დედამთილი მთავაზობს თურქეთში დასვენების ნაცვლად ბინა ვიყიდოთ, მე კი არ მჯერა, ინტუიცია მკარნახობს.

1175

ცოლ–ქმრის შვებულება ყოველწლიური წესი უნდა იყოს წყვილისთვის, რომელთაც მრავალწლიანი ცოლქმრული ცხოვრების შემდეგაც ძლიერი კავშირის შენარჩუნება სურთ. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც გვსურს. ოლღა დედამთილთან საერთო ენას ვერა და ვერ პოულობს. ის მუდმივად ურჩევს შვილს, თუ როგორ იცხოვროს სწორად. ამჯერად ნელიმ რძალს დაგეგმილი შვებულება არ აპატია. პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ ოლღას ისტორიას:

ცოლ–ქმრის შვებულება

„დედამთილთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, რადგან მუდმივად მასწავლის, რა და როგორ გავაკეთო. ვანო დედამისს არაფერს უმალავს, ჩემ გარეშე ბჭობენ, თუ რაში დახარჯონ ვანოს ხელფასი. ამჯერად, დედამთილმა ზღვარს გადააბიჯა. მეუღლე დაარწმუნა, რომ თურქეთში შვებულება, რომელსაც მთელი წელი ველოდი, არ გვჭირდება.

უკვე 8 წელია დაოჯახებული ვარ და დედამთილს მაინც ვერ შევეჩვიე. ვანოსთან ძალიან გამიმართლა, ძალიან მზრუნველი მეუღლეა. ყოველგვარი ყვირილის და სკანდალის გარეშე სახლის დალაგებაში მეხმარება, ზოგჯერ კერძებსაც ამზადებს. დედამთილთან კი ურთიერთობა არ გამომდის. თავიდან მისთვის თავის მოწონებას ვცდილობდი, მაგრამ სულ ტყუილად. მისთვის შვილი ჯერ კიდევ პატარა ბიჭია, რომელზეც ზრუნვა არასდროს უნდა შეწყვიტოს. უბედურება იმაშია, რომ ეს ჩვენს ოჯახს ანადგურებს.

ნელი ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. მე მეუღლესთან და შვილთან ერთად ოროთახიან ბინაში, რომელიც ბებიასგან მემკვიდრეობით მივიღე. ჩვენი სახლი ძველია, ამიტომ დედამთილი გვაიძულებს ახალაშენებულ კორპუსში ბინის შესაძენად ფული დავაგროვოთ. წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ დეკრეტიდან ახლა გამოვედი, ბავშვზე ბევრი ფული დავხარჯეთ და შვებულება ძალიან მსურს. როცა ნელიმ გაიგო, რომ თურქეთში 1 კვირით წასვლას ვაპირებთ, დაჟინებით მოითხოვა, რომ ფული სისულელეებზე არ გაგვეფლანგა.

კონფლიქტი დედამთილთან

მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვშრომობთ და წელიწადში 1 კვირიან დასვენებას ვიმსახურებთ ყოველგვარი დანაზოგის დათვლის და საზრუნავის გარეშე. ახლახანს დედამთილი 2 კვირით ჩვენთან გადმოვიდა და ყველაფრის მოწესრიგება დაიწყო. აქ, კი ავფეთქდი. არა თავიდანვე. ჯერ დედამთილი მსაყვედურობდა, რომ დელიკატურ ნივთებს ხელით არ ვრეცხავდი. შემდეგ დაინახა, რომ ქმარი საყიდლებზე თავად დადის და ჩემი შერცხვენა დაიწყო. ყველაფერი მითხრა, რასაც ფიქრობდა, და ვერ მოვითმინე. ვუთხარი, რომ საკუთარ სახლში წასულიყო და ბრძანებები იქ გაეცა, აქ, როგორმე თავს გავართმევდით.

ამას არა უშავს, მის ნაზ დამოკიდებულებას უკვე მივეჩვიე. აი, ქმარმა გამაოცა. დედის მხარე დაიჭირა და გადაწყვიტა, რომ ბოდიში უნდა მომეხადა. გარდა ამისა, დედასთან ერთად ჩვენი შვებულება გააუქმა და ახალაშენებულ კორპუსში ახალ ბინას ეძებენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იქ, ერთად იცხოვრებენ.”

რედაქციისგან

მსგავსი პრობლემები ბოლომდე არ თქმას უკავშირდება. ადამიანები წლების განმავლობაში უკმაყოფილებას და სიბრაზეს გულში აგროვებენ. ალბათ, ოჯახთან ერთხელაც არ უსაუბრიათ, თუ რა აწუხებთ. ოლღასაც ქმართან საკუთარ გრძნობებზე არასდროს უსაუბრია, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ოლღა დედას ყველაფერში ეთანხმებოდა. სამივე ოჯახის ფსიქოლოგს უნდა ეწვიოს. სპეციალისტი მათ საკუთარ გრძნობებში გარკვევაში დაეხმარება და ასწავლის, როგორ იცხოვრონ მშვიდად და ისე, რომ ახლობლებს საკუთარი მოსაზრებები თავს არ მოახვიონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს