უხეში თანამოსაუბრის წყალობით ვისწავლე მოქცევა ისე, რომ ხელი კი არ ვკრა არამედ თავი მოვაწონო.

102

კომუნიკაციის დამყარების ცოდნა სასარგებლოა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებში. საუბრის მანერიდან გამომდინარე შეიძლება ბევრი რამ ითქვას ადამიანის ხასიათზე,მის აღზრდაზე. ამ სტატიაში მოგიყვებით საზოგადეობასთან ურთიერთობის წესებზე,რათა შეძლოთ თანამოსაუბრეზე  კარგი შთაბეჭდილების მოხდენა და მისი ნდობა მოპოვება.

ზრდილობიანი და ყურადღებიანი თანამოსაუბრე ყოველთვის იწვევს მისადმი პატივისცემას. როცა ახალ ადამიანს გავიცნობთ, გარეგნობის გარდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი საუბრის მანერაც. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი წესები, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ დიალოგში შეძლებთ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენას.

ესროლეთ სატყუარა

როცა საუბარს იწყებთ, თანამოსაუბრეს ესროლეთ სატყუარა-ლაპარაკი დაიწყეთ სხვადასხვა თემაზე და დააკვირდით მის რეაქციებს. თუ კოკრეტული თემა მასში ინტერესს იწვევს, შეგიძლით მისი განვითარება. საინტერესო დიალოგის წამოწყების კიდევ ერთი უტყუარი ხერხია რჩევის თხოვნა.

ეცადეთ დაუსვათ ისეთი კითვები, რომლებიც ვრცელ პასუხს მოითხოვს. საუკეთესო კომბინაციაა-კომპლიმენტი და შეკითვა. მაგალითად:”უგემრიელესი ნამცხვარია ! როგორ მოამზადეთ?

ოპტიმალური თემები ურთიერთობისთვის

ყურადღება სასაუბრო თემის შერჩევისას. ყოველთის დაიწყეთ დიალოგი ნეიტრალური საკითხებით. მაგალითად,ილაპარაკეთ ამინდზე. ზრდილობიანი ინგლისელები ჩვეულებრივ სწორედ ამ თემით იწყებენ დიალოგს. შემდეგ უკვე შეიძლება განიხილოთ ადგილობრივი ამბები, ცხოველები,კერძები ან პეიზაჟი. თუ ხედავთ, რომ თანამოსაუბრე რომელიმე თემამ განსაკუთრებით დააინტერესა, თამამად განავითარეთ ის.

არსებობს თემები, რომელთაც ჯობს ერიდოთ. ეცადეთ ნაკლებად მოუთხროთ საკუთარი ისტორიები, თანამოსაუბრე კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს, თუ სიტყვის ჩაკვეხების საშუალებასაც არ მისცემთ. ასევე ნუ დატანჯავთ თქვენს შვილზე მოყოლით,მით უმეტეს, თუ მას ბავშვი არ ჰყავს.

ცუდია სხვა ადამიანების განხილვა მათ ზურგს უკან,თანამოსაუბრე იფიქრებს, რომ თქვენ მასზეც დაიწყებთ ჭორაობას. ხალხს არ მოსწონს მუდმივი წუწუნი და წუხილი,ასეთ ადამიანებს ყველა ცდილობს განერიდოს.

ცუდი ტონის ნიშანია ისეთი კითხვების დასმა,რომლებიც ფულს შეეხება. განსაკუთრებით თუ ადამიანები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. ხელფასთან დაკავშირებული საკითხები არავისთან განიხილოთ შინაურების და ახლობლების გარდა.

არ ღირს ასევე საუბრის ჩამოგდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა:თანამოსაუბრის ცუდი გუნება-განწყობა,მისი წარუმატებელი ურთიერთობები ან სხვა ცხოვრებისეული გაურკვევლობები.ეს სხვისი პირადი საზღვრების გადაკვეთაა.თუ ადამიანს მსგავს თემებზე საუბარი არ სურს, მას მოუწევს თავის დაძვრენა,თემის შეცვლა,რაც დისკმფორტში ჩააგდებს. არ ჩააყენოთ თანამოსაუბრე ისეთ მდგომარეობაში,როგორში ყოფნასაც თავად არ ისურვებდით.

ფრთხილად იყავით პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებზე,ნაციონალურ საკითხებზე საუბრისას. ამან შეიძლება ცხარე კონფლიქტი წარმოშვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, რომ ამ თემებზე მოსაუბრის პოზიცია იცით. ერთი დაუფიქრებელი რეპლიკით შეიძლება შეურაცჰყოფა მიაყენოთ ადამიანს.

მოსმენის უნარი

საუბრის წარმართვის ხელოვნება ასევე მოსმენის უნარსაც მოიაზრებს.მთავარი პრინციპი-მინიმალური ჩარევა. ამასთან,თანამოსაუბრე უნდა ხედავდეს, რომ მას ნადვილად უსმენთ და ღრუბლებში არ დაფრინავთ. შეგიძლიათ ჩაურთოთ მოკლე რეპლიკები დათანხმების მისანიშნებლად და ასევე არავერბალური ნიშნები,მაგალითად, თავის დაქნევა.

თუ რაღაც ვერ გაიგეთ, ჯობს ზრდილობიანად სთხოვოთ ახსნა ან განმეორება და არა უაზროდ თავის დაქნევა. ჯობს ადამიანს შუა გზაზე სიტყვა არ გააწყვეტინოთ,დაელოდეთ ,ვიდრე ის აზრს დაასრულებს.

ასევე არ ღირს მეორე ადამიანის მეტყველების შეცდომების შესწორება. ეს ძალიან უხეში უტაქტო საქციელია.

თუკი გსურთ,რომ ათანამოსაუბრეს თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებდეს,იყავით გულისხმიერი,დააკვირდით მის რეაქციებს და ემოციებს,რა მოსწონს და რა-არა. ამისთვის საკმარისია იყოთ ყურადღებიანი და ზრდილობიანი.

ეს ელემენტარული წესები დაგეხმარებათ ახალ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებაში,დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაში და მათი პატივისცემის დამსახურებაში.

როგორ ფიქრობთ,რა თემებზე საუბარს უნდა ვერიდოთ ადამიანებთან, რომელთაც კარგად არ ვიცნობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს