როგორი სიცხეც არ უნდა იყოს ჩანთაში ცივი წყალი სულ მაქვს, რადგან შესანიშნავი ხრიკი ვიცი.

0
503

მცხუნვარე მზის ქვეშ ცივი წყალი ნამდვილად ხსნაა.თუმცა რა შეიძლება გააკეთოთ იმისათვის,რომ ის არ გაგითბეთ? ყოველ ნახევარ საათში მაღაზიაში ხომ ვერ ირბენთ?მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ სიცხესთან გამკლავების მეთოდებს,შესაძლოა ზოგიერთი მათგანი თქვენთვის უკვე ნაცნობი იყოს.

1.თერმოჩანთა – თერმოჩანთა სასარგებლოა არა მხოლოდ თბილი ბუტერბროდების შესანახად,არამედ სიგრილის შესანარჩუნებლადაც.სამწუხაროდ,რომ ისინი კომპაქტურობით არ გამოირჩევა.

2.თერმოსი- ეს შესანიშნავი გამოგონება გამოგადგებათ ხანგრძლივი სეირნობის დროს.მასში წყალი არ დაკარგავს სიგრილეს დიდი ხნის განმავლობაში.

3.ყინული – ეს ხრიკი მათთვისაა,ვისაც არც თერმოსი და არც თერმოჩანთა აქვს. დავუშვათ,სამი ლიტრი კომპოტის წაღებას აპირებთ,ჩაასხით ის 2 ლიტრნახევრიან ბოთლში ნახევრამდე და შეინახეთ საყინულეში,კომპოტის დანარჩენი ნაწილი უბრალოდ მოათავსეთ მაცივარში.გაყინვის შემდეგ ბოთლებში ჩაასხით ჩაცივებული წვენი და თამამად წადით სასეირნოდ. ყინულის ლღობის პროცესში,წვენი სიცივეს შეინარჩუნებს რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის მსგავსად შეგიძლიათ თერმოსიც გამოიყენოთ.

4.პირსახოცი – ეს მეთოდი გამოდგება გამთბარი წყლის გასაგრილებლად.პირსახოცი ჩაალბეთ წყალში და შემოახვიეთ ბოთლს.მისი გაშრობის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ცივი წყლის დალევა.

5.სხვა ხერხები – ვიღაც თერმოსს სახლის პირობებში ამზადებს,საყინულედან გამოიღებს ბოთლს და მაშინვე შეახვევს ფოგლაში.სხვები აქცენტს იმაზე აკეთებენ,რომ ადამიანი ეფექტურად გრილდება სითხის გამოყოფის ხარჯზე,ამიტომ საკმარისია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნება და წყურვილის დაკმაყოფლება.

რედაქციისგან – ჩვენ უპირატესობას თერმოჩანთას ვანიჭებთ,თუმცა თქვენ შეგიძლიათ არ დაგვეთანხმოთ.გაგვიზიარეთ კომენტარებში ,თუ როგორ აცივებთ წყალს!