ჩემი მეუღლის მშობლებს ბაღში უდგათ დიდი ალუბლის ხე, ჟოლოს ბუჩქები და მარწყვი. გასულ წელს ალუბალს ბევრი ესხა, ნაწილი გავყინე და შევინახე. გაზაფხულამდე ცოტა კიდევ შემომრჩა და გადავწყვიტე მომემზადებინა ალუბლის ნაყენი.
რეცეპტი ძალიან მარტივია და გემრიელადაც გაუმასპინძლდებით სტუმრებს.
ალუბლის ნაყენი
ალუბლის ნაყენი შეუცვლელი სასმელია სუფრისთვის. გემრიელია, მარტივი გასაკეთებელია და ინგრედიენტებიც მუდამ ხელთ გაქვს. ადრე ყველა ოჯახში ამზადებდნენ სიამოვნებით მიირთმევდნენ. გემრიელი დესერტია თვითონ ალუბალიც, რომელიც ნაყენის გადაწურვის მერე დარჩება.
როგორ მოვამზადოთ:
გასწავლით რეცეპტს, რომელიც ადვილად გამოგივათ სახლის პირობებში. მისი საოცარი არომატი არასდროს დაგავიწყდებათ: თავისებური მომჟაო-მოტკბო გემო ამარეტოს მოგაგონებთ. ის ერთნაირად მოეწონებათ დამწყებ და გამოცდილ დეგუსტატორებსაც.
- აიღეთ 1,6 კლ გაყინული ალუბალი და გაადნეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაყინული ალუბლით ნაყენის გემო უფრო ინტენსიური გამოდის, ამასთან ნაკლები შაქარი ჭირდება.
- ჩაყარეთ ალუბალი სამლიტრიან ქილებში და დაასხით 1,2 ლიტრი არაყი. დაახურეთ თავზე და დადგით ბნელ ადგილას 50 დღის განმავლობაში. მეტი ხანი არ გააჩეროთ, რადგან ალუბლის კურკა შეიცავს ციანიდს და ის გამოჟონვას დაიწყებს.
- 50 დღის შემდეგ გადმოასხით სითხე და ცალკე შეინახეთ. ალუბალს დააყარეთ თითო ჭიქა შაქარი, დაასხით ახალი არაყი და ისევ დადგით ბნელ ადგილას 30 დღე. დროდადრო ქილები შეანჯღრიეთ ხოლმე.
- 30 დღის შემდეგ შეურიეთ პირველი ნაყენი და თქვენი სასმელი მზად არის.
ამ მარტივ რეცეპტს აქვს უამრავი სასარგებლო თვისება, გამოდის ზომიერად ტკბილი. მიიტანეთ სუფრაზე ცივი, პატარა ჭიქებით, აპერიტივის სახით.