ზოგისთვის ცხოვრება ბებიასთან და ბაბუასთან შეიძლება იძულებითი მოვლენა აღმოჩნდეს. სხვა რა გზაა, როცა დედამ უბრალოდ უარი თქვა შვილზე და თან თავისი საყვარლის გამო? სამწუხაროდ, ასეთი სევდიანი ისტორიები ხშირად გვხვდება ცხოვრებაში.
ბავშვთა ასაკში ყველაფერი სხვანაირად აღიქმება. რაც არ უნდა კარგ გარემოში იზრდებოდეს ბავშვი, ის მუდამ დედას ელოდება და ჯერა, რომ მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ჩვენი დღევანდელი რესპოდენტის ცხოვრებაში ასე არ მოხდა. დედამ შვილი მხოლოდ სიბერეში, ჯანმრთელობის და პირადი პრობლემების დროს გაიხსენა. რა მოხდა მერე და როგორ მოიქცა შვილი, paparazzi.ge მოგიყვებათ ეხლავე:
ცხოვრება ბებიასთან ერთად
“ისე, მოხდა, რომ მამა არასდროს მინახავს. დედამ 30 წლის ასაკში გამაჩინა “თავისთვის”. ფიქრობდა, რომ აღარავის შეიყვარებდა და აღარც გათხოვდებოდა, მაგრამ 8 წლის ვიყავი, როდესაც ერთ მამაკაცს შეხვდა და გათხოვდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. დედა გადავიდა თავის ახალ ქმართან საცხოვრებლად. მე კი ბებია-ბაბუასთან დამტოვა. დედა არც ისე შორს არ ცხოვრობდა, მაგრამ იშვიათად მოდიოდა და მაქსიმუმ კვირაში ერთხელ რეკავდა.
ცხოვრება ბებია-ბაბუასთან კარგი იყო, ისინი ზრუნავდნენ ჩემზე და თავს მევლებოდნენ. ფინანსურადაც ყოჩაღად იყვნენ. ბაბუა სულ მუშაობდა, ბებია კი ქსოვდა და კერავდა. მეც მალამაზებდა თავისი შექმნილი ლამაზი ნივთებით.ბებიას არ უნდოდა ვინმეს ჩემზე ეჭორავა და ამიტომ ამბობდა, რომ თვითონ წამომიყვანა გასაზრდელად. მამინაცვალი არ აღმოჩნდა კარგი ადამიანი, უხასიათო და ავი კაცი იყო. წლების მერე გავიგე, რომ ჩემთან ცხოვრება სწორედ მას არ უნდოდა.მან დედას ულტიმატუმი წაუყენა: ან მე, ან შენი შვილიო. დედამ კი ის აირჩია… დედა თავს იმით იმართლებდა, რომ უკვე ასკში, ოჯახის შექმნა უნდოდა და თან უყვარდა… ეგონა, რომ დროა განმავლობაში მამინაცვალი მიმიღებდა, მაგრამ ამაოდ.
ახალი პრობლემა
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. დედა თავის ქმართან ცხოვრობდა. საერთო შვილები არ ეყოლათ. მე ბებიასთან და ბაბუასთან ვიყავი. თბილ და მოსიყვარულე გარემოში.
ბებია და ბაბუა უკვე გარდაცვლილები იყვნენ, რომ ჰორიზონტზე ახალი პრობლემა გამოიკვეთა. მე მათ ორ ოთახიან სახლში ვცხოვრობდი, რომელიც მიანდერძეს.დედა კი ქუჩაში აღმოჩნდა. მისი ქმარი გარდაიცვალა და ბინა შვილებს დაუტოვა. ქმრის შვილებმა დედას ბინის დაცლა მოთხოვეს…
და ვინ გაახსენდა დედას? რა თქმა უნდა, მე! მე კი აღარ მინდა მასთან ურთიერთობა, თან მყავს საქმრო და დაქორწინებას ვაპირებთ.დედამ მომიგზავნა თავისი მეგობრები, აქეთ დამადანაშაულეს, რომ დედაზე არ ვზრუნავდი! არადა, არ ვიცი, რატომ უნდა ვგრძნობდე მე თავს დამნაშავედ? დედამ ხომ თვითონ თქვა უარი ჩემზე თავის დროზე. ხანდახან ვფიქრობ, როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას ბებია? მივიღო თუ არა დედა, ვერ გადამიწყვეტია…” ასეა, თუ ისე შვილი ბოლომდე ვერ გაწირავს დედას და არ დატოვებს ქუჩაში. ის უკვე ასაკშია და დახმარების გარეშე ვერ გადარჩება. იქნებ მიხვდა კიდეც თავის შეცდომას და მონანიება უნდა?
თქვენ რა რჩევას მისცემდით ორივეს? გაგვიზიარეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.