ჭიანჭველების უთვალავი არმია და მათი შემოტევა – სერიოზული თავსატეხია მებაღეებისთვის. შეიძლება იტირო, როცა ახალგაზრდა ქლიავის მწვანე ხეს ერთბაშად გააშავებენ და დააზიანებენ. თუ ქიმიური საწამლავი თქვენი არჩევანი არ არის, საჭერი სარტყელი გიხსნით ამ მავნებლებისგან.
ეს არის მარტივი, მექანიკური მახე, რომელიც უნდა შემოახვიოთ ხის ტანს. ეს არ ძლევს მავნებლებს საშუალებას აცოცდეს ხეზე და იქ დაიბუდოს. გამოდგება იმ მწერებისთვის, რომლებიც მიწაში იზამთრებენ და გაზაფხულზე უბრუნდებიან ხეებს.
ჭიანჭველების საჭერი სარტყელი
საჭერი სარტყელი შეიძლება იყოს მშრალი, შხამიანი და წებოვანი. მასალა იყიდება ყველა მაღაზიაში, ასევე შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ.
ყველაზე მარტივი ვარიანტია შესაფუთი ცელოფანი და სპეციალური წებო, მაგრამ აქვს ერთი დიდი მინუსი. ცელოფანი ჰაერს არ ატარებს და თუ დასველდა, დიდხანს აღარ გაშრება. რაც ხის ქერქის ლპობას და დაზიანებას გამოიწვევს.
უფრო მოხერხებული ჩანს საჭერი კონუსი პენოპოლიეთილენისგან. ის ხის ქერქს ნაკლებად ფარავს, არ უშლის სუნთქვას და მარტივი გასაკეთებელიცაა. არ აზიანებს ტენი და მტვერი, კარგად ართმევს თავს თავის საქმეს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ ლამინატის ქვეშ დასაფენი ცელოფანი, მავთული, წებო, სტეპლერი, მაკრატელი.
ცელოფანი შემოახვიეთ ხეს კონუსისებრად, დახრილად.
თავი მჭიდროდ მოუჭირეთ მავთულით ან თოკით. კიდეები დაამაგრეთ სტეპლერით. შემდეგ ბოლოები აუკეცეთ ზემოთ შიდა მხარე დაამუშავეთ სპეციალური წებოთი. ასეთი წებო არ არის ტოქსიკური, არ შეიცავს შხამიან ნივთიერებებს და მთელი სეზონი არ გაშრება.
ფრთხილად ჩამოუშვით კონუსის ბოლოები, ზემოდანაც გადაუსვით წებო. ამის შემდეგ ჭიანჭველები კონუსის მახეში მოხვდებიან და ხეზე ვერ ააღწევნ. კონუსის გასაკეთებლად შეგიძლიათ სხვა მასალაც გამოიყენოთ – ქაღალდი, ტომარა, ნაჭერი, მაგრამ ისინი ნაკლებად გამძლეა და მალე ზიანდება.
საჭერი სარტყლის გამოყენების წესები
- განათავსეთ სარტყელი მიწიდან 30-60 სანტიმეტრის სიმაღლეზე.
- შეძლებისდაგვარად გააკეთეთ სარტყელი მანამდე, სანამ გაიშლება კვირტები.
- შეამოწმეთ სარტყელი ყოველ 2-3 დღეში და გაანადგურეთ ყველა დაჭერილი მწერი
- კურკოვან ხეხილს სარტყელ მოხსენით მოსავლის აღების შემდეგ, უფრო საგვიანო მცენარეებს – მსხალს, ვაშლს – ნოემბრი ბოლომდე დაუტოვეთ.
ასეთი მარტივი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და იაფი საშუალებით ადვილად გაუმკლავდებით მავნებლებს და უხვ მოსავალსაც მიიღებთ.