დედა პენსიაზე გავიდა, ყველაფერი გაყიდა და საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა

0
1578

“დედა  წელს პენსიაზე გავიდა და გამოგვიცხადა, რომ სიბერეში ჩვენთან ერთად იცხოვრებდა. მე მიყვარს და ვაფასებ დედამთილს,თუმცა ვთვლი, რომ ის ეგოისტურად მოიქცა. 35 წლის ვარ, მე და ჩემი ქმარი უკვე 15 წელია რაც დაქორწინებულები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს დედამისთან. წელს ის სამოცის გახდა, ჩვენ მივულოცეთ დაბადების დღე. მან მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა, რომ ჩვენთვის ახალი ამბაბი ჰქონდა სათქმელი”-ამბობს მზია.

დედა პენსიაზე გავიდა

” ქალბატონი დოდო უნივერსიტეტის ლექტორია. მას სურს კიდევ ერთი წელი იმუშაოს და მერე ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად, რათა სიბერეში პატრონი ჰყავდეს. ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ქალია, ამ დროის განმავლობაში ერთი საყვედურიც კი არ მახსოვს მისგან. შესაძლოა,გამიმართლა,რადგან ის ჩვენგან 300კმ-ის მოშორებით ცხოვრობს პატარა ქალაქში. 

გასაგები მიზეზების გამო ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებოდით, მეშინია მისი ამხელა გზაზე მარტო გაშვება, ჩვენ კი ვერ ვახერხებთ ჩაკითხვას ბავშვების და სამსახურების გამო. შარშან მეუღლე ვაჟთან ერთად დედასთან ორი კვირით ჩავიდა. ის შვილიშვილის სტუმრობამ ძალიან გააბედნიერეა,დღესასწაულებზე უამრავ საჩუქარს გვიგზავნის ხოლმე,ბოლო დროს ფულს გვირიცხავს, რათა საჭიროებისამებრ დავხარჯოთ. 

ჩემი დედამთილი ყოველთვის იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი. ის კარგ უნივერსიტეტში მუშაობს და არავის რჩენა არ უწევს. ჩემმა ქმარმა სწავლის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა  და დამოუკიდებელი გახდა. ქორწილზე დედამ ვაჟს ბინა აჩუქა დედაქალაქში,სადაც დღემდე ვცხოვრობთ.

დაქალები სულ მეუბნებიან, რომ ახალ ბინაში უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად. სამწუხაროდ, ჯერ საკმარისი თანხის მოგროვება ვერ შევძელით. 

სიყვარულით სავსე დედამთილი

და აი, ქალბატონმა დოდომ გადაწყვიტა საკუთარი სახლის გაყიდვა და ჩვენს ქალაქში სამოთახიანი ბინის შეძენა, რათა ერთად ვიცხოვროთ. ერთი ოთახი მას,მეორე-ჩვენ,მესამე-ჩვენს ბიჭს. 

მე ვეცადე დავლაპარაკებოდი და მეთქვა,რომ ეს არც თუ ისე კარგი განზრახვაა. ჩვენ ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით,სხვადასხვა ჩვევები გვაქვს,თანაცხოვრებას ვერ შევძლებთ. მას სურს ჩვენთან უფრო ახლოს ყოფნა. ის საკუთარი დაქალის მაგალითითაა შთაგონებული . 

როცა ვუთხარი,რომ ჯობდა ცალკე ბინაში დასახლებულიყო,ის გაბრაზდა და მიპასუხა,რომ ახალ ქალაქში არავის იცნობდა და ერთოთახიან ბინაში მეგობრების და ნათესავების გარეშე მოიწყენდა. 

რედაქციისგან

პრობლემა იმაშია, რომ ქალბატონი დოდო და მისი ვაჟის ოჯახი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. ეს ართულებს კომუნიკაციას და ბევრი პრობლემის აღმოფხვრას. ერთი შეხედვით,შეიძლება გაუგო დედამთილს,თუმცა რძალიც არ ლაპარაკობს სისულელეს. თანაცხოვრების იდეა მთელმა ოჯახმა ერთად უნდა განიხილოს და მივიდეს ერთ დასკვნამდე მინიმალური დანაკარგებით. თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდება,შეიძლება მიმართონ ოჯახის ფსიქოლოგს. თაობათა შორის კონფლიქტი რთულია დამოუკიდებლად მოაგვარო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?