რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელმაც არ იცის როგორ მოიქცეს პირველ პაემანზე. არადა, უმეტეს შემთხვევაში ეს არის მომავალი ურთიერთობის საფუძველი. რამდენიმე უვნებელმა მოქმედებამ შეიძლება სამუდამოდ დაგაკარგინოთ ან ცხოვრების მეგზურად აქციოს ადამიანი. “paparazzi.ge” ეცდება გაგარკვიოთ ამ ნიშნებში.
როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე
წარმოიდგინეთ სიტუაცია, მიდიხართ პირველ პაემანზე. თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რაღაც მომენტში პარტნიორი იწყებს გულის გადაშლას: “მე მინდა შენთან გულახდილი ვიყო. ცოტა ხნის წინ დავშორდი შეყვარებულს, ჩვენ ვხვდებოდით ხუთი წელი…”
ასეთ დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი პაემანზე ნუგეშის საძებნელად მოვიდა. არადა, ის თავად უნდა გაერკვიოს ყველაფერში, რომ განცდილი გადაამუშაოს და ახალი ურთიერთობის დაწყება შეძლოს. არ გახდეთ თქვენი მოსაუბრისთვის მკურნალი ექიმი, იცოდეთ, რომ ეს ჯანსაღ ურთიერთობებამდე არ მიგიყვანთ.
წუწუნი არც სხვა თემას არ უნდა ეხებოდეს. თუ მამაკაცი გიყვებათ, რომ მისი ცხოვრება რთულია, ორჯერ მეტად დაფიქრდით სანამ მეორედ შეხვდებით. ეს შეიძლება იყოს ჩივილი სამსახურზე, მშობლებთან ურთიერთობაზე, ან სხვა. დამეთანხმებით, პაემანზე პირად პრობლემებზე საუბარი არ არის ნორმალური.
ამ ქმედებიდან ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება – ასეთი ადამიანი სრულად არის ორიენტირებული საკუთარ თავზე. თუ შეატყობთ, რომ პაემანის დროს პარტნიორი ყურადღებას არ გითმობთ, აზრი აღარ აქვს გაგრძელებას.
ხდება ხოლმე, რომ მამაკაცი ცდილობს გამოჩნდეს თავდაჯერებული. ის მთელ სივრცეს ავსებს თავისი საუბრით, სინამდვილეში კი შინაგანად მორცხვია. ასეა თუ ისე, მასთან შემდგომი ურთიერთობა რთული იქნება.
პირველი პაემანი – თავისებური ინდიკატორია მომავალი ურთიერთობების. მამაკაცი თუ წარა-მარა იღებს ხელში ტელეფონს და არ გისმენთ ყურადღებით, მომავალ ემოციურ კავშირზე საუბარი ზედმეტია.
მეორე მხრივ, არც ზედმეტი ყურადღებაა ნორმალური. ამ დროს სიმყუდროვის განცდა გეკარგებათ. ესეთი მამაკაცი არ არის თავის თავში დარწმუნებული და ამით ცდილობს გადაფარვას.
სხვა მომენტები
კიდევ ერთი საყურადღებო ნიშანი – ზედმეტად მომთხოვნია. სანამ ურთიერთობაში გამოავლენს, მანამდე პრეტენზიული იქნება იმ ადგილის მიმართ, სადაც ხართ. ის მუდმივ უკმაყოფილებას გამოთქვამს, დაიწუნებს ოფიციანტებს ან ადმინისტრატორებს. თუ მასთან ურთიერთობას გააგრძელეთ, იგივე გაგიკეთებთ თქვენც.
ზოგჯერ ადამიანი გულწრფელად მოგწონს, მაგრამ საუბრის დროს ხვდები, რომ მისი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება შენისგან. ამ შემთხვევაში არის ჯანსაღი ურთიერთობის მცირე შანსი, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში გაგაღიზიანებს მისი ყველაფერი და დაშორდებით.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მართავს მოსაუბრე თავის ემოციებს. თუ ის ვერ ახერხებს ბრაზის და გაღიზიანების დამალვას და ყველა წვრილმანზე ღიზიანდება, ეს საგანგაშო სიგნალია.
მაგალითად, მამაკაცმა ქალს მიაკითხა პაემანზე წასაყვანად. შემოსასვლელში მას ხვდებიან ძაღლი და კატა. აღმოჩნდება, რომ მამაკაცი დასანახად ვერ იტანს ცხოველებს, მისი რეაქცია ძალიან აგრესიულია. აქვს აზრი ასეთ ადამიანთან ურთიერთობას? მემგონი არა.
სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც კარგად იციან როგორ მოიქცნენ პაემანის დროს საუკეთესო შთაბეჭდილების დასატოვებლად. აქ უკვე საკუთარ ინტუიციას და შეგრძნებებს უნდა ენდოთ. შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ ამ შეცდომას ბოლომდე ნუ გაყვებით, დროულად დაამთავრეთ და ნუ დაანგრევინებთ ცხოვრებას.
თქვენ გქონიათ წარუმატებელი პაემანი? რა იყო ამის მიზეზი, რა არ მოგეწონათ კონკრეტულად?