რის შესახებ არ იციან “სიდედრის ენის” უდარდელმა მფლობელებმა?

636

სანსევიერია-უჩვეულო მცენარეა. მას ბევრი სახელწოდება აქვს,სხვადასხვა ქვეყანაში თავისებურ სახელს არქმევენ. მაგალითად, ცნობილი დასახელებებია “ქარიყლაპიის კუდი” ან “სიდედრის ენა”. თურქეთში მას “ფაშას ხმალს” ეძახიან, რადგან მცენარის ფოთლები ძალიან ჰგავს თურქი დიდგვაროვნების თავდაცვით ელემენტს. ჩინეთში მისი სახელია-“ვეფხვისებრი ორქიდეის კუდი”, ხოლო იაპონიაში-“ვეფხვსი კუდი”. ამ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ სანსევიერიას, რათა ის დიდხანს ახარებდეს თვალს.

ყვავილი სანსევიერია

ამ მცენარის სამშობლო აფრიკის კონტინენტია, რადგან მას უყვარს მზის სინათლე და უხვი მორწყვა. ზაფხულში ის მშვენივრად გრძნობს თავს აივანზე. სწორი მოვლის შემთხვევაში, სანსევიერიამ ზაფხულის პერიოდში შეიძლება გაიხაროს. მას საკმაოდ პატარა ყვავილები აქვს, რაც ბევრ მებაღეს არ მოეწონება. თუმცა წაწვეტებული ფოთლები მარტივად შეიძლება შეერწყას მინიმალისტურ ინტერიერს.

მცენარის ცუდი აურა-ეს მითია

სიცრუეა ის, თითქოს სანსევიერია უარყოფით ენერგიას იზიდავს. არსებობს თქმულება, რომ ამ მცენარეს ახლად დაქორწინებულების დაშორება შეუძლია, თუ მას საძინებელში დადგამენ. თუმცა ადამიანთა ნაწილი მას სახლში უარყოფითი ენერგეტიკის “მეხამრიდად” მიიჩნევს.

სანსევიერია თავისი ანტისეპტიკური თვისებებით ჰგავს ალოეს წვენს. ამგვარად, ეს მცენარე ზიანს არავის მიაყენებს. შეგიძლიათ დააკვირდეთ სახლში ემოციურ მდგომარეობას მისი გამოჩენის მომენტიდან.

სანსევიერიას მოშენების პირობები

დააკვირდით მიწის სინოტივეს, თუ გსურთ გაიგოთ, როდის უნდა მორწყათ ყვავილი. მას შეუძლია გაცილებით მარტივად გაუმკლავდეს გვალვას, ვიდრე ჭარბ დატენიანებას. მას ძალუძლს მშრალი ნიადაგი გამოკვებოს იმ ტენით, რომელსაც მისი მსხვილი ფოთლები შეიცავს.ეს ყვავილი ცოცხლობს მზის სინათლის მოშორებით ,თუმცა ის მას მაინც სჭირდება. ასე რომ, ჯობს სანსევიერა ფანჯარასთან ახლოს დადგათ.

სანსევიერა ზრდის პრობლემებით

არსებობს მომენტები, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს სანსევიერაზე. მაგალითად, გაყვითლებული ფოთლები. ამის მიზეზი ჭარბი ტენია,მცენარეს აუცილებლად სჭირდება გადარგვა. წინასწარ უნდა მოაჭრათ დაზიანებული ფოთლები და მისი ფესვები გამოაშროთ.

ხდება ხოლმე, როცა ყვავილი წყვეტს ზრდას, ამის მიზეზი შეიძლება დაავადება იყოს. შესაძლოა, მცენარე მოიყინა. ამის მტკიცებულება შეიძლება გახდეს სანსევიერას ფოთლების ქვედა შრეებში ლპიბითი პროცესები. სასწრაფოდ გადარგეთ მცენარე უფრო თბილ ადგილას.

ყვავილის ცუდი შესახედაობის გამომწვევი შესაძლოა იყო დიდი ქოთანი, ჭარბი მორწყვა და არასწორი განოყიერება. ასეთი სანსევიერა დიდი არ გაიზრდება და სუსტი,ფერმკრთალი ფოთლები ექნება.

მავნებლებთან ბრძოლა

სანსევიერია საკმაოდ უპრეტენზიოა მოვლის კუთხით,თუმცა ზოგჯერ ისიც ავადდება. მისი მთავარი მტრებია: თრიფსები, ფქვილის ჭიები, ობობის ტკიპა.მავნებლების მოსაშორებლად საპნიანი წყლით დაამუშავეთ ყვავილის ფოთლები. ფოთლების მასშტაბური დაზიანების შემთხვევაში გამოიყენეთ  ინსექტიციდები.

სანსევიერას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, თუმცა მზრუვნელობის რაღაც წილს ის ნამდვილად საჭიროებს.ყურადღება მიაქციეთ, რომ ყვავილს კომფორტული საცხოვრებელი პირობები შეუქმნათ და ის ნამდვილად გაგახარებთ კაშკაშა და ჯანმრთელი ფოთლებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს