეში კი ეს ჩვეულებრივი ვირუსია. ის იწვევს ყვავილის ფორმის ხილულ ცვლილებებს. ასევე ტიტა მცირდება ზომაში და ხარობს შედარებით გვიან. ამ ვირუსთან ბრძოლას აზრი არ აქვს.

როგორ მოვიქცეთ?

უბრალოდ ამოთხარეთ ,შეიძინეთ ფესვის ამომთხრელი.არ შეიძლება სეკატორის გამოყენება, დაავადებული ფესვები აუცილებლად დაასნებოვნებს მეზობელ ყვავილებს. გირჩევთ,ერთი და იმავე ხელთათმანი არ გომიყენოთ ჯანმრთელ და დასნებოვნებულ ტიტებთან მუშაობისას.

დაავადების პირველი ნიშნები დარგვიდან რამდენიმე წელიწადში გამოვლინდება. თავიდან გაჩნდება ერთი დაპატარავებული ეგზემპლარი, შემდეგ წელს მათი რაოდენობა გაიზრდება. ბოლოს შეიძლება მთელი ყვავილნარი დაკარგოთ.

არავის სურს შეელიოს განუმეორებელი,ძვიადღირებული ყვავილის ჯიშებს და უყუროს,როგორ მახინჯდება ისინი. ყველა სახეობას აქვს განსაკუთრებული თავისებურებები და ნიშნები.

რას ფიქრობენ ადამიანები?

საზოგადოების აზრი აბსოლუტურად პოლარულია. თუ ვინმე სადმე ახსენებს ამ ვირუსს, მას შეიძლება დასცინონ კიდეც. ხშირად არგუმენტად მოჰყავთ კონკრეტული ჯიშის განადგურება და რაღაც მითიური “დამტვერვა”. ეს სრული სისულელეა და მის განხილვაზე დროის დახარჯვაც არ ღირს.

ზოგიერთი მოყვარული მებაღე უბრალოდ ტკბება უჩვეულო ყვავილებით. შესაძლოა, ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ იმისა, რომ ერთ მომნეტში ტიტები შეიძენს “საინტერესო და არაორდინალურ” ფორმას. ამბობენ, რომ ბაზრობაზე ყველაზე მეტად ასეთ ყვავილებზეა მოთხოვნა.

ვირუსთან ბრძოლა აუცილებელია და, სამწუხაროდ, არსებობს მხოლოდ ერთი გზა,რომელიც ზემოთ ვახსენეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს რჩევებს სამქმედო გეგმად აღიქვამთ. აიღეთ ფესვის ამომთხრელი და “ინადირეთ” დაავადებულ ყვავილებზე. იმედია, თქვენი ბაღი არ დაზიანდება და შეძლებთ დატკბეთ ულამაზესი ხედით.