როგორ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობები ზრდასრულმა შვილებმა მოხუცი მშობლების მოვლისას? მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ 34 წლის ანუკის ცხოვრების ისტორიას, რათა განსახილველი თემა უკეთ გაიგოთ.
პასუხისმგებლობების განაწილება
ჩემი და,ნინო, დიდი ხანია იტალიაში მუშაობს,სადაც სწავლის დასრულებისთანავე გაემგზავრა. მას საკმაოდ პრესტიჟული პროფესია და კარგი ანაზღაურება აქვს. ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით,სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. ნინო მეუბნება,რომ იქ ბედნიერი ცხოვრების აწყობა შეუძლია.
რამდენიმე კვირის წინ 2 წლის განმავლობაში პირველად შევხვდით. ალბათ კიდევ დიდი ხანი ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს,ნინოს სამშობლოში ბინის ყიდვის სურვილი რომ არ გაჩენოდა.ის მის გაქირავებას აპირებდა,რითაც დამატებითი შემოსავალი გაუჩნდებოდა.
მოკრძალებულად ვცხოვრობ,არც მდიდრულად და არც ღარიბულად. სამი შვილის აღზრდა დიდ რესურსს მოითხოვს. ჩემი მეუღლე დროებით უმუშევარია, ყველაფერი მე დამაწვა კისერზე.ასევე რეგულარულად ჩავდივარ სოფელში,სადაც ხანდაზმული დედა ცხოვრობს.
დედაჩემი მებრძოლი ქალია,არასოდეს გვთხოვს დახმარებას. ბოლო დროს ჯამრთელობის პრობლემები შეექმნა.ყოველთვის მასზე ვჯავრობ,არ მინდა დიდხანს მარტო დატოვება.
ცხოვრების ასეთმა ტემპმა დამღალა,ფიზიკურად ვერ ვასწრებ ყველაფერთან გამკლავებას. უკვე რამდენჯერმე ველაპარაკე ნინოს პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ,მას კი ყოველთვის გადააქვს საუბარი სხვა თემაზე. ნუთუ ასე გულგრილად შეიძლება შეხვდე იმ ამბავს,რომ დედა თავს ცუდად გრძნობს? მის ადგილას ყველა საქმეს მივატოვებდი და სამშობლოში დავბრუნდებოდი. ამ დროის განმავლობაში დედის მდგომარეობით ერთხელაც არ დაინტერესებულა,წამლების საყიდელი ფულიც კი არ გამოუგზავნია…
ვფიქრობ,რომ ნინო უსინდისოდ იქცევა. უსამართლობაა,როცა თვითონ იტალიაში ცხოვრებით ტკბება,მე კი მარტო მიწევს ყველა პრობლემასთან გამკლავება!
რას ურჩევდით ჩვენი ისტორიის გმირს? როგორ ფიქრობთ,რით შეუძლია ნინოს ოჯახის დახმარება? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.