აქვს თუ არა ვაჟს დედის ვალი,რომელმაც გააჩინა და აღზარდა?

145

ზრდასრულ შვილებს ხშირად უჩნდებათ სურვილი გამოხატონ მადლიერება მშობლების მიმართ გაწეული ამაგის გამო. ზოგი ფინანსურად ეხმარება დედ-მამას,თუმცა ამის საჭიროება შეიძლება არც იყოს. ზოგჯერ ამის ნიადაგზე კონფლიქტებიც აღმოცენდება ხოლმე. მაგალითად, როცა  მშობლები შვილებისგან ითხოვენ რაღაცას იმ მოტივით,თითქოს ისინი მათთან ვალში არიან.

მშობლებისადმი მადლიერება

“paparzzi”-ის რედაქციში მოვიდა წერილი ერთ-ერთი გამომწერისგან, ქალბატონ ნანისგან. ის წერს: “64წლის ვარ,ჩემს ვაჟს 44 წელი შეუსრულდა. რამდენიმე წლის წინ ცოლი მოიყვანა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ბოლო დროს ხშირად ვჩხუბობთ,არც კი ვიცი, რატომ. ზოგჯერ ვურეკავ დახმარების სათხოვნელად. შვილი კი მეუბნება:”რადგან შენ გამაჩინე,ეს  არ ნიშნავს იმას,რომ მთელი სიცოცხლე შენთან ვალში ვიქნები”. ამ სიტყვებმა გული მატკინა. 

ვერ ვხვდები,შვილი ასე რატომ მესაუბრება. შესაძლოა, ცოლი ამხდერებს ჩემს წინააღმდეგ. ადრე ყელაფერი კარგად იყო,ერთ ჭერქვეშ რამდენი წელი ვიცხოვრეთ! არ ვიცი, რა გავაკეთო და როგორ დავალაგო მასთან ურთიერთობა. 

მოდით, განვიხილოთ ეს სიტუაცია. გაუგებარია, რა ტონით სთხოვს დედა შვილს დახმარებას. ის შეეჩვია იმას, რომ  ვაჟი მუდმივად მის გვერდით იყო და ყველაფერში მხარს უჭერდა. თუმცა მამაკაცი უკვე 40 წლისაა და თავისი ოჯახი ჰყავს.

შესაძლოა,ქალბატონი ნანის შვილს დიდხანს უწევდა დედის საყვედურების მოსმენა და ამით დაიღალა. ცხადია,რომ ქალი მარტოსულად გრძნობს თავს. არ ვიცით, სადაა მისი მეუღლე,თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან ოჯახი მიატოვა. ვაჟი გახდა დედისთვის ერთადერთი სამაშველო რგოლი. როცა ის ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ჩვენს გმირს გაუჭირდა დამოუკიდებლად სირთულეებთან გამკლავება.

ზრდასრული შვილების უარყოფით რეაქციას, როგორც წესი, გარკვეული მიზეზები აქვს. ყოველგვარი საბაბის გარეშე ნორმალური ადამიანი არ შეეკამათება დედას. მიგვაჩნია,რომ ზრდასრული ადამიანისთვის მშობლებთან ცხოვრება უფრო საზიანოა,ვიდრე-სასარგებლო. ხშირად ეს სხვადასხვა პრობლემას წარმოშობს.

არავის არავისი ვალი არ აქვს

არსებობენ ადამიანები,რომლებიც ითხოვენ თავიანთი შვილებისგან არა მარტო ყურადღებას,არამედ ფულად უზრუნველყოფასაც.

ნუთუ ადამიანები შვილებს იმ მიზნით აჩენენ, რომ მომავალში მათი მზრუნველობა არ მოაკლდეთ? ამ გზით თითქოს ვალს ისტუმრებენ, რაც ძალიან უცნაურად და სულელურადაც კი ჟღერს.

ბავშვის გაჩენა-მშობლებისთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა,მათი აღზრდა კი-დიდი შრომა. უკვე ზრდასრულ შვილებს დამოუკიდებელი ცხოვრება ეწყებათ და ეს სავსებით ნორმალური პროცესია.

ქალბატონი ნანის ვაჟმა უარი არ უნდა თქვას საკუთრ ბედნიერებასა და პირად კომფორტზე დედის გამო.ამის შესახებ პირდაპირ უნდა დაელაპარაკოს მშობელს. თუ დედის მხრიდან ერთგვარ წნეხს გრძნობს,ეს არ უნდა დაუმალოს.

ყველა სახის ურთიერთობაში ერთი მარტივი წესი მოქმედებს. პატივისტემა ბადებს პატივისცემას,სიყვარული- თავადვე სიყვარულის შედეგი. ნეგატივისგან კი მხოლოდ ნეგატივი მიიღება. თუ ქალბატონს ნანის სურს,რომ მისი ვაჟი გამოსწორდეს, პირველ რიგში,საკუთრი თავის ცვლილებით უნდა დაიწყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს