რამდენიმე თვის წინ მეზობელმა დაბადების დღეზე მაჩუქა გლოქსინია. მას მთელი აივანი აქვს გადავსებული ყვავილებით. ასეთი ლამაზი ყვავილი არასოდეს მქონია. მაშინვე გამიჩნდა კითხვა, როგორ მომევლო და გამემრავლებინა. მეზობელმა თავაზიანად გამიზიარა თავისი ყველა საიდუმლო. პაპარაცის რედაქცია კი თქვენ გაგიზიარებთ გლოქსინიას მოვლის წესებს.
რა არის საჭირო გლოქსინიას გასამრავლებლად
გლოქსინიას გამრავლება ბოლქვით – გლოქსინიას გამრავლება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ ამ მცენარის ბოლქვები. შეიძინეთ სპეციალურ მაღაზიაში და გაზარდეთ თვითონ. ბოლქვი უნდა დაირგოს თებერვალში მინი სათბურში, რომელიც თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. გრუნტი მანამდე მორწყეთ კალიუმპერმანგანატის მსუბუქი ხსნარით. გლოქსინიას გასამრავლებლად ბოლქვიდან ამოყრილი შვილებით, უნდა მოტეხოთ ღერო და ფოთოლი მინიმუმ 3 სანტიმეტრის ზომით. ჩარგეთ ის პლასტმასის ჭიქაში და დააფარეთ ცელოფანი. ცოტა ხანში ფოთლიდან ამოიზრდება შვილები, რომელიც უნდა მოაცალოთ და ცალკე გადარგოთ. ამის მერე ისინი თავისი ბოლქვების ფორმირებას დაიწყებენ. თუმცა, ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს.
გლოქსინიას გამრავლების განსაკუთრებული მეთოდი – თუ გსურთ გლოქსინიას გამრავლება, ეს განსაკუთრებული მეთოდი უფრო საიმედო იქნება. ამისათვის უნდა მოამზადოთ მინი სათბური. აიღეთ პლასტმასის ყუთი ან კონტეინერი, ჩაუფინეთ ძირზე 3-5 სანტიმეტრის სისქეზე ვერმიკულიტი. დარგვამდე კარგად დანამეთ ნიადაგი და დასვით ბოლქვები მიწაზე. ბოლომდე დაფვლა არ არის საჭირო. დააფარეთ ყუთს გამჭვირვალე საფარი და დადგით ფანჯრის რაფაზე. პირველი ორი კვირა არაფერი არ დაჭირდებათ, მხოლოდ რამდენიმე წუთით მოხსენით ხოლმე თავსახური და გაანიავეთ. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია და 2-ჯერ სწრაფი. როდესაც მცენარე მიაღწევს 3-4 სანტიმეტრს, გადარგეთ ქოთანში. გადარგვისას არ მოაშოროთ ფესვებიდან ვერმიკულიტი. თუ მცენარს აქვს ზრდის რამდენიმე წერტილი, უნდა მოაშოროთ და დატოვოთ ყველაზე ძლიერი, ამით გლოქსინია ნაკლებ ენერგიას დახარჯავს. მოტეხილი ნაწილები ცალკე დააფესვიანეთ.
გრუნტი გლოქსინიასთვის – მცენარის სწრაფად ზრდისთვის მნიშვნელოვანია გრუნტის სწორად შერჩევა. შეურიეთ ბაღის ნიადაგი, გადამწვარი ნაკელი, ქვიშა, ნახშირი და ვერმიკულიტი თანაბარი პროპორციებით. ეს იქნება იდეალური ნარევი გლოქსინიასთვის.ერთი თვის შემდეგ გადარგვიდან, მიეცით სასუქი. იყიდეთ ან მოამზადეთ თვითონ. კვებეთ მცენარე მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. ოქტომბრიდან, როდესაც მცენარე ზრდას ანელებს, გადადგით ის ფანჯრის რაფიდან უფრო მყუდრო ადგილას.
ამ მარტივი წესების დაცვით, მალე გექნებათ გასაოცარი ყვავილების კოლექცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგიფერადებთ სახლს და განწყობას. იმედი გვაქვს, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ ამ ლამაზი მცენარის გაზრდაში. გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში.