პედაგოგი მსჯელობს, თუ რაზე წუხს მასობრივი სამომხმარებლო საზოგადოება

50

მასობრივი სამომხმარებლო საზოგადოება-ყველას ყველაფერი აწყობს და ისეთ რბილ ვარდისფერ კანფეტს ჰგავს,რომელიც დიდხანს დნება ტუჩებზე. არსებობს საინტერესო გერმანული სტატისტიკა,რომლიც მიხედვითაც გერმანელები ბოლო 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 400%-ით გამდიდრდნენ. აღმოჩნდა,რომ ყველაფრისთვის საზღაურის გადახდაა საჭირო.მატერიალური მხარე ბატონობს ჩვენზე,გვინდა ეს თუ არა. რთულია ამაში ვინმეს დადანაშაულება. თითქოს ყველას სურდა ასეთი ცხოვრება,ბედნიერება კი-არა! ნუთუ ადამიანები მოუმზადებელნი შეხვდნენ “ოქროს საუკუნეს” ? მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია  დაგეხმარებათ ამ კითხვაზე კონსტრუქციული პასუხების მოძიებაში.

მასობრივი სამომხმარებლო  საზოგადოება

გერმანელები 400%-ით გამდიდრდნენ,თუმცა მოსახლეობის 38%-ით მეტი ჩავარდა დეპრესიაში. ეს ცოტა არ იყოს უცნაურია,ცივილიზებული ქვეყნების მცხოვრებლებს არაფერი აკლიათ,ლამის სასათბურე პირობებში ცხოვრობენ. მაშინ რა ხდება? დავბრუნდეთ დაახლოებით 100 წლის წინ,ეს დაახლოებით 4 თაობაა. იმ დროს ცხოვრობდნენ ადამიანები,რომელთა ნაწილს არათუ მობილურები და ავტომობილები,არამედ საცხოვრებელი სახლებიც კი არ გააჩნდა,ელექტროენერგიის შესახებაც არ იცოდა ბევრმა. სულ რაღაც 100 წელიწადში კაცობრიობამ უდიდესი ნახტომი გააკეთა პირველი მექანიკური არითმომეტრებიდან თანამედროვე ტექნოლოგიამდე,რის შედეგადაც დაიზოგა დიდი შრომა. ჩვენს მშობლებს პირველი ფერადი ტელევიზორები  და ტელეფონები ახარებდათ. აღმოვჩნდით თუ არა ამისათვის მზად?

უცნაური ფენომენი – წინა საუკუნის ოციან წლებში ჰენრი ფორდმა რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ყველაფერი კარგად მიდიოდა,ვიდრე ბაზარი არ გაჩერდა. აღმოჩნდა,რომ ყველამ უკვე შეიძინა ავტომობილი,ვისაც შეეძლო და ახალი უკვე აღარავის სჭირდებოდა.შეეგუებოდა კი ამას კორპორაციები,რომლებიც ტრანსნაციონალურები გახდა?

მარკეტოლოგებმა დაიწყეს თანამედროვე,ახალი მოდელის ავტომობილების პროპაგანდა. მერე რა,რომ თქვენი ძველი მანქანა ისევ გამართულად დადის? შეხედე და მიბაძე მეზობელს,რომელმაც ახალი შენაძენი გააკეთა. ეს არასრულფასოვნების აცრებს ჰგავდა,რომლებსაც ყველა თანამედროვეობას ჩამორჩენილს უკეთებდნენ. მოცემულ გზას გაჰყვნენ ტანსაცმლის,ფეხსაცმლის კოსმეტიკის მწარმოებლები. მარკეტინგის ეს მოთოდი დღესაც ეფექტურია,სწორედ ამიტომ ეძახიან ჩვენს საზოგადოებას სამომხმარებლოს. შედეგად ვისწრაფვით ძველის მოშორებისკენ და ახლის შეძენისკენ. რაც შეეხება მოდას, დიზაინერების თქმით,ამ სეზონში აქტუალურია ყვითელი ფერი. კორპორაციები მუდმივად აახლებს ბაზარს,რათა სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს. ამბობენ,რომ კორპორაციები ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიარდ დოლარს ხარჯავს რეკლამაზე. ამ დროს,დედამიწაზე შიმშილის დასამარცხებლად 50 მილიარდი დოლარიც კი საკმარისია. ბიზნესმენებს არ აქვთ სურვილი,რომ კაცობრიობა ბედნიერად ცხოვრობდეს. სად მივყავართ ბუნებაში მოვლენების ასეთ ციკლს და საიდან ჩნდება დეპრესია?

დავუშვათ,ახალი ავტომობილი შეიძინეთ. სიხარული დიდხანს არ გაგყვებათ,რადგან ნახევარ წელიწადში ახალი მოდელი ჩაეშვება გაყიდვაში. ეს ამბავი დაგამწუხრებთ,რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ გექნებათ. საინტერესოა,რომ ბევრს ეს უცნაურად არ მოეჩვენება. ისინი იტყვიან,რომ ადამინი მიისწრაფვის საკუთარი ოცნებისკენ. ამ დროს ჩნდება კითხვა,მოცემულ სიტუაციაში წარმატებულობა როგორ კორელირებს ბედნერებასთან? თუ გერმანელი მეცნიერები ტყუიან და არ არსებობს არანაირი დეპრესია?

რედაქციისგან 

ჩვენ შევეჩვიეთ ამ რბოლას და აღარ გვიკვირს. შესაძლოა,თქვენ უბრალო და ძველი ნივთები მოგწონთ,რაც სავსებით ბუნებრივია. რას აკეთებთ,როცა ოფიცალურ შეხვედრაზე ხართ  წასასვლელი? გარბიხართ მაღაზიაში ახალი ტანსაცმლის შესაძენად თუ არჩევთ იქედან,რაც გაქვთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს