კვირაზე მეტია ბუზები, რწყილები და ჭიანჭველები არ შემხვედრია, შიშით გვერდს მივლიან

515

ზაფხული შესანიშნავი დროა ბუნებაში გასასვლელად,ზღვაზე დასასვენებლად ან ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. თუმცა კოღოები არ აპირებენ დასვენებას და ყველგან თან დაგვყვებიან. ბებიამ მასწავლა,თუ როგორ ვებრძოლო მათ სახლის პირობებში.ის არ წარმოადგენს მაღაზიაში ნაყიდ მწერების საწინააღმდეგო პრეპარატს,არამედ ხალხური,დროით გამოცდილი საშუალებაა.

კოღოების საწინააღმდეგო საშუალება სახლის პირობებში

ვალერიანის წვეთები და ვანილინი – ამ რეცეპტის შემქმნელები ამბობენ,რომ ის ეხმარება ტყეში აუტანელი ვამპირების წინააღმდეგ ბრძოლაში! აფთიაქში შეიძინეთ ვალერიანის ხსნარი,სახლში მოიძიეთ ვანილინის პაკეტი და ხელის კრემი. მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაასხით ვალერიანი,ზემოდან დააყარეთ ვანილინი და მოურიეთ.შემდეგ დაუმატეთ 3 ს.კ კრემი და ხელახლა გადაურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ შიშველ კანზე ბუნებაში გასვლამდე ან სახლში ღამით, ძილის წინ. შედეგად კარი და ფანჯრები უშიშრად შეგიძლიათ გააღოთ.ასევე ვალერიანი ეფექტურია ქინქლების და რწყილების წინააღმდეგ ბრძოლაშიც კი. მისი წასმა შეუძლიათ პატარა ბავშვებსაც და ორსულებსაც,სავსებით უსაფრთხოა და საკმაოდ ბიუჯეტურია,ამასთან,სასიამოვნო სუნიც აქვს. ერთადერთი ნაკლი იმაში მდგომარეობს,რომ უნდა ერიდოთ კატებს,რადგან მუდმივად თქვენი ალოკვის სურვილი ექნებათ.

ეთერზეთები კოღოების წინააღმდეგ  – ისინი უსაფრთხო და ეფექტურია პატარა ბავშვებისთვის იმ პირობით,თუ მათ არ აღენიშნებათ ალერგია. გამოგადგებათ ლავანდის,პალმაროზის,მიხაკის და ჩაის ხის ზეთი. მათი რამდენიმე წვეთი ხელებზე შეიზილეთ და ბავშვს წაუსვით.

ძმარი და ზეითუნის ზეთი – დაგჭირდებათ 1/3 ძმარი,1/3 მსეზუმზირის ზეთი და 1/3 შამპუნი ან საშხაპე გელი,კარგად გადაურიეთ ერთმანეთში მოცემული ინგრედიენტები და დაიტანეთ შიშველ სხეულზე.

რედაქციის რჩევა – კოღოების წინააღმდეგ შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ხრიკს:ღამით ტუმბოზე დადეთ ლიმონი და ჩაარჭეთ მასში მიხაკის ღეროები.

თქვენ როგორ ებრძვით “ყველასთვის საყვარელ” მწერებს? გაგვიზიარეთ საიდუმლოებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს