ყველა მებაღეს აქვს თავისი რჩეული სასუქი მოცხარის ბუჩქისთვის. ზოგი ცდილობს ნატურალური და ჯანსაღი კენკრა მოიყვანოს, თუნდაც რაოდენობა ნაკლები იყოს. ზოგი კი აქტიურად იყენებს ქიმიურ სასუქს.პაპარაცის რედაქცია დღეს უვნებელ ნატურალურ სასუქებზე მოგიყვებათ. ნატურალური სასუქები ნამდვილად დადებითად მოქმედებს მოსავლის ხარისხზე და მის რაოდენობაზე. არ იფიქროთ, რომ რაიმე ფორმულებს ან პროპორციებს ჩაგაწერინებთ, ბევრად უფრო მარტივ ხერხს გასწავლით.
სასუქი მოცხარისთვის
მთელი საიდუმლოება სახამებელშია და ამ შემთხვევაში კარტოფილი მთავარი ნაწილია. მოცხარი ერთ-ერთი პოპულარული კულტურაა ბაღში. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაა 15 წელი. თუ რაიმე მიზეზით ჩააგდებთ წელს და სათანადოდ ვერ მოუვლით ბუჩქს, მას არაფერი დაუშავდება. ჩვეულებრივად განაგრძობს ზრდას და მოსავალსაც უპრობლემოდ მოგცემთ. მაგრამ წლების განმავლობაში მისი უყურადღებოდ დატოვება არ გამოვა. კვების გარეშე თანდათან დაუპატარავდება ნაყოფი და შეუმცირდება მისი რაოდენობა.
მოცხარის ბუჩქისთვის საუკეთესო საკვებია კარტოფილის ნათალები. ის შეიცავს 23% სახამებელს, გლუკოზას, ფოსფორს და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებს. ნათალები საერთოდ არ არის ტოქსიკური და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ეს ასი პროცენტით ნატურალური სასუქი გააძლიერებს ფესვთა სისტემას. როგორც ცნობილია, მოცხარის ფესვები მდებარეობს ნიადაგის ზედა ფენაში. ამიტომ საკმარისია თუნდაც მიწის ზედაპირზე მოყრა. გრუნტი მალევე შეიწოვს საჭირო ნივთიერებებს.სახამებელი და გლუკოზა ხელს უწყობს ნაყოფის ზომასა და მოცულობაში ზრდას. ფოსფორი კი კარგად ააქტიურებს ყვავილობის პროცესს. ამიტომ მოსავლის დიდხანს ლოდინი აღარ მოგიწევთ. მიიღებთ საუკეთესო შედეგს მარტივად, იაფად და ჯანსაღი წესით.
რეკომენდებულია მოცხარის ბუჩქის კვება გაზაფხულზე, ყვავილობის დაწყებამდე. ზაფხულში არ არის რეკომენდებული, რადგან შეიძლება გადაიწვას მიწა. კარტოფილის კანის დაშლას თან სდევს მაღალი ტემპერატურა. გაზაფხულის წვიმები კი ამის სტაბილიზებას მოახდენენ.თუ შემოგრჩათ ცუდი, დამჭკნარი კარტოფილი, რომელიც არც საკვებად გამოდგება და არც თესლად, შეგიძლიათ გამოიყენეოთ სასუქად. მის გათლას ნუ ეცდებით, უბრალოდ მოაჭერით კვირტები, გაჭერით რამდენიმე ნაწილად და მოაყარეთ გარშემო.თუ ატყობთ, რომ ფესვთა სისტემა თქვენს მოცხარს ღრმად აქვს განვითარებული, მაშინ გააკეთეთ რამდენიმე სანტიმეტრის სიღრმის ღარი მიწის ზედაპირზე და ჩაყარეთ კარტოფილი შიგნით. ასე უკეთესი იქნება.
კარტოფილზე კარგი იქნება მულჩირების გაკეთება, რადგან ის არ მისცემს გამოშრობის საშუალებას მას და ხელს შეუწყობს საჭირო ინგრედიენტებს სწორ მისამართზე მოხვედრას.არსებობს კიდევ ერთი მეთოდი კარტოფილით, რომელთანაც კვლავ მულჩირება დაგჭირდებათ. ეს არის წყალში გახსნილი კარტოფილის წვენი. თუ ოჯახისთვის მოამზადებთ კარტოფილის ოლადებს, დაგრჩებათ ბევრი წვენი. მისი გადაქცევა კი უდიდესი დანაშაული იქნება.გახსენით ეს წვენი ერთ სათლ წყალში. დააყენეთ ნახევარი საათით. სახამებლის შემცველობის გამო წყალი გახდება ქაფიანი. სწორედ ეს გვჭირდება. მორწყეთ ერთი ბუჩქი სათლის მესამედი ნაწილით. შემდეგ კი აუცილებლად გაუკეთეთ მულჩირება. ეს მეთოდი მრავალჯერ გამოცდილია და კარგად მუშაობს.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოცხარის ბუჩქს უყვარს კარტოფილი მისთვის საჭირო მიკროელემენტების გამო. კარტოფილი უნდა იყოს უმი და თუნდაც მინიმალური წვენის შემცველობით. არ აქვს მნიშვნელობა მის ვიზუალურ მდგომარეობას.
ვიმედოვნებთ, ეს მეთოდი დაგეხმარებათ კარგი მოსავლის მიღებაში და გაუმასპინძლდებით ახლობლებს მსხვილი და ტკბილი ნაყოფით.