დღეგრძელი ცხოვრებისთვის პროდუქტები ბაზრობაზე უნდა შეიძინოთ და არა მაღაზიაში

118

ყველასთვის ცნობილია,რომ სწორი კვება- ჯანმრთელობის და დღეგრძელობის საფუძველია. რთულია იმაში გარკვევა,რომელი პროდუქტებია სასარგებლო. ამაში დაგვხმარება ცნობილი პუბლიცისტის წიგნი “საკვების დასაცავად”. მასში აქტვისტი გვთავაზობს რჩევებს,თუ როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად.

მაიკლ პოლანი წიგნში მკითხველს სთავაზობს რეკომენდაციებს,რომლებიც ძალიან მარტივი შესასრულებელია. ” ბევრი არ ჭამოთ,ძირითადად,მცენარეებით იკვებეთ”,-ესაა ფორმულა,რომელშიც დევს ავტორის მთავარი იდეა.

არ მიირთვათ ის, რასაც თქვენი დიდი ბებია საკვებადაც კი არ  მიიჩნევდა

ჯანსაღი საკვების ამოსაცნობად, უნდა იფიქროთ თქვენი დიდი ბებიის მსგავსად,რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ ცხოვრობდა. იმ დროს არ არსებობდა პროდუქტების უმეტესობა,რომლებიც დღეს მაღაზიის დახლებზე გვხვდება.

ზოგიერთი მეცნიერი გვირჩევს მივყვეთ კულინარიულ ტრადიციებს, რომლებიც ნორმად მიიჩნეოდა ხუთი თაობის წინ. ნუტრიციოლოგ ჯონ იუდკინის თქმით, თანამედროვეობაში უნდა გადმოვიტანოთ ნეოლითის ხანის ადამიანების რაციონი. პრაქტიკაში ამის განხორციელება რთულია,ჩვენ ხომ მაღაზიებში დავდივართ და არა-სანადიროდ.

სინამდვილეში,ყველაფერი მარტივია. როცა მაღაზიაში მიდიხართ,თავი თქვენს დიდ ბებიად წარმოიდგინეთ. დავუშვათ,თქვენ მას აჩვენებთ იოგურტის შეფუთვას,ის კი ვერ ხვდება,ეს რა პროდუქტია. თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ ის იჭმევა, დიდი ბებია კი გადახედავს ინგრედიენტებს და იფიქრებს,რომ ატყუებენ.

ასწლეულის განმავლობაში ჩვენი წინაპრებისთვის ცნობილი იოგურტი გარდაიქმნა რთულ,გაურკვეველ ნარევად. ის აღარაა რძისა და საფუარისგან მომზადებული პროდუქტი.ასეთი ნარევები თანამედროვე მაღაზიებში გაცილებით მეტია,ვიდრე ნამდვილი საკვები.

არ მიირთვათ პროდუქტები,რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება

გაურკვეველი შემადგენლობის მქონე ნარევები შეიცავს მოდიფიცირებულ ნივთიერებებს და ქიმიურ დანამატებს. არომატიზატორები,საღებავები და დამატკბობელები ატყუებს ჩვენს გრძნობათა ორგანოებს,რათა ორგანიზმი მოამზადოს სუროგატის ასათვისებლად. რას ვიღებთ შედეგად? ჩვენ აღარ ვენდობით საკუთარ შეგრძნებებს და გვჯერა იმის,რაც წერია შეფუთვაზე ან რასაც რეკლამებში ამბობენ.

რასაკვირველია,პროდუქტების დამუშავება ძალიან ძველი და საჭირო პროცესია. ზოგიერთი საკვები უფრო დიდხანს ინახება, თუ მოხდება მისი დამარინადება,ფერმენტაცია ან შებოლვა. თუმცა საწარმოო გადამუშავება სხვა მიზნებს ემსახურება. კომპანიების უმრავლესობა ჩვენი “სისუსტით” სარგებლობს. ტკბილი,ცხიმიანი და მარილიანი პროდუქტებისადმი ლტოლვა ევოლუციითაა განპირობებული.

ძველ დროში რთული იყო ტკბილი და მარილიანი პროდუქტების პოვნა ველურ ბუნებაში.სამეცნიერო მონაცემებმა და თანამედროვე წარმოების მიღწევებმა საშუალება მოგვცა მიგვეღო ისინი დიდი რაოდენობით. ასე გვიბიძგებენ ვშთანთქოთ უფრო და უფრო მეტი საჭმელი,რომელიც ბუნებაში არ გვხვდება. თანამედროვე პროდუქტები არ შეიცავს წყალს,უჯრედისს,მიკრო და მაკროელემენტებს,სამაგიეროდ, მათში მრავლადაა ცხიმები,შაქრები და დანამატები.

“გემრიელია,მაგრამ არ განაყრებს”-ასე მოკლედ შეიძლება მაღაზიის პროდუქტების დიდი ნაწილის დახასიათება. ასეთი საკვები ვერ გვანაყრებს და ორგანიზმი უფრო მეტს ითხოვს.

არ ენდოთ კომპანიებს, რომლებიც თავიანთი პროდუქტების შეფუთვებზე წერს მათი წარმოუდგენელი სასარგებლო თვისებების შესახებ. ასეთი საკვები უმეტესად პაკეტებში ან ყუთებში იყიდება,რაც ნიშნავს,რომ მათ განიცადეს ტექნოლოგიური დამუშავება. მსხვილ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერა,ისინი ყიდულობენ მათთვის ხელსაყრელ კვლევებს,ამგვარად,იღებენ ოფიციალურ უფლებას შეფუთვებზე განათავსონ ინფორმაცია მათი სარგებლიანობის შესახებ. ხმამაღალი განცხადებები ხშირად საეჭვო სამეცნიერო კვლევებს ეყდნობა.

ერიდეთ მაღაზიის დარბაზის ცენტრალურ ნაწილს

დარბაზის პერიფერიაზე განლაგებულია ნადვილი საკვები-ხილი,ბოსტნეული,რძის პროდუქტები,ხორცი,თევზი. გადამუშავებული პროდუქტები კი ცენრტალური ნაწილის თაროებზე აწყვია.

შეძლებისგვარად შეიძინეთ საკვები ბაზრობაზე

ჯანმრთელი ცხოვრების წესის სწრაფად გასათავისებლად ჯობს ერიდოთ ადგილებს,სადაც მავნე პროდუქტები მეფობს. ბაზრობაზე თქვენ იპოვით შინაურ კვერცხს,ბუნებრივ რძის პროდუქტებს,სოფელში დაკრეფილ ხილს და ბოსტნეულს.სამწუხაროდ,ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

ახლა უკვე იცით,თუ როგორ უნდა იკვებოთ სწორად და საიდან დაიწყოთ. ბუნებრივი პროდუქტების საპოვნელად და შესაძენად ბევრი დროის და ფინანსური რესურსის დახარჯვა მოგიწევთ,მაგრამ საკვებზე ფულის დაზოგვა არ შეიძლება. გახსოვდეთ,რომ თქვენს თანხას მიიღებს ან ინდუსტრია,რომლის მიზანი შემოსავლის გაზრდაა ხარისხის შემცირების ხარჯზე,ან ვაჭრები და საშუალო მეწარმეები,რომლებიც ჯანსაღ საკვებს ყიდიან. ვის მხარეზე ხართ თქვენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს