ჩემი მეგობარი 40 წლამდე ბავშვის გაჩენას არ აპირებს, მეც ვეთანხმები

0
193

არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევესწარი პოლემიკას, თუ რატომ აჩენენ ბავშვებს გვიან. არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იყო და გაუგებარია, საიდან მოდის ასეთი აგრესია. რამდენად მოქმედებს ასაკი შვილის ყოლის სურვილზე?პაპარაცის რედაქცია თვლის, რომ არ უნდა იყოს არანაირი შეზღუდვა ამ საკითხში, ბოლოსდაბოლოს ბავშვის დაბადება ცხოვრებისეული გეგმის ნაწილია და სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის შესაძლებელი. კარგი ის არის, რომ მედიცინა წინ წავიდა და ამ საკითხში ბევრი ახალი შესაძლებლობა გაჩნდა.

ასაკოვანი დედა

პოლემიკის აგრესიული ციტატა ასე ჟღერდა: “რატომ აჩენენ ხანდაზმულ ასაკში ქალები? რაზე ფიქრობენ? როდესაც ბავშვი სკოლაში წავა, ის უკვე ბებიის ასაკის იქნება, მითუმეტეს, თუ უკვე ყავს უფროსი შვილები. რას იგრძნობენ ასეთი ბავშვები?”ან კიდევ ასე: “ამ ასაკში ბავშვის გაჩენა უკვე გვიანაა. ჩვენი მშობლებიც ასაკოვნები იყვნენ, ჩვენც გვიან დავქორწინდით. ისინი შვილიშვილს ვერც მოესწრნენ. ხოლო ჩვენს შვილთან ამხელა ასაკობრივმა სხვაობამ პრობლემები წარმოშვა ურთიერთგაგებაში.”სამწუხაროდ ასეთი შეხედულებები არ არის იშვიათი, მსგავს რეპლიკებს ყველგან მოისმენთ. ჩვენ კი მიდრეკილნი ვართ სხვისი სუბიექტური მოსაზრებების მოსმენისკენ.

ასაკოვანი დედა – ოცი წლის გოგონებს ჰგონიათ, რომ ორმოცი წელი უკვე სიბერეა, მაგრამ ორმოცი წლისები ასე არ ფიქრობენ. პირიქით, თვლიან, რომ ოცი წლის ასაკში ამდენი გამოცდილება არ ჰქონდათ და სულელები იყვნენ. მოგიყვებით ამბავს “ორმოცი წლის მოხუცზე”.კლასში არის მშობელი, რომელიც უკვე ორმოცდაათ წლამდეა ასაკით. არავის მოუვა აზრად ის ასაკოვნად ჩათვალოს, რადგან ოცი წლის გოგოსავით იქცევა. არის ხალისიანი, კეთილგანწყობილი, არაფერზე ეუბნება უარს ბავშვებს, ხშირად უყრის ბავშვებს თავს ერთად და მიყავს გასართობად.ასეთ დედაზე ბევრი ოცნებობს და სხვა ბავშვებიც არ იტყოდნენ უარს. ახალგაზრდა დედებს ბევრი სხვა საქმე და ინტერესი აქვთ, ამიტომ ერთი სული აქვთ ბავშვებისგან დაისვენონ ხოლმე. ასაკოვანი დედები კი ბავშვზე არიან ორიენტირებულნი.

ასაკი არ განსაზღვრავს – ხანდახან რთულია გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის გაჩენა და გაზრდა უამრავ რესურსს მოითხოვს. ზოგი ზედმეტი პასუხისმგებლობით უდგება და ვერ დგამს ამ ნაბიჯს. დასაფასებელია ახალგაზრდა დედების მონდომება და ამაგი, მაგრამ ჩნდება კითხვა: მზად არიან ისინი ცხოვრებისეული პრობლემებისთვის?თანამედროვე სამყაროში რთულია ქალის ასაკის ამოცნობა. შეიძლება ორმოცი წლის იყოს და არ ეტყობოდეს. ორსულობას და ბავშვის გაჩენას ასაკი არაფერს უშლის. მაგალითად, სუპერმოდელი ნაომი ქემბელი დედა 50 წლის ასაკში გახდა.რაც შეეხება ბავშვებს, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, თუ მშობელი სათანადო ყურადღებას უთმობს. რა შუაშია ციფრები უპირობო სიყვარულთან? პირიქით, ასაკთან ერთად გამოცდილებაც იმატებს და ეს უკეთესი იქნება.ასაკოვანმა დედამ არ უნდა იფიქროს საზოგადოების შეხედულებებზე, მან თავად უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს თავისი შესაძლებლობები. თქვენ როგორ თვლით? რა ასაკში ჯობია ქალმა დედობისკენ გადადგას ნაბიჯი? რატომ ხდება ხოლმე 40 წელს გადაცილებული ქალების ფეხმძიმობა განხილვის საკითხი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.