რატომ ვერ ასწრებენ თანამედროვე მშობლები შვილებზე სათანადოდ ზრუნვას

66

ჩემი ფანჯრის წინ სათამაშო მოედანია. ისე გამოვიდა, რომ სახლიდან ვმუშაობ და დღის ბოლოს თავი მისკდება ძლიერი ტკივილისგან. მთელი დღე ქუჩიდან მესმის გამყინავი ხმები, ბავშვი დარბის მოედნის გარშემო და კივის მთელი ძალით. მთელი დღე, 10-დან 22 საათამდე. დედა უყურებს ფანჯრიდან, ჭორაობს ტელეფონზე და საერთოდ არ ცდილობს ბავშვზე გავლენის მოხდენას. ან რა აზრი აქვს? ბავშვი მაინც აარ მოუსმენს. ბევრ მშობელს არ შეუძლია ბავშვისგან ნორმალური ადამიანის აღზრდა და უბრალოდ თვითდინებაზე ყავთ მიშვებული. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ეს ნორმალურია. თუმცა, ბავშვისგან ადამიანის და პიროვნების გაზრდა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფასეულობების გარეშე ბავშვი კი გაიზრდება, მაგრამ იქნება თუ არა ის სრულყოფილი ადამიანი, ეგ საკითხავია.

შეცდომები ბავშვის აღზრდაში

  • საზოგადოებას არ აქვს გავლენა ბავშვებზე – საზოგადოება ძირითადად ხელმძღვანელობდა შაბლონებით და ამით უტენიდნენ თავს ბავშვებსაც. ეს რა თქმა უნდა, არ იყო კარგი, მაგრამ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა: ბავშვებს ასწავლიდნენ კულტურულად მოქცევას, შენიშვნას აძლევდნენ ცუდ ყოფა-ქცევაზე. ეხლანდელ დროში ყველა ისე იქცევა, როგორც მოესურვება. აკრძალულია მოსწავლეების ინდივიდუალურობის ჩახშობა, მაგრამ ხშირად ასეთი ინდივიდუალურობა მოზრდილ ასაკში კანონის ფარგლებს გადასცდება ხოლმე.
  • მშობლები მარტივად პატიობენ ბავშვებს ცუდ საქციელს – “ისინი ხომ ბავშვები არიან” – ეს გულუბრყვილო ფრაზაა, რომელსაც უპასუხისმგებლო მშობლებისგან გაიგონებთ ხოლმე. ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე ბავშვის გონებამდე მისი არასწორი საქციელის მიტანა. უფროსებს ჰგონიათ, რომ პატარას არ ესმის არაფერი. არადა ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს, თვალ-ყურს ადევნებენ უფროსების ქცევას და იმეორებენ ყველა წვრილმანს. ამიტომ თუ გსურთ შვილს რამე ასწავლოთ და ვერ ახერხებთ, ჯერ საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან – ხომ არ აძლევთ მას ცუდ მაგალითს?
  • უფროსები არ აძლევენ ბავშვებს შეცდომის დაშვების საშუალებას – საკუთარი ცუდი გამოცდილებების შემდეგ მზრუნველი მშობლები ცდილობენ ბავშვის პრობლემებისგან დაცვას, არ ეხმარებიან მას სოციუმთან ადაპტაციაში. თუ ბავშვი არასდროს შეცდება და მის მაგივრად მშობლები მოაგვარებენ პრობლემებს, უარესი შედეგი იქნება. მიეცით ბავშვს თავისუფლება, არაუშავს, დაუშვას შეცდომები და ეცადოს იპოვოს მისი მოგვარების გზები. ის თანდათან კარგად გაუმკლავდება ყველაფერს.
  • მომავლის შიში – გაუთავებელი ზრუნვა ბავშვზე ნიშნავს იმას, რომ სიბერეში აქვთ მისგან ზრუნვის მოლოდინი. როდესაც შვილს ჭირდებოდა, მშობლები მუდამ გვერდით იყვნენ. მათ ქვეცნობიერად შიში აქვთ, რომ თუ ყველაფერს არ შეუსრულებენ შვილს, ის განაწყენდება და მომავალში მიატოვებს მათ. რაღაც ნაწილი ამ შეხედულებისა ლოგიკურია. თუ არ მიაქცევთ ყურადღებას შვილის გაუთავებლად დღეობებზე და გასართობად სიარულს, შეიძლება ეს ჩვევაში გადაეზარდოს და პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჩამოუყალიბდეს. ბავშვმა ერთი რამ უნდა გააცნობიეროს: დედა და მამა ყოველთვის ვერ უყიდიან საჭირო ნივთებს და ერთ დღეს იქეთ დასჭირდებათ დახმარება, ამ ყველაფერზე კი მშობლები უნდა ესაუბრონ.
  • საკუთარი მოთხოვნილებების დათრგუნვა – ადრე მიღებული ტრადიცია იყო, რომ ტრაპეზს ოჯახის უფროსი იწყებდა. ის იღებდა საჭმლის საუკეთესო ნაწილს და მიირთმევდა. შემდეგ მოდიოდა დედა და ბოლოს ბავშვები. აქ მთავარი მოტივი იყო ის, რომ ოჯახის უფროსის გარეშე თავს ვერ გაიტანდნენ. ამიტომ პირველ რიგში მის უზრუნველყოფაზე ზრუნავდნენ.ამ ეტაპზე მზრუნველი მშობლები ბავშვებს უვლიან დაბადებიდანვე და შემდეგ ზრდასრულ ასაკამდე. ცდილობენ არაფერი მოაკლონ შვილს, რადგან მომავალში პრობლემები ისედაც ექნებათ.

აქ მთავარი შეცდომა არის ის, რომ ამასობაში ბავშვი ვერ ამჩნევს უფროსების მსხვერპლშეწირვას. იზრდებიან ეგოისტები და საკუთარ თავზე ორიენტირებულები. ის ყოველთვის ეცდება მოარგოს გარშემომყოფები თავის საჭიროებებს, არ გაითვალისწინებს სხვის აზრს, რადგან დაბადებიდან ყველაფრის უფლება ჰქონდა და როგორც მშობლები იყვნენ ორიენტირებულნი მის სიამოვნებაზე, რატომაც არ უნდა გააკეთოს ეს სხვამ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს