ლიმონმჟავის გარეშე დედასთან სტუმრად არ მივდივარ, მისთვის საუკეთესო საჩუქარია

18639

თითქმის ყოველდღე ლიმონმჟავას ვხვდებით. ზოგი მას მედიკამენტების და კვების პროდუქტების შემადგენლობაში პოულობს, სხვები ნაცნობ პაკეტებს სანელებლების თაროზე ხედავენ, არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ამ თეთრი ფხვნილის გარეშე სახლის დალაგება და საკუთარი თავის მოვლა ვერ წარმოუდგენიათ. სწორად რომ გამოიყენოთ, უნდა იცოდეთ, როგორ გახსნათ ლიმონმჟავა. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ოპტიმალურ პროპორციებს ლიმონმჟავის გასაზავებლად და მისი გამოყენების უჩვეულო მეთოდებს.

როგორ გავაზავოთ ლიმონმჟავა

ბოსტნეულის კონსერვებში იყენებენ სუფრის ძმარს, რომელიც კარგი კონსერვანტია, მაგრამ ყველას არ უხდება. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდორი, წითელი მოცხარის წვენი, ვაშლი და, რა თქმა უნდა, ლიმონმჟავა. თუ 1 ს/კ ლიმონმჟავას ფხვნილს 2 ს/კ წყალში გახსნით 70%–იან ძმრის ესენციას მიიღებთ. 9%–იანი ძმრის ჩასანაცვლებლად 1 ჩ/კ ფხვნილი 14 ს/კ წყალში გახსენით. 1 ლიმონის წვენის შესატყვისის მისაღებად (მაგალითად, ცომში დასამატებლად) 5 გრ (1 ჩ/კ) ლიმონმჟავა 40 მლ წყალში გახსენით.

ლიმონმჟავას გამოყენება ყოფაცხოვრებაში

  • ონკანის ხისტი წყლის მაგნიუმის და კალციუმის მარილები სანტექნიკაზე ილექება და თეთრ კირის ნადებს ქმნის. ზოგიერთ შემთხვევაში არაესთეტიკურად გამოიყურება, ზოგან კი დროთა განმავლობაში სერიოზულ დაზიანებას იწვევს (მაგალითად, სარეცხ მანქანასა და წყლის გამაცხელებელში).
  • უბრალო ლიმონმჟავა კირის ნადების მოსაშორებლად გამოცდილი საშუალებაა. 5 ლიტრიან სარეცხ მანქანაში 100-120 გრ ფხვნილი დაგჭირდებათ. ლიმონმჟავა სარეცხი ფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ და სარეცხი მანქანა 60 გრადუსზე 1 საათით ან უფრო დიდხანს ჩართეთ. ასეთი მეთოდი სარეცხი მანქანის დოლურასაც ნადებს მოაშორებს.
  • მხოლოდ 30 გრ ლიმონმჟავა უთუს ნადებისგან გაწმენდს. უთოში წყალი ჩაასხით, ფხვნილი დაუმატეთ და თანდათან ორთქლი გამოუშვით. შემდეგ რეზერვუარი სუფთა წყლით გარეცხეთ.
  • ჩაიდანს ნადები რომ მოაშოროთ, 5 ს/კ ფხვნილი ჩაყარეთ, წყალი დაასხით და აადუღეთ. ჭურჭლის ლანგარს გასარეცხად წყლისა და ლიმონმჟავას ნარევი დაასხით და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სუფთა წყლით გარეცხეთ.
  • 2 ს/კ ლიმონმჟავას და 2 ლ წყლის ნარევი ფანჯრებს კარგად გაწმენდს. ლიმონმჟავას ხსნარში (30 გრ 1 ლიტრზე) დუღილი სუფრის ვერცხლეულს ბზინვარებას დაუბრუნებს. შეგახსენებთ: როცა ლიმონმჟავას იყენებთ, ხელის კანის დასაცავად რეზინის ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ.

რეცხვა და ლაქების ამოყვანა – ჩვენი სტატიის მთავარ გმირს რეცხვისგან გაცვეთილი ტანსაცმლის გადარჩენა შეუძლია. თითო სუფრის კოვზი ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი და საპნის ფანტელი აურიეთ. 1 ჩ/კ მარილი და ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ ფაფა მიიღოთ. მიღებული საშუალება დალაქავებულ ადგილზე წაუსვით და 12 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. 20 გრ ლიმონმჟავა ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით. ნარევი გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. მასში ლაქიანი ნაჭერი ჩადეთ. დაბინძურების ხარისხის მიხედვით 10 წუთით ან უფრო დიდხანს გააჩერეთ. ცივი წყალი გაავლეთ და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. ამავე ნარევით ტანსაცმელს ჟანგის ლაქებს მოაშორებთ. ლიმონმჟავას სუსტი ხსნარი ბეწვსაც ბზინვარებას დაუბრუნებს.

კოსმეტიკური პროცედურები – შაქრის, წყლის და ლიმონმჟავას პასტა ეპილაციისთვის ნატურალური საშუალებაა. მასზე დაფუძნებული ნიღბები შავ წერტილებს, ცხიმოვან ბზინვარებას, პიგმენტურ ლაქებს მოგაშორებთ და კანს გააღიავებს.

მცენარეების მოვლა – 0,3-0,4 გრ ლიმონმჟავა 1 ლ წყალზე საკმარისია, რომ მცენარეების სარწყავი წყალი დაარბილოთ. ლიმონმჟავას ხსნარი მიწაში ობს მოგაშორებთ და დეზინფექციას ჩაუტარებს.

კულინარია – ლიმონმჟავა კერძს მიმზიდველ იერს უნარჩუნებს, ცომეულს დაობებისგან იცავს, გამაფხვიერებელს ანაცვლებს, ბოსტნეულის დასამწნილებლად გამოიყენება, კონსერვანტის როლს ასრულებს და მურაბას დაშაქრების საშუალებას არ აძლევს. 1 პაკეტი გაზავებული ლიმონმჟავა მთელ ლიმონის წვენს ჩაგინაცვლებთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა კერძი თერმულად მუშავდება. ძლიერი გახურებისას წვენიდან სასარგებლო ნივთიერებები მაინც ორთქლდება. ასეთი შეცვლა გემოზე არ აისახება, მაგრამ ლიმონის სუნი, სამწუხაროდ, არ ექნება.

როგორც ხედავთ, ლიმონმჟავა უნივერსალური საშუალებაა და მისი გამოყენების ყველა მეთოდის ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. დარწმუნებული ვართ, საყოფაცხოვრებო საქმეებში ნამდვილად გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს